სიახლეები ტურინული ბანაკიდან
მატჩი სულ მალე დაიწყება და Corriere Dello Sport – ის ინფორმაციით ანტონიო კონტე ისევ 3-5-2 ტაქტიკური სქემით გაიყვანს გუნდს მოედანზე . სავარაუდოდ მარჯვენა ფლანგზე მარტინ კასერესის ნაცვლად მინდორზე მაურისიო ისლა გამოჩნდება . გამომდინარე იქიდან , რომ ლიხტშტაინერი ტრავმირებულია ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ლოგიკურად გამოიყურება . აი მოედნის ცენტრში კი მართლაც სერიოზული კონკურენციაა … აქ ხომ ერთბაშად მარკიზიო , პოგბა , პირლო და ვიდალი ასპარეზობენ . ყველაზე დიდი შანსი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის კლაუდიოს აქვს , რომელსაც ნამდვილად ესაჭიროება დასვენება . მარცხენა ფლანგზე ფაქტიურად უკონკურენტოდ ჩანს ასამოას პერსონა . დაცვაში ჩვეული ტრიო – ბარძალი , ბონუჩი და კიელინი გაირჯებიან . კარში ბუნებრივია ბუფონი , თუმცა თუ მან განაგრძო ბოლო პერიოდის ” სასწაულების ” შესრულება , მაშინ სტორარის დაუთმობს ადგილს . და ბოლოს წინა ხაზი … გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინი და კუალიარელა ტრავმირებულნი არიან , ხოლო ჯიოვინკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად ოპტიმალური არ არის , დუეტს ტევესი და ლორენტე შეადგენენ კვლავინდებურად , რომლებმაც უკვე იასპარეზეს მხარ და მხარ მადრიდში …
” იუვენტუსი ” : ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ისლა , პირლო , პოგბა , ვიდალი , ასამოა , ტევესი , ლორენტე
სათადარიგოთა სკამი : სტორარი , რუბინიო , კასერესი , ოგბონა , პელუზო , დე ჩელიე , მოტა , პადოინი , მარკიზიო , ჯიოვინკო
დისკვალიფიცირებულები : არ არიან
დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ არიან : ასამოა , ბონუჩი
ტრავმირებულები : ვუჩინიჩი , კუალიარელა , პეპე , ლიხტშტაინერი
” ჯენოა ” : პერინი , ანტონინი , პორტანოვა , მანფრედინი , მარკეზე , ვრსალკო , ბიონდინი , ბერტოლაჩი , კუჩკა , ანტონელი , ჯილარდინო
სათადარიგოთა სკამი : დონარუმა , ბიცარი , დი მაიო , გამბერინი , კოფი , სამპრიზი, სტურარუ , ლოდი , ფესტფასიდისი , სტოიანი , სენტურიონი , კონატე
მწვრთნელი : გასპერინი
დისკვალიფიცირებულები : არ არიან
ტრავმირებულები : კალაიო , სანტანა