ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : ” კონტე ფენომენალურია ”

კარლოს ტევესმა Tuttosport – ის ჟურნალისტთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …

” აქ ყოფნა ერთი სიამოვნებაა . ბედნიერი ვარ , რომ მაქვს უფლება ვიყო იტალიური ფეხბურთის ნაწილი . ფეხბურთის რომელიც არასოდეს გპატიობს ფეხის დაცდენას . მუდამ ფორმაში უნდა იყო , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უბრალოდ გაგაქრობენ . აქამდე აპენინურ ფეხბურთზე სხვა წარმოდგენა მქონდა , მაგრამ ეხლა … ნებისმიერ თითქოს უმნიშვნელო თამაში , მეტოქე ისე გვეთამაშება თითქოს მუნდიალის ფინალი იყოს . ამისათვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ნებისმიერ წამს ” .

” რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ? იუვემ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და ეხლა თავს არა ჩვეულებრივად ვგძნობ . მიყვარს ჩემი საქმე და ყოველი მომდევნო დღე , რომელსაც აქ ვატარებ . ვიხილავთ თუ არა საუკეთესო ტევეს იუვეში ? დიახ , ამისათვის სრულ მზადყოფნაში ვარ . ყველაფერს გავიღებ შავ თეთრი მაისურისთვის ” . 

” როგორია რეალურად კონტე ? ფენომენალური და ხისტი . იცით გაკრვივებულიც კი ვიყავი , რადგან მისთვის ყოველი მატჩი პირადი ფინალის ტოლფასია . გვაიძულებს გავაუმჯობესოთ საკუთარი მახასიათებლები და მივაღწიოთ წარმატებას . ვფიქრობ , შედეგები ნათლად ასახავს ჩემი სიტყვების სისწორეს . არის თუ არა სხვაობა ფერგიუსონთან ? მცირედით , რადგან ორივენი გამარჯვებულები არიან  და ორივეს მიაჩნია საკუთარი კლუბი მსოფლიოში საუკეთესოდ . პირადად ჩვენთვის ანტონიო იდეალური თავკაცი და ის ყოველივეს დიდი რწმენით აკეთებს … კონტე კლუბის სიმბოლოა . მანჩინი ? ის სრულებით არ არის ასეთი ტიპაჟი . უფრო მეტად ფეხბურთს როგორც სპორტსმენი ისე უყურებს და ძალიან ცოტა მენეჯერული მახასიათებლებით . აი ანტონიო კი ნამდვილი პროფესიონალია . ის ფეხბურთელებს რა თქმა უნდა აძლევს საჭირო რჩევებს , მაგრამ არ ივიწყებს ტაქტიკური სქემების დამუშავებს და ამ მხრივ ყოველ დღიურად უამრავს მუშაობს . რაც შეეხება რობერტოს , მესიამოვნა მისი ნახვა როცა გალა ჩამოიყვანა და ხელიც კი ჩამოვართვი , თუმცა ეს ყოველივე წარსულში დარჩა ” .

” თამაშობს თუ არა გუნდი სრული ძალით ? რა თქმა უნდა არა . გუნდი ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება . უფრო უკეთესად შეგვიძლია ასპარეზობა . გამარჯვება ერთადერთია რაც გვაინტერესებს ” .

” რომელ ჩემპიონატში უფრო ხშირად ურტყავენ მეტოქეს ფეხებში ? იტალიაში … მომიბოდიშა თუ არა იმობილემ ? არა და ვფიქრობ ეს ნორმალურია , რადგან ფეხბურთი კონტაქტური სპორტია . ვარ თუ არა ნაწყენი ? არა … იცით ადრეულ ასაკში როდესაც ჩემს რაიონში ვთამაშობდი , ხშირად გვხვდებოდა ფეხებში , თუმცა ყოველთვის ვდგებოდი და ვაგრძელებდი თამაშს წუწუნის გარეშე ” .

” რომელმა იუვენტინომ გამაკვირვა ? პირველ რიგში კუალიარელამ , მას არა ჩვეულებრივად შეუძლია ერთი შეხებით თამაში . პოგბა კი ნამდვილი ჩემპიონია , რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა . ჩემთვის უდიდესი პატივია ასევე პირლოს და ბუფონის გვერდით ასპარეზობა ” .

