ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” რთული დაპირისპირება და გამარჯვება ” იუვენტუსის ” სტილში ”

” პარმასთან ” დასრულებული მატჩის შემდგომ , ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , რომ ეს იყო რთული და გრძელი დაპირისპირება . მან ასევე აღიარა წარუმატებლობა , გოლის აღნიშვნის ეპიზოდში …

” გამარჯვება წმინდა ” იუვენტუსის ” სტილში მოვიპოვეთ , როდესაც გამარჯვებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ და ამასთანავე არ მივდივართ დიდ რისკზე . თამაში მართლაც გრძელი და დამღლელი გამოდგა , ამ ფაქტის გამო ეს სამი ქულა დამატებით მნიშვნელობას იძენს . სამშბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი გვიწევს რეალთან და შესაძლოა ფეხბურთელებს , მართლაც ჰქონდათ გონებაში ეს ფაქტი , თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას ცდუნებას გაუძლეს და კონცენტრაციის მოხდენა საჭირო დოზით ” პარმაზე ” მოახდინეს . სწორი მიდგომა დავინახე , თან გავითვალისწინოთ როტაციის მომენტი , რომელმაც დამატებითი უპირატესობა შეგვძინა რთულ მატჩში ” .

” მირკო ვუჩინიჩი და სტეფან ლიხტშტაინერი ვერ მოასწრებენ სამშაბათისთვის ძალების აღდგენას . მათ ჯერ ჯერობით წვრთნებშიდაც არ მიუღიათ მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ” ნაპოლისთან ” მატჩში ” .

” საერთოდ გოლის აღნიშვნისას ანჟელო ალესიო მიჭერს ხელში , მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ეს ასე არ მოხდა და საბოლოო ჯამში ორივენი მიწაზე აღმოვჩნდით ” .

” ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ისეთ ეპიზოდებს , როგორც ეს კუალიარელას შესრულების შემთხვევაში იყო . გენიალური დარტყმა იყო მისი შესრულებით , ერთ ერთი ისეთი რომელიც გამოსდის ფაბიოს , თუმცა ზოგჯერ წონასწორობიდან გამოვყავარ ხოლმე რადგან გადამატებაც იცის . როდესაც ” ატალანტას ” ვწრთნიდი ერთხელ 40 მეტრიდან ძელს მოარტყა იგივე სტილში . შექებას პოლიც იმსახურებს , რომელიც არ გამოეთიშა ეპიზოდს და რთულ სიტუაციაში გოლის გატანა მოახერხა ” . 

ანჟელო ოგბონა რამდენიმე ეპიზოდში არა სტაბილურად და უფრო მეტად , ნერვოზულად გამოიყურებოდა რაც ნიშნავს იმას , რომ ჯერ ჯერობით მას არ გაუვლია ადაპტირება სათანადო დონეზე ახალ გარემოში …

” ანჟელო ტორინოდან შევიძინეთ , სადაც ის საკუთრ უდრეკ ხასიათს და ქარიზმატულობას აჩვენებდა . ჩვენს კლუბში გადმობარგება მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა და ამიტომ მას მოუწევს მიდგომის შეცვლა , რადგან ყველაფერს რასაც ” იუვენტუსში ” აკეთებ , მომენტალურად ხდება მასმედიის წარმომადგენლების განხილვის საგნად . მას ყველაფერი აქვს იმისთვის , რომ კარგი მცველი გახდეს და სწორედ ამის გამო შევიძინეთ იგი . გაცილებით აგრესიული და ცივ სისხლიანი უნდა იყოს , განსაკუთრებით ბურთის ართმევის მომენტში , მან უნდა გააცნობიეროს ყველაზე მთავარი , თუ რისი მიცემა შეუძლია ჩვენი გუნდისთვის ” .

” მარკიზიომ საწყისი 60 წუთი ინტენსიური შეხვედრის , კარგ რითმში წარმართა და გამომდინარე იქიდან , რომ ძირითადათ პირველივე წამებიდან ჩნდება მოედანზე , გადავწყვიტე მცირეოდენი დასვენების საშუალება მიმეცა და მეორე ტაიმში შეცვალე . დარწმუნებული ვარ ის მალე აღიდგენს ძირძველ ფორმას ” .

