ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : ” კონტე ფენომენალურია ”

კარლოს ტევესმა Tuttosport – ის ჟურნალისტთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …

” აქ ყოფნა ერთი სიამოვნებაა . ბედნიერი ვარ , რომ მაქვს უფლება ვიყო იტალიური ფეხბურთის ნაწილი . ფეხბურთის რომელიც არასოდეს გპატიობს ფეხის დაცდენას . მუდამ ფორმაში უნდა იყო , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უბრალოდ გაგაქრობენ . აქამდე აპენინურ ფეხბურთზე სხვა წარმოდგენა მქონდა , მაგრამ ეხლა … ნებისმიერ თითქოს უმნიშვნელო თამაში , მეტოქე ისე გვეთამაშება თითქოს მუნდიალის ფინალი იყოს . ამისათვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ნებისმიერ წამს ” .

” რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ? იუვემ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და ეხლა თავს არა ჩვეულებრივად ვგძნობ . მიყვარს ჩემი საქმე და ყოველი მომდევნო დღე , რომელსაც აქ ვატარებ . ვიხილავთ თუ არა საუკეთესო ტევეს იუვეში ? დიახ , ამისათვის სრულ მზადყოფნაში ვარ . ყველაფერს გავიღებ შავ თეთრი მაისურისთვის ” . 

” როგორია რეალურად კონტე ? ფენომენალური და ხისტი . იცით გაკრვივებულიც კი ვიყავი , რადგან მისთვის ყოველი მატჩი პირადი ფინალის ტოლფასია . გვაიძულებს გავაუმჯობესოთ საკუთარი მახასიათებლები და მივაღწიოთ წარმატებას . ვფიქრობ , შედეგები ნათლად ასახავს ჩემი სიტყვების სისწორეს . არის თუ არა სხვაობა ფერგიუსონთან ? მცირედით , რადგან ორივენი გამარჯვებულები არიან  და ორივეს მიაჩნია საკუთარი კლუბი მსოფლიოში საუკეთესოდ . პირადად ჩვენთვის ანტონიო იდეალური თავკაცი და ის ყოველივეს დიდი რწმენით აკეთებს … კონტე კლუბის სიმბოლოა . მანჩინი ? ის სრულებით არ არის ასეთი ტიპაჟი . უფრო მეტად ფეხბურთს როგორც სპორტსმენი ისე უყურებს და ძალიან ცოტა მენეჯერული მახასიათებლებით . აი ანტონიო კი ნამდვილი პროფესიონალია . ის ფეხბურთელებს რა თქმა უნდა აძლევს საჭირო რჩევებს , მაგრამ არ ივიწყებს ტაქტიკური სქემების დამუშავებს და ამ მხრივ ყოველ დღიურად უამრავს მუშაობს . რაც შეეხება რობერტოს , მესიამოვნა მისი ნახვა როცა გალა ჩამოიყვანა და ხელიც კი ჩამოვართვი , თუმცა ეს ყოველივე წარსულში დარჩა ” .

” თამაშობს თუ არა გუნდი სრული ძალით ? რა თქმა უნდა არა . გუნდი ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება . უფრო უკეთესად შეგვიძლია ასპარეზობა . გამარჯვება ერთადერთია რაც გვაინტერესებს ” .

” რომელ ჩემპიონატში უფრო ხშირად ურტყავენ მეტოქეს ფეხებში ? იტალიაში … მომიბოდიშა თუ არა იმობილემ ? არა და ვფიქრობ ეს ნორმალურია , რადგან ფეხბურთი კონტაქტური სპორტია . ვარ თუ არა ნაწყენი ? არა … იცით ადრეულ ასაკში როდესაც ჩემს რაიონში ვთამაშობდი , ხშირად გვხვდებოდა ფეხებში , თუმცა ყოველთვის ვდგებოდი და ვაგრძელებდი თამაშს წუწუნის გარეშე ” .

” რომელმა იუვენტინომ გამაკვირვა ? პირველ რიგში კუალიარელამ , მას არა ჩვეულებრივად შეუძლია ერთი შეხებით თამაში . პოგბა კი ნამდვილი ჩემპიონია , რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა . ჩემთვის უდიდესი პატივია ასევე პირლოს და ბუფონის გვერდით ასპარეზობა ” .

” არ დავმალავ რომ უდიდესი სურვილი მაქვს , ამ გუნდის კაპიტანი გავხდე , მაგრამ ეს ჯერ არ დამიმსახურებია . პლიუს ამასთან აქ მართლაც ირიცხებიან მოთამაშეები , რომლებიც უფრო მეტად იმსახურებენ სამკლაურს , მაგალითად ჯიჯი ” .

” ვისთან ერთად ვატარებ დროს ვინოვოს გარეთ ყველაზე ხშირად ? ვიდალთან , ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო და თავისუფალ დროს ხშირად გავდივართ ქალაქიდან და მივირთმევთ ყავას ” .

” შეგვიძლია რეალის დამარცხება , მაგრამ ამის გაკეთება ურთულესი იქნება . მიუხედავად ამისა , თუ გვსურს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა , მოგვიწევს ნებისმიერი მეტოქის დაჩოქება . მითამაშია თუ არა ბერნაბეუზე ? კი ჯერ კიდევ სიტის მაისურით . როდესაც იუნაიტედში ვირიცხებოდი , მხოლოდ ბარასასთან მოგვიწია დაპირისპირება . მადრიდელთა რიგებში უამრავი ჩემპიონი ირიცხება და მათ დიდ პატივს ვცემ , თუმცა … რონალდუ თუ მესი ? ყოველთვის მესის დავუჭერ მხარს . რონალდუ თუ ტევესი ? რა თქმა უნდა რონალდუ ( იცინის ) ” . 

”  ემოციურად ძალზედ იმოქმედა ჩემზე ბუფონის ბოლო დროინდელმა განცხადებამ , როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასის ნაცვლად სამ წელს იღებდა საკუთარი კარიერის . მესმის მისი , რადგან არც თავადვე დავიშურებდი რამეს ამ მიზნისთვის . რატომ ვოცნებობ ამაზე ? იმიტომ რომ მსურს გავიმარჯვო . ფინალი არ დამაკმაყოფილებს ! მიმდინარე გათამაშება არც თუ ისე წარმატებულად დავიწყეთ და ეხლა დროა უფრო უკეთესები გავხდეთ . იტალიის ჩემპიონატი სხვა რამეა და ჩემპიონთა ლიგა სრულებით სხვა , აქ მცირედ ფეხის დაცდენასაც არ გპატიობენ . უფრო ინტენსიურად და აგრესიულად მოგვიწევს თამაში . დარწმუნებული ვარ , რომ შევძლებთ ” . 

” მაროტას რომ ეთხოვა რჩევა სატრანსფერო ბაზარზე ვისზე გავამახვილებინებდი ყურადღებას ? ეს კითხვა ალბათ კონტეს ეკუთვნის . ისე კი აგუერო მშვენიერი ვარიანტია და დაცვაში ნემანია ვიდიჩი . მე მიასპარეზია მასთან ერთადაც და მის წინააღმდეგაც , ვფიქრობ იდეალურად მოერგებოდა სერია ა-ს . ”

” 4-3-1-2 სქემაა იდეალური ევროპაში სათამაშოდ ? ვფიქრობ კი , მაგრამ ეს კონტეს გადასაწყვეტია ” .

 

 

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Cotne Sxiladze
10 years ago

სურათში რა კაცია

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x