” არ დავმალავ რომ უდიდესი სურვილი მაქვს , ამ გუნდის კაპიტანი გავხდე , მაგრამ ეს ჯერ არ დამიმსახურებია . პლიუს ამასთან აქ მართლაც ირიცხებიან მოთამაშეები , რომლებიც უფრო მეტად იმსახურებენ სამკლაურს , მაგალითად ჯიჯი ” .

” ვისთან ერთად ვატარებ დროს ვინოვოს გარეთ ყველაზე ხშირად ? ვიდალთან , ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო და თავისუფალ დროს ხშირად გავდივართ ქალაქიდან და მივირთმევთ ყავას ” .

” შეგვიძლია რეალის დამარცხება , მაგრამ ამის გაკეთება ურთულესი იქნება . მიუხედავად ამისა , თუ გვსურს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა , მოგვიწევს ნებისმიერი მეტოქის დაჩოქება . მითამაშია თუ არა ბერნაბეუზე ? კი ჯერ კიდევ სიტის მაისურით . როდესაც იუნაიტედში ვირიცხებოდი , მხოლოდ ბარასასთან მოგვიწია დაპირისპირება . მადრიდელთა რიგებში უამრავი ჩემპიონი ირიცხება და მათ დიდ პატივს ვცემ , თუმცა … რონალდუ თუ მესი ? ყოველთვის მესის დავუჭერ მხარს . რონალდუ თუ ტევესი ? რა თქმა უნდა რონალდუ ( იცინის ) ” . 

”  ემოციურად ძალზედ იმოქმედა ჩემზე ბუფონის ბოლო დროინდელმა განცხადებამ , როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასის ნაცვლად სამ წელს იღებდა საკუთარი კარიერის . მესმის მისი , რადგან არც თავადვე დავიშურებდი რამეს ამ მიზნისთვის . რატომ ვოცნებობ ამაზე ? იმიტომ რომ მსურს გავიმარჯვო . ფინალი არ დამაკმაყოფილებს ! მიმდინარე გათამაშება არც თუ ისე წარმატებულად დავიწყეთ და ეხლა დროა უფრო უკეთესები გავხდეთ . იტალიის ჩემპიონატი სხვა რამეა და ჩემპიონთა ლიგა სრულებით სხვა , აქ მცირედ ფეხის დაცდენასაც არ გპატიობენ . უფრო ინტენსიურად და აგრესიულად მოგვიწევს თამაში . დარწმუნებული ვარ , რომ შევძლებთ ” . 

” მაროტას რომ ეთხოვა რჩევა სატრანსფერო ბაზარზე ვისზე გავამახვილებინებდი ყურადღებას ? ეს კითხვა ალბათ კონტეს ეკუთვნის . ისე კი აგუერო მშვენიერი ვარიანტია და დაცვაში ნემანია ვიდიჩი . მე მიასპარეზია მასთან ერთადაც და მის წინააღმდეგაც , ვფიქრობ იდეალურად მოერგებოდა სერია ა-ს . ”

” 4-3-1-2 სქემაა იდეალური ევროპაში სათამაშოდ ? ვფიქრობ კი , მაგრამ ეს კონტეს გადასაწყვეტია ” .

 

 

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

pintu-ricchio
ხოდა მაგაზე მეც მოგწერე როდის გამიკეთებია მაგნაირი რამეთქვა :chuvak:
მე არ გეუბნები რო მაგას ფიქრობ, უბრალოდ ვიღაცამ უცხომ რო ნახოს შენი ნაწერი მაგას იფიქრებს :chuvak:

10 years ago

არ გამორიცხო, ერთ ერთ პუნქტი შეთანხმების ეგეცაა, რომ სამომავლოდ აკაპიტნებენ, ისევე როგორც 10 ნომერიც შეთანხმების ნაწილი იყო…
ასე რომ ვნახოთ…

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

გამორიცხე მაგი :chuvak:
:italy:

