ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” რომა მოტივაციას გვმატებს ”

ანტონიო კონტეს აზრით , რომას წარმატებული ასპარეზობა დამატებით მოტივირებას შესძენს მის გუნდს . დედაქალაქურმა კლუბმა მორიგი გამარჯვება იზეიმა , დაამარცხა რა შინ ” კიევო ” 1-0 …

” რომა საოცრებებს ჩადის , რადგან მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვისაც კი 10 საწყისი მატჩის მოგება წარმოუდგენლად რთული მისიაა . მათი ასეთი ასპარეზობა ჩემს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას სძენს , რადგან გასულ სეზონთან შედარებით , როცა მთელი გათამაშების მანძილზე ვლიდერობდით , ეხლა იძულებულნი ვართ კუდში ვდიოთ მეტოქეს ” .

” ვუგულშემატკივრებ თუ არა ” ტორინოს ” რომასთან მატჩში ? მე ” იუვენტუსის ” ტიფოზი გახლავართ და ყველაფერთან ერთად ყურადღება საკუთარ მატჩს უნდა დავუთმოთ , რომელშიდაც სტუმრად პარმას ვხვდებით . კლუბს , რომელსაც ორი წელია ზედიზედ ვერ ვამარცხებთ . მათ რიგებში გამორჩეული ფიგურები ასპარეზობენ . ანტონიო კასანო მაგალითად , რომლის ასპარეზობა ძალზედ შთამბეჭდავია და რეალური შანსი აქვს იმისთვის , რომ ნაკრებში იხმონ . გამოვარჩედი ბია ბიანის , ამაურის და პაროლოსაც ” …

” დასვენების საშუალებას , მართლაც მივცემ ფეხბურთელებს მაგრამ წინასწარ არ დავასახელებ ვინები იქნებიან ესენი . კუალიარელა დაგვიბრუნდა და მან წვრთნებშიც მიიღო მონაწილეობა , შესაბამისად მისი იმედი ამ მატჩში ნამდვილად მექნება . ეხლა კი ლიხტშტაინერის და ვუჩინიჩის დაბრუნებას ველით . ეს ცილკი გარკვეული პრობლემებით დავიწყეთ , მაგრამ საქმის გამოსწორებაში წვლილი ყველას შეაქვს , ჯიოვინკოსაც კი რომელსაც მცირედი პრობლემები აქვს ფეხზე ” .

” კიელინი ? ის გახლავთ ფეხბურთელი , რომლის წინააღმდეგ ასპარეზობა არცერთ ფორვარდს არ სურს . მაგრამ ის გახლავთ ამასთანავე ადამიანი და არ არის დაცული შეცდომებისგან . არ ვეთანხმები იმათ ვისაც მიაჩნია , რომ ჯორჯო არა სპორტულად ასპარეზობს . ვინც კარგად იცნობს მას იცის მისი დადებითი ასპექტები . კატანიასთან დაფიქსირებული ეპიზოდი კი უბედური შემთხვევა იყო , შეგიძლიათ მიმოხილვას უყუროთ ” .

წყარო Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

ასე მგონია რომა დაკარგავს ტორინოში ქულებს :boli:

irakli28
10 years ago

კიელინი რო დაბალი დონის ფეხბურთელი იყოს, საუკეთესოდაცვის მქონე ქვეყანაში 3ჯერ საუკეთესო მცველი ვერ გახდებოდა. ხიტად თუ თამაშობს ეს მისი სტილია და არასპორტულს ჯორჯო არაფერს არ აკეთებს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x