 

წყარო : Football-Italia

 

6 thoughts on “კონტე : ” რთული დაპირისპირება და გამარჯვება ” იუვენტუსის ” სტილში ”

  1. ALLENATORE
    ისლა და კასერესი სად დაიღალა, პირიქით ფორმაში შესასვლელად ის უნდა დაეყენებია ვისაც რეალისთვის ამზადებდა, აბა სავადმყოფოდან დაბურბებული კაერესი უნდა ათამაშოს პირდაპირ რეალთან? მანამდე პრაქტიკა არუნდა ქონდეს?
    მე პირიქით მგონია ვინც პარმასთან ითამაშა ისინი იქნებიან რეალთანაც, ანუ ოგბონა პოგბა კვალი და პადოინი

    1. ჩვეულებრივი როტაცია იყო კასარესმა 3 თამაში ითამაშა უკვე და როგორც შენ ამბობ საავადმყოფოდან დაბრუნებულ კაცს ყოველ სამ დგეში 90წუთი ათამაშო ეგრე არ ხდება )) ისლა ზოგადად დაგლილია სულ )) 0 ია მაგის თამაში და იმედია ერთ წესიერ თამაშს ითამაშებს რეალთან მაინც . პოგბა იასნია რო იქნება )) კუალიც შეილება დააყენოს მარა მე მგონია ლიორენტე გამოვა ძირითადში ალბათ იმიტო რო რეალთან არა ერთი კაი თამაში აქვს ჩატარებული . ოგბონას შანსი მცირეა რო გამოვიდეს სტარტში პადოინის კიდე 000 სკამზე დატოვებს ))

  2. Q a s r a
    კი მეც მაგას ვიძახოდი ტევესზე მეტად ლორენტესი მჯერა რო შეაგდებსთქვა, ტევესი ყველაფერს კარგად აკეთებს გოლის გარდა, წინ უნდა ერთი მეგოლე ისეთი როგორიც კვალიარელაა :chuvak:

  3. ჩემი შეფასება გუშინდელ მატჩზე…

    1.ბუფონი – უკომენტაროდ. არ ჰქონია სეივები, რადგან არც დასჭირვებია. 1 ამაუს დაასწრო კარგად და 1 ეპიზოდში ბურთიც გაუვარდა ხელიდან… ნუ შეფასება 6

    2.ბარძალი – საოცებაა ეს ადამიანი. მე მას ნესტა-კანავაროს გვერდით დავაყენებ. უჯარიმო ართმევა, ,,პატკატები” სისწაფე. ერთ მომენტში ,,პატკატით” აართვა, მალევე დგება ფეხზე ბრუნში, იწყებს წინ მოძრაობას და აქცევენ. ყოჩაღ ანდრეა!!! 7-იანი მას!

    3.ოგბონა – მე მისგან მეოე ბონუჩი მინდა გაიზარდოს. ჯერ არაფერია მასში იმედისმომცემი… გუშინდელ მატჩში 5-იანი მას…

    4.კიელინი – ჯორჯო ავის სტიქიაშია ყოველ მატჩში იბძვის და უყვარს იუვე. მაგრამ ნაკლებად სუფთა ვიდრე ბარძალი… 6.5 მას…

    5.ასამოა – რა სჭირს ამ კაცს? მარტივია: არასტაბილურობა! გუშინ რა საშინელება იყო… 5-იანი მას

    6.პადოინი – ვაი კონტე რაღანაიად გაგინო, ისლა-კასერესი ათამაშე შე დალოცვილო… საშინელებაა რა პადოინი!!! 4.5 მას…

    7.მარკიზიო – უბრალოდ 6-იანი მას… შავი სამუშაოს გარდა გააზრებული შეტევაში არაფერი იყო მისგან…