10 years ago

მოკლედ ტევესმა თქვა, რომ მინდა კაპიტნობა, მაგრამ ბუფონი არის გუნდში და უნდა იყოს ბუფონიო. ამ სიტყვებში მე ეს დავინახე რომ ტევესს უნდა გუნდში დარჩენა დიდი ხანი და მშვენივრად იცის, რომ არავინ აკაპიტნებს სანამ ჯიჯი იქნება იუვეში, და ის რომ ჯიჯის მერეც უნდა გუნდში დარჩენა ამაში ცუდი არაფერია… ასეთი ამბიცია ცუდი არაა ზოგადად და ეს პირადად მასაც წაადგება და გუნდსაც, მოტივაციის თვალსაზრისით, თორე საბოლოო შედეგის თვალსაზრისით ამას გადაწყვეტს კონტე ვინ იკაპიტნებს… აბა ისაა კაი, არანაირი სტიმული, არანაირი ჟილკა ბევრს იუვეს ფეხბურთელს და ლიჟბი გუნდში იყოს და სკამს ახეხინებენ ყოველშემთხვევაში თქვენი აზრით და ძალათი უჩალიჩაბენ და მაინც არ მიდიან გუნდიდან? აი კატასტროფა… Read more »

10 years ago

1juve

რა გამოართვით სამკლაურიო? შენ რა გგონია ეხა ბუფონს თავისი მოტხოვნით აქვს სამკლაური? ასე რომ არც ეხლა იტყოდა რამეს და არც მაშინ…
შენ კი ეგ ლოგიკა წაიყვანე, გეთანხმები იმაშიო რომ კაპიტანს უნდა ქონდეს ის თვისებები რაც ჩამოთვალეო, მარა ნომერ 1 მეკარე როცაა გუნდში ის უნდა იყოს კაპიტანიო…

არის გუნდები და არის ტრადიცია, მაგალითად მადრიდის რეალში ადრე იყო ეს წესი (ეხლა არ ვიცი ანჩელოტიმ და ან მაურინიომ რა შეცვალა) მარა ასეთი წესი იყო, გუნდს კონკრეტულ მატჩში კაპიტნობდა ის ფეხბურთელი, ვისაც ყველაზე მეტი მატჩი ქონდა ჩატარებული გუნდში… მგონი ბარსაშიც ეგრე იყო

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

კაი რა რაზე ლაპარკობ? ბუფონი არუნდა იყოს კაპიტანი? ბუფონი თუ არ უნდა იყოს კაპიტანი მაშინ რაღაზე ვუყურებთ ფეხბურთს? მარტო შედეგი ხო არაა ფეხბურთი? შენც იძახოდი მახსოვს არსებობის ისტორიაში 2 ლიგა აქ იუვეს მოგებულიო და თუ მარტო შედეგის გამო ქომაგობს ვინმე იუვეს ახლა კაი ხნის დავიწყებული უნდა ქონდეთ გუნდიო და გეთანხმები ამაში, ბუფონი ჩამოყალიბდა იუვეში ლეგენდად და კაპიტნის რანგში უალტერნატივოა, ჩემთვის ბუფონის ლეგენდობა უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთი ვიდრე, “გიჟი” კაპიტანის ერთი გოლი რომელიც თუნდაც ლიგას მოიგებს ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ ადამიანებისთვის და არა ტიტულები და თასები ჯართის გროვებისთვის ნებისმიერ იუვენტინოს ვაფასებ იმისთვის რო იუვესთვის მაქსიმუმს აკეთებენ, ტიტულის გამო არ ვგულშემატკივრობ არცერთს, მოიგებენ კარგია… Read more »

10 years ago

აჰა გადახედე ქვედა კომენტარებს, ზუსტად ვიცოდი რომ ამას დაწერდი და ამიტომ გითხარი, ნუ მოაბამ ეხლა კუდს, რომ თითქოს ბუფონი არ მინდა მე თქო და ისე აგიხდა ყველაფერი ეგ დაწერე სიტყვა სტყვით რაზეც გიტხარი არ მოაბა კუდი თქო :lool: :lool:

ბუფონის არ ნდომაზე არ ვწერ მე, მე ტევესის სიტყვებზე ვამბობ, რომ ტევესის ეს სიტყვები უფრო მეტად უსვამს ხასზს ბუფონის კლასს. ამბიციური ტევესის ამ სიტყვებზეა საუბარი და მეტად დასაფასებელია ბუფონი…

