ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” კოშმარული 10 წუთი ”

” თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო , ჩვენ მას მთელი შეხვედრის მანძილზე ვაკონტროლებდით , მეორე ნახევარშიც კი , როდესაც ხელიდან რამდენიმე შანსი გავუშვით ანგარიშის კიდევ უფრო გასაზრდელად . მერე კი მოხდა ის , რაც გაუგონარი და რეალობას მოკლებულია … დავმარცხდით მატჩში , რომელშიდაც ვდომინირებდით მეტოქეზე . ახსნა ? მარტივია … უბრალოდ 10 წუთის განმავლობაში ფეხბურთის თამაშს დავანებეთ თავი და ყველაფრის უფლება მივეცით ” ფიორენტინას ” . სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთია და ამ 10 წუთიანი კოშმარისგან , საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ . იცით ყველაზე მეტად რაზე მტკივა გული ? ამ წუთებში მაქსიმალურად დავეხმარეთ მეტოქეს სამი ქულა მოეპოვებინა . გასულ სეზონში , მთელი მატჩის მანძილზე ფლორენციელები პრესინგს გვეთამაშებოდნენ , დღეს კი 70 წუთის მანძილზე მოედანზე ერთი გუნდი – იუვენტუსი ირჯებოდა . მაგრამ შედეგისთვის ეს არ არის საკმარისი , აუცილებელი ბოლო წამამდე იბრძოდე . რეალი ? ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გავმართეთ , რომლის არენაზეც ისეთი ატმოსფერო სუფევდა , უბრალოდ ვერანაირად ვერ ვიფიქრებდით ესპანელებზე . მიმდინარე სეზონში უკვე არა ერთი შემთხვევაა , როდესაც ბავშვურ ბურთებს ვუშვებთ , ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ძვრების განხორციელება პრობლემის აღმოსაფხვრელად ” – განაცხადა კონტე მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
imo-juve
10 years ago

რა არის იცით ბიჭებო?2 გოლი გაიტანეს და არცერთი თამაშიდან არ შეუქმნიათ,პენალი და მეორეზე თვითონ გაიგიჟეს თავი.სერია A შეიძლება მოიგონ,მაგრამ ლიგის მაგრად მეშინია არ დავიჩაგროთ

d a v i d
10 years ago

მომოვალი სეზონიდან ლეალი უნდა გადმოიყვანონ და ნელ-ნელა შეაჩვიონ კლუბს და ძირითადს, რატქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ლეალის მოიაზრებენ ბუფონის წასვლის მერე ნომერ პირველ კიპერად…

10 years ago

იტალიაში დგესდგეობით ძალიან ბევრი ტალანტი მეკარე მოდის.. ბარდი, ლეალი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდ ფეხბურთს პერინი ითამაშებს..

ALLENATORE
10 years ago

ფაქტია როა ის ბუფფონი არ არის ადრე რო იყო და გასაგებიცაა ასაკი თავისას შვება ჩემთვის ჯიჯი სულ დარჩება 1 თავისი განვლილი კარიერით . ადვილი ასაგები არ იყო როსიც დარტყმული არ ელოდებოდა და ეგ იყო რეაქცია ძველი არ ექნება 36 წლის ასაკში . იტალიაში ბარდი მომწონს ლივორნოს მეკარე…. წელს ჯუვე არ მომწონს კონცენტრაციას კარგავენ ხშირად და ისეთ გოლებს უშვებენ რომელიც არაა გასაშვები .

giga joxadzee
10 years ago

აუ რა ცუდია რაც მოხდა გუშინ უნდა შევეგუოთ რომ ბუფონი დაგვიბერდა და ერთ ორ წელიწადში ვინმე პერსპექტიული მეკარე შევარჩიოთ

imo-juve
10 years ago

ვერცერთ გოლს ვერ დააბრალებთ ბუფონს,მეორე გოლის აგება თითქოს შეიძლებოდა,მაგრამ დანარჩენების შანსი არ იყო.მეორეზეც იმიტო ვამბობ,რომ ბუფონია და სასწაულებს ვართ მისგან მიჩვეულები თორე მასეთ ბურთებს ვერ იღებენ.ბუფონი კი არა გუნდია ფარჩაკი,ცუდი რეალობაა,მაგრამ ასეა,4 გოლი 1 ტაიმში ფარჩაკობაა აბა რა არი?

