ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” თუ გვსურს გამარჯვება , უნდა ვიმოქმედოთ ისე როგორც შეგვეფერება ”

” ვიდალთან ჯერ ჯერობით არ მისაუბრია და რეალური მიზეზი თუ რატომ დააგვიანა არ ვიცი . იქნება თუ არა დასჯილი ? ყველაზე მთავარი რამ არის ის , რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს აუცილებელი ფაქტორი – წესი ყველასათვის ერთია . რეალი ? საერთოდ არ მაინტერესებს ესპანური კლუბი ამ ეტაპზე , კოცენტრირება შიდა ასპარეზზე და განსაკუთრებით ფიორენტინაზე უნდა განხორციელდეს . კვირას რეალურად ძლიერ კლუბს ვუპირისპირდებით , რომელიც სიმპატიურ პროექტს რეალობად აქცევს . მათ ძალუძთ პირველი ოთხეულისთვის უშეღავათო ბრძოლის გაჩაღება . ყველაზე მეტად ის მომწონს ფლორენციელებში , რომ ყველა ღონეს ხმარობენ გააუმჯობესონ შარშანდელი შედეგი . გვსურს დიდი მიზნების მიღწევა ? მაშინ ” იუვენტუსმა ” უნდა იმოქმედოს ისე , როგორც მას ეკადრება ანუ დასძლიოს ყველანაირი სირთულე და იბრძოლოს მხოლოდ გამარჯვებისთვის . რომა ? ჯერ კიდევ სეზონის წინ ვიძახდი , რომ დედაქალაქელები იბრძოლებდნენ ჩემპიონობისთვის და ჩემი სიტყვები დამტკიცდა . გუშინ შესდგა მატჩი სადაც ერთმანეთს პრედენტენტები შეხვდნენ და დარწმუნებული ვარ , ორივენი იბრძოლებენ ბოლო წამამდე სკუდეტოსთვის . ლორენტე ეტაპობრივად იბრუნებს ძირძველ კონდიციებს და იმედს ვიქონიებ უმოკლეს პერიოდში , ისევე როგორც მას , ასევე დანარჩენ მოთამაშეებსაც ფორმის პიკზე გავიყვან . სქემა არ შეიცვლება , აქცენტი კეთდება შეტევაზე და ამისათვის წინ მინიმუმ 5-6 მოთამაშე მიიწევს , რაც თავდამსხმელებს ხელ ფეხს უხსნის მანევრირებისთვის “ – განაცხადა კონტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
10 years ago

ლორენტე იქნება 90% სასტავში :forza: :forza:

neko_neko.
10 years ago

ძააან სერიოზული სურათი ადევს სტატიას ზედ სგ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x