10 years ago
Reply to 

აი ის კომენტარი ქვედა, რომლეშიც გიტხარი არ მოაბა კუდი თქო:

პირლო არც მილანში კაპიტნობა მალდინის გამო თუ რის გამო ფაქტი ეგეთია…
ზოგადად კი ჩემი პირადი აზრია, კაპიტანი არის კაცი, რომელიც თავის თავზე აიღებს თამაშს როცა გუნდს უჭირს… ერთი შეხედვით მე პირადად თუ სიმართლე გაინტერესებს მეკარის კაპიტნობის მომხრეც არ ვარ… (ეხლა არ მოაბა კუდი ბუფონს იწუნებო) ზოგადად ვამბობ, როგორიც არის ჯერარდი (რომელმაც ფქტიურად მარტო მოუგო მილანს ლიგის ფინალი), როგორიც არის ეფე, დელ პიერო (რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუ ფეხზე წამოუდგა და ა.შ.)

Di Francesco # 1
10 years ago

pintu-ricchio
გინდარგინდა დელპიერო ბუფონზე დიდი ფიგურა იყო იუვეში და მთავარი მიზეზი მაგია ალექსას კაპიტნობის, თან უფორ ადრე მოვიდა გუნდში და უფრო ადრე დაიმსახურა კაპიტნობა, რა შუაშია რასაც ამბობ სულ სხვა რამეზე გადახვედი, მაგას უკვე აღარ გავაგრძელებ, ისეთ თემაზე ლაპარაკობ ჩემთვის რო საერთოდ არაა სალაპარაკო, ბუფონი და დელპიერო ჩემი აზრით არასდროს არაა განსახილველი საკითხი მითუმეტეს მაგ კონტექსტში

Di Francesco # 1
10 years ago

კაი გავედი მემგონი გასაგებდა დავწერე და ვინც არ მეთანხმება არაა პრობლემა ყველას თავის აზრი აქ და არაა სავალდებულო ყველასი ერთი იყოს

10 years ago

1juve

დელ პიერო რომ არ გაეყიდათ, მაშინ აღარ იქნებოდა ბუფონი N1 მეკარე?

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

ანუ შენ ისე გაიგე რადგან ნომერ პირველი მეკარეა აუცილებლად კაპიტანი უნდა ყოფილიყო თუნდაც დელპიეროს დროს? დელპიერო სხვა იყო იუვესთვის და რაცარუნდა უკეთესი ფეხბურთელი ყოფილიყო ჯიჯი ალექსაზე, მისი კაპიტნობის პერიოდში არც იკადრებდა და არ იტყოდა გამოართვით დელპიეროს სამკლაური და მე მომეცითო, დარწმუნებული ვარ არც იმას არ იტყოდა იუვეს კაპიტნობაზე ვოცნებობო

10 years ago
Reply to 

რა შუაშია და იმ შუაშია რომ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე უნდა იყოს კაპიტანიო ხო ამბობ და მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე ბუფონი (უეთეს ფორმაში მყოფი) იყო იუვეში ადრეც, მარა კაპიტნობდა ალექსი… დღეს რომ ალექსი არ გაეყიდათ ვინ იკაპიტნებდა იუვეში?
და ბუფონი (ნომერ 1) და ალე ერთად რომ გადიოდა მინდორზე ვინ კაპიტნობდა? ალექსი ხო? და რატომ? შენ ლოგიკას თუ გავყვევბით მაშინ მაინც ბუფონს უნდა ეკაპიტნა, იმიტომ რომ ნომერ 1 მეკარე აუცილებლად კაპიტანი უნდა იყოს

