ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” დროა წარუმატებლობას ბოლო მოეღოს ”

ანტონიო კონტეს იმედი აქვს , რომ უკვე ” ჯენოასთან ” შეხვედრაში , წარუმატებელი პერიოდი დასრულდება და კლუბი კვლავ დაუბრუნდება გამარჯვებების გზას . მართალია ფლორენციელებთან და მადრიდელებთან იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს , თუმცა რამდენიმე შეცდომამ საბოლოო ჯამში ორი მარცხი გამოიწვია . კონტეს მოსაზრებით , დროა ფეხბურთელებმა დასძლიონ ყველანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა : ” ჩემმა შეგირდებმა მხოლოდ მცირედი მიიღეს უკანასკნელ ორ შეხვედრაში იქიდან რაც ვარჯიშებზე დახარჯეს . ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვებებს და ეს ” ჯენოასთან ” მატჩში უნდა მოხდეს . ტაქტიკური სქემა ? მას შემდეგ რაც ესპანეთში განსხვავებული ტაქტიკური მონახაზით გავედით , ყველა ერთი და იგივეს მეკითხება … გავითვალისწინებ მადრიდში გამართულ მატჩს და ვიფიქრებ მომავალ დაპირისპირებებზეც და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ . გაგვაჩნია ორი შესაძლო მოდული და არ გამოვრიცხავ ყოველი მათგანი გამოვიყენო მატჩის მიმდინარეობისას ” .

” ტრავმები ყოველთვის დაღს ასვავს კლუბის შედეგიან ასპარეზობას , მაგრამ მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი მუშაობა . ვუჩინიჩი და ლიხტშტაინერი ფორმის აღდგენის პროცესში არიან . იმედი გვაქვს , რომ მათ სულ მალე ვიხილავთ მინდორზე . ჯიოვინკოს ისევ აწუხებს პრობლემები , რომელიც ჯერ კიდევ მილანთან შეხვედრაში დაიწყო . უახლოეს პერიოდში ველით ასევე კუალიარელას დაბრუნებასაც ” .

პრესკონფერენციის დასასრულს , ანტონიომ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა , არენაზე სწორი განწყობა შეექმნათ …

” მომავალს უნდა ვუყუროთ ოპტიმიზმით და გავაგრძელოთ გამარჯვებების მოპოვება . მოვითხოვთ ყველასგან გამარჯვებებისადმი ენთუზიაზმის დაბრუნებას , როგორც ეს ორი წლის წინ იყო . ეს გულშემატკივრებსაც ეხებათ . როდესაც მეტოქე ჩვენს მოედანზე გამოდის სათამაშოდ , ისინი არა მარტო 11 შავ თეთრ ფორმაში მოთამაშე ფეხბურთელებს უნდა დაუპირისპირდნენ … მათ დისკომფორტი ტრიბუნებიდანაც უნდა იგრძნონ ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
10 years ago

დღეს რეაბილიტირება უნდა მოვახდინოთ და იმედია ვნახავ ნამდვილი იუვეს ნამდვილ ჭეშმარიტ ფეხბურთს

vaxo turqadze
10 years ago

აქ რა მოსატანია,მაგრამ თუ უყურებთ რა მაგარ ფეხბურთს თამაშობს საუთჰემპტონი,ლალანა-ლამბერტი-ჯეი როდრიგესი,ძაან მაგარია,უყურეთ და დატკბით,მევასება როცა სუსტი გუნდი ლამაზად და შედეგიანად თამაშობს….

vaxo turqadze
10 years ago

ეს რეალის გულშემატკივრები გადამრევენ რა,გუშინდელ თამაშზე ხომ ერთი ამბავი ატეხეს,თან თითქოს ყველამ ერთად პირი შეკრაო იძახიან რომ იუვესთან პენალტი იყო,მაგრამ კიელინი არ იყო გასაგდებიო :D :D ,ერთი ძაან მაინტერესებს,უკვე ფეხბურთს ვუყურებ 20 წელია და უბურთოდ პენალტი ჯერ არ მინახავს,რა თქმა უნდა რეალის მატჩების გარდა :D :D ,ესე იგი სიტყვაზე მაგ ჯარიმის დროს უკან კასილასს რომ ვინმესთვის ჩაერტყა პენალტი იქეთ უნდა დანიშნულიყო???ამ შემთხვევაში ყველაზე მაქსიმუმ რაც მსაჯს უნდა გაეკეთებინა იყო ის რომ გაეჩერებინა თამაში,კიელინისთვის სიტყვიერი გაფრთხილება,ან თუნდაც ყვითელი მიეცა და ხელახლა მიეცა ჯარიმის გათამაშების უფლება,რაც საერთოდ ხდება ხოლმე ფეხბურთში და თუ კალათბურთზეა საუბარი,მაშინ ყოველი თამაშისას ასტრონომიული რაოდენობის თერთმეტმეტრიანები უნდა იდებოდეს ,გეხვეწებით… Read more »

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x