ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” შესაძლოა ეს მატჩი გადამწყვეტი გახდეს ჩვენთვის ”

ჯორჯო კიელინი დარწმუნებულია , რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ” რეალი ” საუკეთესო ” იუვენტუსს ” იხილავს და სწორედ ეს გახდება გადამწყვეტი მომენტი . მიმდინარე სეზონში ბებერმა ქალბატონმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა , როდესაც თუნდაც ვერ შესძლო ლიგაზე კოპენჰაგენის და გალათასარაის დამარცხება ( ორივე მატჩი ფრედ დასრულდა ) , ხოლო აპენინებზე საერთოდ დამარცხდა ისეთ შეხვედრაში ფლორენციელებთან , სადაც პირველ ტაიმში 0-2 იგებდა სტუმრად : ” დაცვის ხაზში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით , თუმცა ყველა ღონეს ვხმარობთ რათა , გამოვასწოროთ ისინი . დარწმუნებული ვარ შევძლებთ დავუბრუნდეთ წარმატებულ გზას , როგორც ეს შარშანდელ სეზონში შევძელით . ცალკეულად რონალდოზე და ბეილზე საუბარი არ არის მიზან შეწონილი , რადგან რეალი ერთიანი მექანიზმია უამრავი კარგი ფეხბურთელით . პატივს ვცემთ მეტოქეს , მაგრამ გვსურს დავუმტკიცოთ ყველას რომ შეგვწევს ძალა დიდი მატჩი გავმართოთ არენაზე სადაც ყველა დისკომფორტს განიცდის . ასეთ შეხვედრებს იუვესთვის , ძალუძს სიტუაციის კარდინალურად შეცვლა და საკუთარ თავში რწმენის დაბრუნება ” .

წყარო : Football-Italia

2 thoughts on “კიელინი : ” შესაძლოა ეს მატჩი გადამწყვეტი გახდეს ჩვენთვის ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.