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  imo-juve

მეორე უნდა აეღო მარა იქამდე უკეთესად უნდა ეთამაშა იმ ფეხბურთელებს ვინც როსის ირგვლივ იყო და ასე თავისუფლად დარტყმის უფლება არუნდა მიეცათ როსისთის
დარტყმაც ძან კაი გამოუვიდა როსის ალბათ იქდან უკათესად დარტყმა შეუძლებელიც იყო

10 years ago

ბუფონი იმიტომ ხარ და მსოფლიოში N1 რომ გადაარჩინო რაღაც მომენტში გუნდი, თორე გოლს ეგრე სტორარიც გაუშვებს… შეჩვეული ვართ თუ რაცაა, მეორე გოლი ბუფონის დონის მეკარეს არ უნდა გაეშვა არცერთ ვარიანტში… ყველა დარტყმა თუ გავიდა, ეგრე ხომ ნებისმიერი იდგება კარში…
და ზოგადად გუშინ დროზე ადრე იფიქრეს რომ მოვიგეთო და შეცდნენ. ეგ ნაღდად არაა ბუფონის ბრალი… ისე კლასის ხარჯზე იგებდნენ მაგარ თამაშს და ნაკლები ძალების დანახარჯით.
უბრალოდ ნერვი იმაზე მეშლება რომ “ბურთი მრგვალია” და “ფეხბურთში ყველაფერი ხდება” მაინცდამაინც იუვეზე რატო მოქმედებს :blin:

Di Francesco # 1
10 years ago

ბუფონს როგორ აბრალებთ? ნამდვილი იუვენტუსი როცა იყო მეტოქე ოთხჯერ ვერ გადმოდიოდა ჩვენს ნახევარზე და გუშინ დაგვაჯდა ფიორე თავზე და ყველა გოლი თითქმის ერთიერთზე გაიტანა ფიორემ, ბუფონის გარდა ვინმე ხელს უშლიდა როსის? თითქმის ყველა გოლზე მაქსიმუმი გააკეთა, თქვენ თუ ყოველ თამაშზე სასწაულები გინდათ ბუფონისგან როგორც ბულგარეთთან გააკეთა სხვა საკითხია, ისე იუვე ბუფონის სასწაულების იმედზე არუნდა იყოს წესით როცა ფიორეს და ჯართ გუნდებს ეთამაშება, რეალთან მოახდენს ბუფონი სასწაულებს იმიტორო გინდარგინდა რეალი შეუტევს იუვეს და ბუფონი იგრძნობს პასუხისმგებლობას, მარა 2-0ს რო იგებ და ამის მერე ბოდიალს დაიწყებს მოედანზე 10 კაცი, ამის მერე ბუფონისთვის დაბრალები გოლების არასწორია

mamuka makharadze
10 years ago

კაია თუ ხვდება რა ბავშვური გოლებს უშვებენ. მაგრად ტეხავს გალასთანაც ეგრე უაზრო გოლები გაუშვით

osvaldo ardiles
10 years ago

ამ სეზონში ბუფონს და დაცვის ტრიოს აქვთ შესანიშნავი შეთავაზება მეტოქეებისთვის. “ჩვენს კარებში დარტყმული ყოველი მეორე ბურთს ჩვენ ვაქცევთ გოლად”. ასე თუ გააგრძელა ბუფონმა კარიერის მიწურულს ჩემპიონთალი ლიგას კი არა ბუს კვერცხებს მოიგებს. უკვე ამოწურა შეცდომების ლიმიტი. არ შეიძლება ასე თამაშობდეს 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე. დროა სერია ა-ს შეაჩვიონ ლეალი თორე ბუფონი დირკა გახდა უკვე. არ მეგონა ამ დღეს თუ მოვესწრებოდი. :loool: :loool: :loool:

lasha naxucrishvili
10 years ago

ძაან მაგარი თამაში იყო ტორინო ინტერი!

bacho pipia
10 years ago

არაუშავს ხდება ხოლმე …. :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza:

datogafo
10 years ago

ზამთარში ჩერჩი და დიამანტი მინდა რომ იყიდოს იუვემ იმობილეც კაი იქნება :forza:

ALLENATORE
10 years ago
Reply to  datogafo

დიამანტი რად გვინდა ან იმობილე )) 1 იყიდონ და წესიერი )) ლიორენტეზე სულ ვამბობდი რო არა არის ეგ ტოპ ფორვარდი სხვა სტილისაა დგას საჯარიმოში და ეგაა იტალიაში ძნელია ეგეთი თამაშით რამე გახდე (( მირკოს ყველა ლანზგავს მარა ლიორენტეზე ეპექტიურია მთლად რო იდგეს მთელი თამაში

GLAXO GONGADZE
10 years ago

რომასი მაინც არ მჯერა რამდენიც გინდა მოიგოს .

imo-juve
10 years ago

ამ გუნდით გვინდა რამეს მივაღწიოთ? ლიგაზე კიდე ერთხელ შევრცხვებით და ეს სერია ა გაიკეთონ ერთ ადგილას

GLAXO GONGADZE
10 years ago

ex ra sircxvili 0-2 dan reali gadagvivlis

lasha naxucrishvili
10 years ago

იუვე მეორე ტაიმს ყოველთვის კარგად თამაშობს დღეს კიდე ნააბაროტ მოხდა.ეჰ კონტე კონტე თითქმის სუ აგვიანებ ზამენებს :blin: მეთქი მეორე ტაიმს იმდენად არ გახსნიან თამაშს თქო ამათმა არ შეუბერეს თავდასხმაში გეგონება თამაშს აგებდნენო 0 2 რო იყო მაგ დროს! მცველები ნამეტანი წინ ასულები იყვნენ.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რო ეს იუვეს მოუვიდა.

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x