ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი – იანუაზი

ბეპე მაროტას თქმით მანჩესტერელებს უნდა ეშინოდეთ, რომ მათ ტურინელებმა ხელიდან არ გამოაცალონ ადან იანუაზი, როგორც პოლ პოგბა 2012 წელს. პოლ პოგბა, რომელიც 2012 წელს იუვენტუსმა უფასოდ დაიმატა ახლა 40 მილიონი ევრო ღირს, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშე. 18 წლის ადან იანუაზს კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება, ჭორების თანახმად ტურინელები ბელგიელს აკვირდებიან. მოთამაშემ მანჩესტერის პირველი გუნდის რიგებში 2 მატჩი ჩაატარა, პირველ მატჩში იანუაზი ასისტით გამოირჩა, მეორე მატჩში კი სანდერლენდს 2 გოლი გაუტანა და მანიუს თამაში მოაგებინა. “მანჩესტერის ფანებს ეშინიათ პოგბას სცენარი არ გამეორდეს? ეს მართლაც საშიშია, როცა 8 თვეში ასეთ მოთამაშეს კონტრაქტი უმთავრდება და არ ისმის არაფერი გახანგრძლივებაზე მართლაც საშიშია… ის მართლაც კარგი ფეხბურთელია, აქვს დიდი პოტენციალი, ასეთი მოთამაშე ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა.”-განაცხადა ბეპე მაროტამ. შეგახსენებთ, რომ ბელგიელით ბარსელონა, რეალ მადრიდი, პსჟ, ბორუსია დორტმუნდი და ბაიერნიც ინტერესდებიან.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x