    8.ვიდალი – არტურო გადაღლილია თუ უხასიათობა დასჩემდა??? აჩრდილია იმ ატუროსი, ომელსაც მეფეს ვეძახი. ასევე შავი სამუშაოს გარდა ნაკლები იყო ქარიზმა მისი შეტევაში… 6-იანი მას…

    9.პოგბა – ეგრე გააგრძელე მარგალიტო. გიყვარდეს იუვე და არ მოუღორდე ფულს. დეშამზე დიდი სახელი დატოვე იუვეში და ვიეირაზე დიდ ფეხბურთ ითამაშებ!!! 7-იანი მას…

    10.პირლო – შემოვიდა და 3 ისეთი მოძრაობა გააკეთა რომ ოვაციები მოსწყვიტა სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს… 6.5 მას…

    11.ტევესი – ვერ გაიტანა, მაგრამ მართა რომ იბრძვის ყველგან, მოედნის თითოეულ მონაკვეთში… ეტყობოდა ომ რეალისკენ იყო მიმართული მისი ფიქრები. 6-იანი მას…

    12.ჯოვინკო – მე ოგორც მის ნომერ პირველ ფანს მისმა წლევანდელმა გამოსვლებმა დამარწმუნა, რომ ის ,,ჯოკერი” უფროა კონტესი, ვიდრე ძიითადის ფეხბურთელი… არ ვიცი რა ემართემა… 5.5 მას

    13.ლოენტე – შეფასების გარეშე. მე მჯერა მისი! 100% მჯეროდა რომ რეალს გაუტანდა და გამახარა… 1juve დამეთანხმება. პროგნოზირებდი მის გოლს რეალთან…

    14.კვალიაელა – დავეთანხმები კონტეს, კაგი ფეხბურთელია, საჭირო, მაგრამ მეწილად ნერვებს უფრო მიშლის… კარგი იყო მისი დარყმული გასულიყო, თუმც გოლი მოგვიტანა მისმა დარტყმამ… მადლობა ფაბიო ამ 3 ქულისთვის. გილოცავ დაბრუნებას. 6-იანი იმ ეპიზოდის გამო…

    15.კონტე 7-იანი ზამენებისთვის 4.5 პადოინის დაყენებისთვის…

    პ.ს. მადლობა თუ წაიკითხავთ ინტერესით ჩემს შეფასებებს და თუ რამე ჩავებათ დიალოგსა და დებატებში… :forza:

    1. იმაში არ გეთანხმები რო 4.5 კონტეს პადოინი რო დააყენა ) კონტეს ეგ გადაწყვეტილება ადვილად გასაგებია რეალთან უმნიშვნელოვანესი თამაშია წინ და ილსა და კასარესი დაასვენა ) და სწორად მოიქცა თუ გავითვალისწინებთ იმას რო 1) კიელინი არ იქნება რეალთან და ალბათ 3-5-2 ით თუ ითამაშა კასარესი დაიკავებს ჯეორჯიოს პოზიციას და ისლა იქნება მარჯვნივ .. და 2) კასარესი ეხლახანს გამოვიდა ტრავმის მერე და რეალთან მზად უნდა იყოს 100% ფიზიკურად.. რაც შეეხება ისლას იგივე შეილება მასზეც ვთქვათ დიდად არ ბრწყინავს და ფიზიკურად სუსტია ვერ შეზლებს ეგ ლიხშტას ნაირად ირბინოს წინ უკან კრაიზე 90 წუთი თუ არ დაასვენე და ისედაც ძაან ცუდ შთაბეწდილებას ტოვებს გალატასარაისთან ზონა დაკარგა და შედეგიც ვნახეთ . თავად პადოიინის შეფასებაში გეთანხმები მაგრამ კონტეს კრიტიკა არ შეილება იმაში რო კასარესი ან ისლა არ ათამაშა პარმასთან )) ყველამ კარგად ვიცით რეალის სიძლიერი არის ფლანგებზე ) რონალდო, ბეილი, დიმარია და ადვილად გასაგებია ის რო კრაინი მცველები მაქლიმალურად უნდა დაიხარჯონ რეალთან რაც მათი კარგი ფიზ მომზადების ხარჯზე უნდა მოახერხონ .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.