ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები – დე ბრენიე, გრიზმანი

ტურინის იუვენტუსი ჩელსისა და რეალ სოსიედადის ახალგაზრდა მოთამაშეებს აკვირდება. პირველი სამიზნე ბელგიელი კევინ დე ბრენიე გახლავთ, რომელიც ჩელსიში ვერდერიდან იჯარის წესით ამ სეზონში დაბრუნდა, მაგრამ მოთამაშე ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის, ამის გამო მას სათამაშო პრაქტიკა საკმაოდ ცოტა აქვს. მისი ფასი 6 მლნ ფუნტი გახლავთ, ანუ დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარი. მოთამაშე კი შემტევ ნახევარმცველად და განაპირა მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობს. მას ამ სეზონში თავი ჯერ კიდევ არაფრით გამოუჩენია. 22 წლის მოთამაშეთი ბორუსია დორტმუნდი და შალკეც ინტერესდებიან. რაც შეეხება ანტონ გრიზემანს, მოთამაშე რეალ სოსიედადის საკუთრებაა, ფასი 17 მლნ ევრომდე მერყეობს, 22 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურებში 2 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა, პრიმერა დივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ კიდევ არ გაუტანია. მოთამაშეს ასევე გერმანული შალკე აკვირდება. მოთამაშეს ფორვარდის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გარჯა.

წყარო: Tuttosport,Transfermarkt

6 thoughts on “სატრანსფერო ჭორები – დე ბრენიე, გრიზმანი

  1. ეს პრანდელი კაი საგინებელია რა საჭიროა რო ათამაშებს პირლოს :down: რაღაც დებილობა თამაშის გამო უნდა გადაღალოს. კონტე ტყუილად არ გაბრაზდა პრანდელიზე ფუ მაგის!

  2. ეს დე ბრეინე მარად მევასება, ჩვენ როგორ მოგვერგება არ ვიცი )) პრანდელიმ სახლში სომხეთთან პირლო დააყენა კაი რაა, დაასვენე კაცი ))

  3. ეს დე ბრეინე მარად მევასება, ჩვენ როგორ მოგვერგება არ ვიცი )) პრანდელიმ სახლში სომხეთთან პირლო დააყენა კაი რაა, დაასვენე კაცი ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.