Di Francesco # 1
10 years ago

pintu-ricchio
დღეს ვინ იქნება შენი აზრით კაპიტანი? ბუფონი არაა სასტავში

10 years ago

აი არანაირი აზრი არ აქვს მაგას სომხეთთან არაფრის მომცემ მატჩში ვინ იქნება კაპიტანი… ეგ იქნება მხოლოდ ფორმალური მხარე… კაპიტანი საჭიროა მინდორზე მაშინ როცა გუნდს უჭირს და გუნდს რომ მისი იმედი აქვს… თორე მაგალითად გვარდიოლას ბარსელონაში ვინ იქნებოდა კაპიტანი რა აზრი ქონდა, მთავარია ტიტიკაკა ეთამაშა გუნდს… რა დამსახურებით კაპიტნობა ჯერ კიდე იმ დროს კონტე? მხოლოდ და მხოლოდ ხასიათით… მიუხედავად იმისა, რომ კონტე იუვეს ლეგენდად ითვლება, კონტე გაცილებით კაი მწვრთნელია ვიდრე ფეხბურთელი იყო…მაგრამ შეეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა საჭირო დროს, ერთხელ იყო მანიუსთან, ერთხელ იყო საბრძნეთში და ა.შ. აი ეგაა კაპიტანი… იდეაში მეკარის კაპიტნობა კაია მხოლოდ იმ დროს თუ პენალტებამდე მივა საქმე… თორე… Read more »

10 years ago
Reply to 

ტიკიტაკა უფრო სწორად

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

მაგაზე დაახლოვებით მეც იგივეს ვფქირობ მარა ბუფონი რო არ იყოს იუვეს და ნაკრების კაპიტანი წარმოგიდგენია?
მაგ ყველა თვისება რასაც ამბობ აუცლიებელია მარა მაგაზე უფრო აუცილებელია ის რო მსოფლიოს ნომერ 1 მეკარე კაპიტანი უნდა იყოს და ეს განსახილველი არუნდა იყოს ჩემი აზრით
აბიატის კაპიტნობაზე შეიძლებოდა კამაითი და კიც შეცვალეს და მონტოლივოს მიცეს მარა ბუფონი არის კაპიტანი რომელზეც ლაპარაკი არ შეიძლება ჩემი აზრით
მფოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ნებისმიერ კაპინობაზე მეტია ჩემი აზრით იმის ცოდნა ფეხბურთელისთვის რო კარში ბუფონი უდგათ

10 years ago

დელ პიერო რომ არ გაეყიდათ, მაშინ აღარ იქნებოდა ბუფონი N1 მეკარე?

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

რა შუაშია? დელპიერო როცა თამაშობდა მაშინ დელპიერო იყო პირველი, ახლა ბუფონია

10 years ago

პირლო არც მილანში კაპიტნობა მალდინის გამო თუ რის გამო ფაქტი ეგეთია… ზოგადად კი ჩემი პირადი აზრია, კაპიტანი არის კაცი, რომელიც თავის თავზე აიღებს თამაშს როცა გუნდს უჭირს… ერთი შეხედვით მე პირადად თუ სიმართლე გაინტერესებს მეკარის კაპიტნობის მომხრეც არ ვარ… (ეხლა არ მოაბა კუდი ბუფონს იწუნებო) ზოგადად ვამბობ, როგორიც არის ჯერარდი (რომელმაც ფქტიურად მარტო მოუგო მილანს ლიგის ფინალი), როგორიც არის ეფე, დელ პიერო (რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუ ფეხზე წამოუდგა და ა.შ.) ტევესი ეს კატეგორია არაა რათქმაუნდა, მაგრამ ხასიათი მაგ კაცს აქვს ისეთი რომ არასოდეს ნებდება (მწვრთნელ მარადონას არგენტინაში ერთი ეგ კაცი თამაშბდა ბოლომდე გერმანიასთან) და ის რომ თქვა რომ მინდა კაპიტნობაო, პირიქით… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

როდის გამიკეთებია მაგნაირი უაზრობა? რაღაცაში მართალი ხარ მარა კაპიტანი ჩემთვის უფრო სხვა რამეა, შენ რასაც ამბობ ისეთი მოთამაშე საჭიროა გუნდში და მაგის გაკეთება კაპიტნის სამკლაურის გარეშეც შესაძლებელია, ჯიჯი ლეგენდაა და სავალდებულოა ასეტი კაცი რო იყოს კაპიტანი, იუვეს კაპიტნობამ კიარუნდა გახადოს კაცი ლეგენბად ან დიდ ფეხბურთელად, პირიქით ლეგენდობამ და დიდმა ფეხბურთელობამ უნდა მოგიტანოს იუვეს კაპიტნის სამკლაური, როგორც ბუფონს გადაეცა დელპიეროს მერე რა თქვა და რა არა მეორე ხარისხოვანია, უბრალოდ დღეს მაგი სალაპარაკო თემა არ იყო, მასე ნებისმიერ იუვეს ფეხბურთელს შეუძლია გამოვიდეს და თქვას იუვეს კაპიტნობაზე ვოცნებობო, დაუშლის ვინმე? უბრალოდ არაა მაგი სალაპარაკო თემა ამ ეტაპზე და როცა გახდება თემა დამიჯერა ტევესს… Read more »

