ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდო : ” შემეძლო ” იუვენტუსში ” გადასვლა , თუმცა … ”

კრისტიანო რონალდოს მოსაზრებით , ბიანკონერის არ შეექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები ესპანელებთან მატჩისას იმის გამო , რომ სერია ა-ს ბოლო ტურში ფლორენციელებისგან იწვნიეს დასანანი მარცხი : ” მიუხედავად იმისა , რომ იუვე დამარცხდა იებთან უკანასკნელ ტურში , ბერნაბეუზე ერთ ერთი მრისხანე გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება . ეს შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გამარჯვებისთვის სრული კონცენტრირება იქნება აუცილებელი . ტევესთან ერთად მხარდამხარ ნათამაშები მაქვს და ყურადღებით მოგვიწევს მასთან ყოფნა , ის ძალზედ სახიფათოა . ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია , მაგრამ სადაც არ უნდა ვთამაშობდე ყველგან მსურს გამარჯვების მოპოვება . მსურს ხვალ 9 ქულიანი მარაგით გავიღვიძო ” …

რეალი ამ საღამოს ფავორიტად მიაჩნიათ , მიუხედავად იმისა , რომ შიდა ჩემპიონატი არცთუ ისე დამაჯერებლად დაიწყო …

” ვპროგრესირებთ . მართალია სუსტად დავიწყეთ , მაგრამ ეტაპობრივად გამოვასწორეთ შეცდომები და გარკვეულ მახასიათებლებში უფრო მეტად მობილურნი გავხდით . სიამაყით ვივსები იმ ფაქტის გამო , რომ წვრთნებს კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს , უდაოდ გამორჩეული სპეციალისტი . მეტი რა უნდა ითქვას , მისთვის მე ყველანაირ მსხვერპლზე წავალ ” .

წინასამატჩოდ პრესასთან საუბარში ბიანკონერის ექს სპორტულმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ , კიდევ ერთხელ აღნიშნა , რომ რეალურად შეეძლო კრიასტიანო რონალდოს გაფორმება …

” ბევრს შეეძლო ჩემი გაფორმება , მაგრამ იუნატედის გარდა არაფერი მსურდა . სრული პასუხისმგებლობით ვიძახი : ახლოს ვიყავი ” იუვენტუსში ” გადასვლასთან , თუმცა ისტორიის გათვალისწინებით იუნაიტედი ვარჩიე , სადაც მომეცემოდა საშუალება ჩამოვყალიბებულიყავი დიდ პროფესიონალად ” .

 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
neko_neko.
10 years ago

რომელ ისტორიაზე ბაზრობს ანდაც ზიდანი თუნდაც ან ნაკლები სასტავი ჩამოყალიბდა და განვითარდა დაიხვეწა იუვენტუსში? ეხლა ეს იძახის მანჩესტერი ვარჩიეო მოჯი იძახის და მეც ეგრე ვიცი სალასის გამო ვეღარ გადმოვიყვანეთ მეტს იხდიდაო ეხლა გამოდის რო ამას აურჩევია გუნდი და მოჯი იტყუება? მიდი და გაიგე ეხლა ვის ბადეში იყო რონალდო

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x