ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები – დე ბრენიე, გრიზმანი

ტურინის იუვენტუსი ჩელსისა და რეალ სოსიედადის ახალგაზრდა მოთამაშეებს აკვირდება. პირველი სამიზნე ბელგიელი კევინ დე ბრენიე გახლავთ, რომელიც ჩელსიში ვერდერიდან იჯარის წესით ამ სეზონში დაბრუნდა, მაგრამ მოთამაშე ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის, ამის გამო მას სათამაშო პრაქტიკა საკმაოდ ცოტა აქვს. მისი ფასი 6 მლნ ფუნტი გახლავთ, ანუ დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარი. მოთამაშე კი შემტევ ნახევარმცველად და განაპირა მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობს. მას ამ სეზონში თავი ჯერ კიდევ არაფრით გამოუჩენია. 22 წლის მოთამაშეთი ბორუსია დორტმუნდი და შალკეც ინტერესდებიან. რაც შეეხება ანტონ გრიზემანს, მოთამაშე რეალ სოსიედადის საკუთრებაა, ფასი 17 მლნ ევრომდე მერყეობს, 22 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურებში 2 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა, პრიმერა დივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ კიდევ არ გაუტანია. მოთამაშეს ასევე გერმანული შალკე აკვირდება. მოთამაშეს ფორვარდის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გარჯა.

წყარო: Tuttosport,Transfermarkt

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
10 years ago

კარლ დე ბრიუნი არის … ეგ თუ შეიძინეს იანვარში გაასწორებს მართლა

lasha naxucrishvili
10 years ago

ეს პრანდელი კაი საგინებელია რა საჭიროა რო ათამაშებს პირლოს :down: რაღაც დებილობა თამაშის გამო უნდა გადაღალოს. კონტე ტყუილად არ გაბრაზდა პრანდელიზე ფუ მაგის!

delpieronedved
10 years ago

აჰა საღოლ იტალიას სახლში აგებს იმედია არ გამისხავენ უხ მე მაგათი

valeri elisabedashvili
10 years ago

დებრუინია რა დებრენიეეე

Gio Darja
10 years ago

ეს დე ბრეინე მარად მევასება, ჩვენ როგორ მოგვერგება არ ვიცი )) პრანდელიმ სახლში სომხეთთან პირლო დააყენა კაი რაა, დაასვენე კაცი ))

Gio Darja
10 years ago

ეს დე ბრეინე მარად მევასება, ჩვენ როგორ მოგვერგება არ ვიცი )) პრანდელიმ სახლში სომხეთთან პირლო დააყენა კაი რაა, დაასვენე კაცი ))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x