mamuka iosava
10 years ago

ა კაცი…5 წლის წინ მინდოდა ეს ჯერ კდიევ იუვეში, ახლა აგუერო მინდა…ეგ დუეტი თუ შედგა მესი-ნეიმარი მოასკდეს მერე…რონალდუ-ბეილზე არც ვლაპარაკობ:DDDD

10 years ago
Reply to  mamuka iosava

შინაგანად არგენტინის ნაკრების ქომაგიც უნდა იყო წესით :up:

Di Francesco # 1
10 years ago

რას არ კაპიტნობს? პირლო კაცია ათიანზეც კაცური კომენტარი გააკეთა და კაპიტნობაზეც იგივეს იტყვის თუ დაჭირდა, პირლომ იცის რო იუვეში უბრალოდ არ უნდა იკაპიტნოს
აბა ნაკრებში ვინაა ვიცე კაპიტანი? ბუფონის მერე პირლოა კაპიტანი და არაერთხელ უკაპიტნია, პირლო თუ არ შეესაბამება კაპიტნობას აბა ვინ შეესაბამება? კაცი ლეგენდაა, მანდამაინც კაცისმკვლელის სახით უნდა დადიოდე მოედანზე რო კაპიტანი იყო?

10 years ago

კაპიტნობა ლეგენდობა არაა, კაპიტნობა ჟილკა და ხასიათია… კაპიტანი ჩათვალე არის მწვრთნელი მინდორზე…
ნუ როგორც ქვემოთ გითხარი შენ ყველას და ყველაფერს ეწინააღმდეგები… ასე რომ უკვე აზრი არ აქვს შენი კომენტარების კითხვას, რაც არ უნდა ეწეროს და ვისიც არ უნდა იყოს, შენ მაინც წინააღმდეგს წერ… ამას წინათ დელ პიეროს დაუწუნე ინტერვიუო, ეხლა ამას :lool: როგორ არ გითანხმებენ სად რა უნდა თქვან ააა? :lool:

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

პირლოს რატო არ დავუწუნე? პირველი პირლოს შეთავაზეს ათიანი და ისეთი კომენტარი გააკეთა როგორიც ლეგენდას შეეფერება, მაშინ რატო არ ვთქვი პირლო ცდებათქვა?
ისე იტალიის ნაკრების მეორე კაპიტანი პირლო რატოა? შეცდა ხო პრანდელი რო კაპიტნად დანიშნა? :chuvak:
მაშინ მარტინ კასტროჯოვანი დანიშნონ კაპიტნად, შენი კრიტერიუმებით ყველაზე მეტად იტალიაში მაგი შეესაბამება ნაკრების კაპიტნობას :lool:

10 years ago

სურვილი მაქვსო, ცუდი რა თქვა? და ისიც დაამატა არ დამიმსახურებია ჯერო… პს. კაპიტნობა არ ნიშნავს მაინცდამაინც გუნდის ლეგენდობას და ყველაზე მეტი მატჩის ჩატარებას, ხასიათია მთავარი კაპიტანში და ჟილკა… იუვეს კაპიტანი იყო ერთ დროს კონტეც ხასიათის გამო, ალექსი რომ არ იყო დიდიე დეშამსაც უკაპიტნია და რა მერე ამით? ამბიცია კარგია და ცუდი სულაც არაა, დაიმსახუროს და გახდეს… პლიუს ამას როცა გუნდი აგებს უმრავლესად კაპიტანმა უნდა იაღოს თამაში თავის თავზე და ა.შ. შტეფან ეფენბერგი გახსოვთ ალბათ ხო ბაიერნის? აი ეგ იყო ტიპიური კაპიტანი, სულ 4 წელი იყო ბაიერნში მარა მაგ კაცს შეეძლო გადამწყვეტ მომენტში გუნდის მოტივირება მოედანზე, კანიც ყავდა გუნდს, მარა ეფე… Read more »

