ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” უნდა დავამტკიცოთ , რომ ვიმსახურებთ აქ ყოფნას ”

ანტონიო კონტე დარწმუნებულია , რომ მის გუნდს არ ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები ” რეალთან ” დაპირისპირებისას : ” ეს მატჩი უაღრესად დიდ მოტივაციას გვძენს . ის რაც ფლორენციაში მოხდა , გამაოგნებელია თუმცა ეპიზოდურად ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება . ციფრების მიხედვით , რომ ვიმსჯელოთ გუნდმა კარგი შეხვედრა გამართა . ბერნაბეუზე ჩვენ მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს დავუპირისპირდებით . სწორედ ამ თამაში შევიგრძნობთ თუ რას ნიშნავს , როდესაც 90 წუთის მანძილზე მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს , პლიუს ამასთან არც ჩვენ ვიქნებით უსაქმოდ და არა ერთ თავსატეხს გავუჩენთ მათ . დიდი პატივისცემა გვაქვს რეალის მიმართ , მაგრამ ნამდვილად არ გვეშინია ესპანელების . მოედანზე გავალთ იმ განცდით , რომ შეგვწევს ძალა ნებისმიერი დადებითი შედეგის მისაღწევად . ბუნებრივია უაღრესად გაგვიჭირდება , მაგრამ ეს დამატებითი მოტივირებაა , რომ ყველაფერი გავიღოთ რაც შეგვიძლია . ამ შეხვედრის შედეგ წავაგებთ თუ მოვიგებთ , მაინც და მაინც არაფერი გადაწყდება , რადგან წინ კიდევ სამი მატჩი იქნება ჩასატარებელი  ” …

” უნდა დავამტკიცოთ , რომ შეგვიძლია ასეთ ტუნირზე სათანადო დონეზე ასპარეზობა . კარლოს წინაშე კი ქედს ვიხრი , მასთან ერთად მუშაობა ” იუვენტუსში ” ერთი სიამოვნება იყო ” .

” ტევესი ძალზედ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს . ის ყველას აძლევს მაგალითს თუ როგორ მიუდგეს მაღალი კლასის პროფესიონალი საკუთარ საქმეს . ფერნანდო  ლორენტე კარგ ფორმაში იმყოფება და მე მაქვს მისი იმედი , ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეების . საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე მივიღებ . ბუფონი გამარჯვებულია როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი . ის ჩემთვის არის წარმატების გარანტია და ყოველთვის ასეთად დარჩება ” .

 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo turqadze
10 years ago

დღეს თამაშზე ვინები მოდიხართ?ჩვენ 3-ნი ვიქნებით და 11-ის ნახევარზე რომ მოვიდეთ პრობლემა იქნება ადგილების?მანამდე სამსახურში ვარ…

10 years ago

ამ თამაშის შემდეგ სამივე დარჩენილ მატჩს მოვიგებთ…

ALLENATORE
10 years ago

კონტემ სქემა უნდა შეცვალოს თორე გაუჭირდებათ . 3-5-2 რო ითამაშოს პადოინი თუ დააყენა ეგ ვერც შეტევაში გადავა და ვერც დაცვაში გააჩერებს მარსელო რონალდოს დუეტს მარცხნიდან . დგეს დელა სპორტში ეწერა რო 4-3-1-2 უნდა ითამაშოს კონტემ და ვნახოთ. 4 მცველით რო ითამაშოს უკეთესი იქნება ყველავარიანტში. თუ მაინც 3-5-2 ს ათამაშებს ვიდალი უნდა დააყენოს მარჯვნივ უკეთესი იქნება და პოგბა ცენტრში .

jabajuve
10 years ago
Reply to  ALLENATORE

მე 5-3-2 ზეც თანახმა ვარ თ უ გვინდა არ წავაგოთ მაინც. :forza:

jabajuve
10 years ago
Reply to  jabajuve

ლიხტა-ბარძალი-ბონუჩი-კიელინი-პელუზო(ან დე ჩელიე)
ვიდალი-პირლო-მარკიზიო (პოგბა)
ლორენტე-ტევესი

პ.ს. ეს სქმა რო ნახოს კონტემ გადაირევა და თანაშემწედ წამიყვანს რაა :lool:

levan chachava
10 years ago

დავამტკიცებთ ჩვენ ძლიერებივართ.ორ გოლს გავიტანთ ლორენტე-პოგბა
FORZA JUVE

Juventino17
10 years ago

ახლა ვნახე იუთუბზე იტალიელები ღადაობენ, ფრთხილად რონალდო პადოინი მოდისო :mrgreen: :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x