ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” ადაპტირებისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო ”

ფერნანდო ლორენტემ ესპანურ პრესასთან გულახდილად ისაუბრა იმ მიზეზებზე , რის გამოც ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა : ” ფიზიკური კუთხით საკმაოდ დიდ სამუშაოს ვასრულებთ . აქამდე მსგავსი რამ არც კი მინახავს და ვარჯიშზე ხომ საუბარიც ზედმეტია . პლიუს ამასთან ეს ათლეტური წვრთნები , ფაქტიურად მთლიანად გფიტავს . სისასტიკეს ჰგავს ეს ყოველივე , მაგრამ მეორე მხარე სასიამოვნოა , ფორმაში შედიხარ . ტაქტიკასთანაც აუცილებელია შეჩვევა . აქ ფეხბურთელები უკვე სამი წელია ერთად ასპარეზობენ და იციან კონკრეტულ მომენტში ვინ სად უნდა იყოს . ადაპტირებისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა აუცილებელი . აქ ფეხბურთი ავტომატიზირებულ დონეზეა : ვერ გააკეთებ იმას რაც გსურს , ბურთის ფლობაც კი გათვლილია … თითოეული მანევრი ტაქტიკური ჩანაფიქრია ” .

შარშანდელმა სეზონმა ატლეტიკში , გამოიწვია ის , რომ ბასკს ტურინში ძირითადათ სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა …

” ეხლაც კი არ მესმის რატომ მოხდა ასე . ატლეტიკი საკუთარი საფეხბურთო სკოლის ხარჯზე არსებობს და არ შეუძლია საუკეთესო მოთამაშეებთან განშორება . ასე ვუხსნი საკუთარ თავს , ამ შემთხვევას . მაგრამ ასევე მგონია , ჩემი სახით დაანახებს დანარჩენებს ის , რომ კლუბს ასე მარტივად ვერავინ დატოვებს ” .

დღეს ფერნანდოს მადრიდის რეალთან მოუწევს დაპირისპირება , რომელიც უკვე იჩენდა მისდამი ინტერესს …

” რამდენჯერ ეცადნენ ჩემს ხელში ჩაგდებას ? რამოდენიმეჯერ , მაგრამ მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას ვერასოდეს აღწევდნენ და სიტუაცია ადგილიდან არ იძვროდა . უკანასკნელად ? იმ სეზონში როდესაც ევროპა ლიგაზე წარმატებით ვიასპარეზეთ . ერთი წელი მრჩებოდა ზუსტად კონტრაქტის საფუძველზე , თუმცა … უკვე ნახევარი წლის შემდეგ რეალი რადარზე აღარ გამოჩენილა , სამაგიეროდ გამოჩნდა ” იუვენტუსი ” და გარკვეული სახის გარანტიები მომცა .

მადრიდში კარგ ხასიათზე მივემგზავრებით , მიუხედავად ფლორენციული კოშმარისა . ლიგაზე წარუმატებელი სტარტი გვქონდა და ამიტომ რეალთან ქულების აღებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ” . 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x