ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : ” კიელინი არ იმსახურებდა გაძევებას ”

პოლ პოგბამ მორიგი გამოცდა ჩააბარა , იასპარეზა ბერნაბეუზე ისე თითქოს ვეტერანი ყოფილიყოს . ნახევარდაცვის საიმედო ასპარეზობაში მისი წვლილი საკმაოდ წონადია და ყველაფერთან ერთად სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა ლორენტეს გოლი მადრიდელთა კარში : ” კიელინის წითელი ბარათი უაღრესად დასანანი იყო , რადგან ის სრულებით დაუმსახრებლად იქნა მიღებული . განვიცდით ამ ფაქტს , მაგრამ სამწუხაროდ ეხლა უკვე ვეღარაფერს შევცვლით . ბუნებრივია 10 კაცით დარჩენილებს უფრო მეტად გაგვიჭირდა , წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშის გათანაბრება უფრო მეტად რეალური იქნებოდა . სქემის შეცვლა ? კონტეს სურდა რომ კომპაქტურად გვეასპარეზა და კონტრ იერიშებზე მაქსიმალურად აგრესიულები ვყოფილიყავით . კვალიფიკაციის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება , მომდევნო სამი თამაშის შემდეგ კი ერთად შევხედავთ რა მოხდება ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

3 thoughts on “პოგბა : ” კიელინი არ იმსახურებდა გაძევებას ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.