ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” ტურინში გადაბარგება კონტეს დამსახურებაა ”

ჟურნალისტებთან საუბარში ფერნანდო ლორენტემ განაცხადა , რომ მის გადაწყვეტილებაში ეასპარეზა ბიანკონერის რიგებში , უდიდესი როლი ანტონიო კონტემ ითამაშა . თავდაპირველად ესპანელ ფორვარდს იშვიათად ეძლეოდა მოედანზე გასვლის საშუალება , მაგრამ ბოლო პერიოდში ბასკი რეგულურულად ასპარეზობს : ” ბედნიერი ვარ რადგან მართლად დიდ კლუბში ვასპარეზობ . აქ გადმოსვლამდე , რეგულარულად ვესაუბრებოდი ანტონიოს , რომელმაც მიბიძგა კიდევაც აპენინებზე გადაბარგებაში . თავდაპირველად გამიჭირდა ადაპტირება , ახალი კლუბი , ახალი ენა … დღეისათვის შედარებით უკეთესად ვგრძნობ თავს და მსურს ყველას ვანახო თუ რა შემიძლია რეალურად “ . ” არ ვხუმრობდი როდესაც ვიძახდი , რომ გვესაჭიროებოდა მცირეოდენი მოთმენა და რათა ყველას გვეხილა რეალური ლორენტე . გასული სეზონი მძიმე გამოდგა მისთვის , რადგან იშვიათად ეძლეოდა მოედანზე გამოსვლის საშუალება . მცირეოდენი დრო ჭირდება , რომ ბოლომდე შეეგუოს აპენინებზე არსებულ ინტენსიურ წვრთნებს “ – განაცხადა ანტონიო კონტემ .

წყარო : Tuttosport

5 thoughts on “ლორენტე : ” ტურინში გადაბარგება კონტეს დამსახურებაა ”

  1. გენაცვალე მიყვარხარ ნანდო შენი იმედი მაქვს ნელ-ნელა ეს კაცი უმატებს იმედია ისეტ ფორმას დაიბრუნებს ორი წლის წინ რომ ჰქონდა ყველას რო ჰაერში ….. ევროპის ლიგაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.