10 years ago
Reply to 

პირლო ხო ლეგენდაა, მაგრამ არ კაპიტნოს არასოდეს, იმიტომ რომ ხასიათით სხვა ტიპია… აი ჩვენთან მაგალითად კაი კაპიტანი იქნება ვიდალი ჩემი აზრით, იმიტომ რომ გადამწყვეტ დროს შეუძლია მოტივაცია…

nika sixarulidze
10 years ago

ტევესიი ფოტოოზე რა როჟაააა :) :lool: :lool: :lool: :lool:

Giorgi kasrashvili
10 years ago

რეეებს წერთ და 1juve-ს როგორ ეკამათებით…

ეგეთი ოცნებაც და სურვილიც როგორ უნდა მოგივიდეს თავში ტო!!!

კაცი 2-3 წელი მაქსიმუმ ეგდოს აქ!!!

და დატჯამ რაო??? პილო-ბუფონის მერე ტევესია ვარსკვლავიო?

მემაგის 9მილიონიანი როჟას გავკარი 45მილიონიანი ვიდალი როცაა გუნდში!!!
პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო!!!

ნაკრებიდან გამოგაგდეს პრემიერლიგის გუნდები ისე მოიარა რამე ღირებული სახელი ვერსად ვერ დატოვა.

მოდის მერე აქ და 10-იანს იცმევს!!! ფუიიიიიიიიიიიი :blin:

valeri tokhadze
10 years ago

რა სომპატიურია:D

Di Francesco # 1
10 years ago

თვითონ ბუფონმა რო მითხარას ამის კომენტარში ცუდი არაფერი არააო მაინც არ დავიჯერებ, რამოდენიმე ადამიანი აზროვნებს აქ იუვენტუსურად და თქვენი აზრიც მაინტერესებს, ჩამოთვლით არ ჩამოვთვლი ვინც მარა მიხვდებით ალბათ ვისაც გგულისხმობთ

Di Francesco # 1
10 years ago

კაპიტნობა რატო უნდა ახსენო მაგას ვერ მივხვდი უბრალოდ, დაახლოვებით იგივეა კარერამ რო თქვას მთავარ მწვრთვნელობაზე ვოცნებობო მარა ჩვენ სამწვრთვნელო შტაბში არის ისეთი მწვრთვნელები რომლებიც ასევე იმსახურებენ მთავარ მწვრთვნელობას, მაგალითად ანტონიო კონტე :lool: ჩაარტყი რაღაცა, რა შუაშია? წადი ტევესი ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვებს უყურე და მიტროღლუს ჰეთრიკებით ისიამოვნე :lool: შენ ადგილზე ლიგაზე არ გამოვჩდებოდი, კაცს თურმე ლეგენდა გონია თავი და 2009 წლის მერე ლიგაზე გოლი არ გაუტანია :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
10 years ago

გუნდს ყავს ლეგენდა კაპიტანი და რა შუაშია კაპიტნობაზე ლაპარაკი? საიდან მოუვიდა აზრად რო როდესმე შეიძლება კაპიტანი გახდეს? ეტყობა ათიანი რო მიცეს დელპიერო გონია თავი და კაპიტნობაც მოუნდა, ბუფონი მაგრად დაცინის ახლა ამას, თავედობაც აღარ ქვია უკვე ამას, კაპიტნობაზე საერთოდ კომენტარი რატო გააკეთა? პადინსიც ოცნებობს იუვეს კაპიტნობაზე, უვარს იტყვის შენი აზრით? ოცნების დონეზე არუნდა ლაპარაკობდეს იუვეს ფეხბურთელი —————————- არ დავმალავ რომ უდიდესი სურვილი მაქვს , ამ გუნდის კაპიტანი გავხდე , მაგრამ ეს ჯერ არ დამიმსახურებია . პლიუს ამასთან აქ მართლაც ირიცხებიან მოთამაშეები , რომლებიც უფრო მეტად იმსახურებენ სამკლაურს , მაგალითად ჯიჯი ———————— კომენტარის ეს ნაწილი არის დიდი სისულელე და სიტოაციისთვის შეუფერებელი,… Read more »

