ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა : “თუ იუვეს წინააღმდეგ გავიტან…”

სასულოს ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც იუვენტუსის საკუთრებაა და სასულოში იჯარით ასპარეზობს ტურინულ გრანდზე საუბრობს, მისი თქმით თუ ის იუვენტუსს გოლს გაუტანს არ აღნიშნავს. სასულო – იუვენტუსი დეკემბრის თვემდე არ იგეგმება, მაგრამ იტალიელი ახალგაზრდა მაინც საუბრობს ამ თემის შესახებ. “იუვენტუსმა რახან ფული ჩემს სანაცვლოდ გადაიხადა ესე იგი ისინი მენდობიან. იუვენტუსს ბოლო წლებში იდელაური მოთამაშეები ჰყავთ. მათთან თამაში ნებისმიერს გაუხარდებოდა. იმედი მაქვს, მეც ოდესმე ვითამაშებ მათ რიგებში. სასულოს რიგებიდან თუ მათ წინააღმდეგ გოლს გავიტან არ ავღნიშნავ, რადგან მე იუვეს საკუთრება ვარ და კონტრაქტი მათთან მაქვს გაფორმებული. ოცნება ? ჩემპიონთა ლიგაზე და მუნდიალზე თამაში…”-ასეთი კომენტარი გააკეთა 22 წლის იტალიელმა.

წყარო : Football Italia

3 thoughts on “ძაძა : “თუ იუვეს წინააღმდეგ გავიტან…”

  1. ამაში ბევრისგან განსხვავებით არის რაგაც ცეცხლის ნაპერწკალი!!! და თან ძალიან წააგავს ტრეზეგეს როგორც თამაშის სტილით ისევე გარეგნულად, ვნახოთ ამ სეზონს როგორ ჩაატარებს და თუ კიდევ მოუმატა მაშინ კონტეს გადავურეკავ დაიბრუნოს : )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.