Gio Darja
10 years ago

1juve

არ დავმალავ რომ უდიდესი სურვილი მაქვს , ამ გუნდის კაპიტანი გავხდე , მაგრამ ეს ჯერ არ დამიმსახურებია . პლიუს ამასთან აქ მართლაც ირიცხებიან მოთამაშეები , რომლებიც უფრო მეტად იმსახურებენ სამკლაურს , მაგალითად ჯიჯი

ეს კომენტარი თუ შენ მოთხოვნა გგონია, ქართული ენისგან ცოტა შორს ყოფილხარ )) უბრალოდ ოცნება აქვს და დააფიქსირა, თან თქვა არიან ფეხბურთელები რომლებიც ჩემზე მეტად იმსახურებენ კაპიტნის სამკლაურსო..როგორც გინდა ეგრე ნუ იგებ ) მოთხოვნა იქნებოდა რომ ეთქვა, მე ერთადერთი ვარ ვინც იმსახურებს და იმედია მალე გავხდებიო, ეგ არ უთქვამს ამ კაცს

Di Francesco # 1
10 years ago

როგორც ფეხბურთელს არ ვეხები ულაპარაკოდ ყველა ჩვენ თავდამსხმელს ჯობია მარა იუვეს ფეხბურთელებისგან ასეთ კომენტარებს არ ვარ მიჩვეული და მიტო გამიკვირდა, ეტყობა ჯერ ვერ მიხვდა რო იუვეს ფეხბურთელი მარტო ფეხბურთელი არაა და სხვა რამეზეც უნდა დაფიქრდეს

Di Francesco # 1
10 years ago

Darja
მაგ კუთხით შეიძლება პირლოზე პოპულარულიც იყოს და ბუფონსაც შეეჯიბროს მარა “ბარსას” ფანებში პოპულარობა რა საამაყოა?
კაპიტნობა მინდაო რო თქვა თავხედობის პიკია ჩემი აზრით
კალაქიდან სოფელში ჩავიდა ბიჭი და გონია ყველაფრის უფლება აქ

Gio Darja
10 years ago

ძაალიან მაგარი კაცია, ვაფასებ იმ ფეხბურთელებს რომლებმაც ნულიდან დაიწყეს კარიერა და უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს )) იუნაიტედში და სიტიში ბევრს არ უთამაშია, იუვენტუსშიც იტყვის თავის სიტყვას..

ბუფონის და პირლოს შემდეგ ვარსკვლავი ტევესია იუვენტუსში და ამას შეიარაღებული თვალით ყველა დაინახავს )) მარკიზიო და ბონუჩი რაც არ უნდა იყოს ვარსკვლავები არ არიან, ჩვენთვის იასნად საუკეთესოები არიან, მაგრამ მსოფლიო დონეზე ჯიჯისთან და პირლოსთან ერთად ტევესს უფრო იცნობენ ვიდრე ჩვენს ბევრ ფეხბურთელს..

Di Francesco # 1
10 years ago

ცოტა რეალური კომენტარები აკეთე და ზედმეტს ნუ იღებ შენ თავზე, შენ არ ხარ იუვეს ერთადერი ვარსკვლავი და არც ერთერთი მე თუ მკითხავ, იუვეს სხვა “უფროსები” ყავს ნედვედი ჯიჯი პირლო კიელინი ბონუჩი მარკიზიო…

dato_juventino
10 years ago

საღოლ ავტორ. კარლიტო წარმატებები მაქსიმუმი უნდა დადო ყველა თამმაში. :forza:

Di Francesco # 1
10 years ago

ლიგაზე გოლი არ გაიგტანია რა ჩემპიონობაზე ლაპარაკობ? :lool: ისე კვალი რო დააფასა კაია, მარა მახსოვს ამის კომენტარები მირკოზეც, მალე სებაზეც იგივეს იტყვის :chuvak:

Di Francesco # 1
10 years ago

სიდან ამდენი ამბიცია? :chuvak: კაპიტნობა მომინდომა ბიჭმა :lool:

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x