ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” ყოველი მომდევნო მატჩი ფორმის პიკს მაახლოებს ”

მოხარული ვარ , რომ კვლავინდებურად შევძელი მადრიდელთა კარის აღება . პირველ 45 წუთში ფანტასტიურად ვთამაშობდით და დამსახურებულად გავედით წინ . შესვენების შემდგომ კი რეალურად რთული გახდა სიტუაცია მოედანზე , რადგან ბურთს მადრიდელები აკონტროლებდნენ . ბეილთან და რონალდოსთან სისწრაფეში ჭიდილი კი სასიამოვნო არავისთვის იქნება . პარტნიორები ჯერ ჯერობით მუშაონის პროცესში ვართ ურთიერთგაგებასთან დაკავშირებით ,  რომ ჩვენი მოქმედებები მინდორზე კიდევ უფრო მეტად ეფექტური და შედეგიანი იყოს . ვიმედოვნებ შემდგომ და შემდგომ საჯარიმოში ჩაწოდებები გაცილებით ზუსტები იქნება .  ვგრძნობ , რომ შემიძლია უფრო მეტი მივცე ამ კლუბს და ყოველ მომდევნო შეხვედრაში თვითრწმენა იზრდება ჩემში . მეტოქის კართან ცივ სისხლიანად უნდა ვიმოქმედო ხოლმე და ამ მხრივ მუშაობას აუცილებლად განვაგრძობ “ – განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ფერნანდო ლორენტემ .

წყარო : Football Italia

16 thoughts on “ლორენტე : ” ყოველი მომდევნო მატჩი ფორმის პიკს მაახლოებს ”

  1. ნანდოს ისეთი ტაკტიკა დახვდა იუვეში რო მართლაც ჭირდება დრო და იმედია გოლების გატანას დაიწყებს და ასევე თვიოთონაც აღნიშნა დამეც სუ მაგას ვიძახი რო უფრო ცივსისხიანი უნდა გახდეს

  2. 1juve და ტევესისგან რას ითხოვს მეშახტე კონტე იმას თუ ხვდები? ჯორივით არბენინებს ყოველ თამაშში. მცველობას, ინსაიდერობასა და ფორვარდობას ერთიანად ავალებს. აბა დააყენე ფორვარდად და სხვა ზედმეტი ფუნქციებისგან გაათავისუფლე რამდენი გოლი შეაგდოს. თუმცა 7 გოლი პირველ 2.5 თვეში არაა ცუდი შედეგი + რამდენიმე ასისტი. აბა ტრუსინიჩი ავიღოთ, 7 გოლი 2 წელიწადში არ აქვს გატანილი მაგ ფალოსს :D

      1. კი ბატონო არ გაუტანია, მაგრამ სადაც საჭირო იქნება იქ აუცილებლად გაიტანს, თუ კონტეს ხელში გავედით საერთოდ ჯგუფიდან!

  3. არ არის ეს კაცი ბურთის შემნარჩუნებელი, ეს არის ერთი შეხების, ერთი წამის კაცი, რომელიც სულ საჯარიმოში უნდა იყოს და ელოდებოდეს თავის შანსს… ფეხით რომ მოიგერია კასილასმა, ის ამას არ დაურტყამს, მარკიზიომ დაარტყა. ამას ერთი მომენტი ქონდა საჯარიმოში და გაიტანა და კიდევ ერთი მგონი, მაგრამ კასილასი იყო უშეუდარებელესი :) ტევესს რაც ევალება იმას აკეთებს, არა მგონია მწვრთვნელის დავალება არ იყოს საკუთარ საჯარიმომდე ჩამოყევი გუნდსო, თან საკუთარ საჯარიმოში იყოს (რამდენჯერ გამოიტანა ბურთი) თან ბურთი აიტანოს, თან ბურთი შეინარჩუნოს, თან საჯარიმომდე მივიდეს, ფლანგზე ბურთი გაანაწილოს და თან მეკარესთან დახვდეს ბურთს ეგრე არ გამოდის. მაგისთვის ყავთ ლორენტე. ისე ვუჩო მეც მომენატრა. ხასიათების ფეხბურთელია და არ მოწონს ამ ნოვარასთან თამაში და რა ქნას? აი რეალთან მგონი მოეწონებოდა :) თან მგონი ცოტა დებილია, ისეთი უცნაური გოლი შეიძლება გაიტანოს ვერავინ ვერ მიხვდეს

    1. ლორენტეზე გეთანხმები, მარა ტევესისგან მე პირველ რიგში გოლს ვითხოვ, ათიანი რო გაცვია სხვაზე არუცნდა იყოს ლაპარაკი, მუშაობა კაია მარა იუვეს ათიანი მხოლოდ შეტევაზე უნდა იყოს ორიენტირებული

  4. კაი რა, 9 თამაშმა როგორ უნდა გადაწვას ფეხბურთელი?
    რეალში, ბარსაში, ბავარიაში, არ თამაშობენ ფეხბურთელები რომლებიც მთელი სეზონი თამაშობენ თასზეც, ლიგაზეც და ჩემპიონატზეც და არ იწვებიან და ტევესი თუ 9 თამაშით გადაიწვა კარგად ყოფილა მისი საქმე…
    ზოგადად გუშინ ტევეზი თამაშობდა იმას, ცდილობდა ყოველშიემთხვევაში, რასაც აკეტებს მირკო ვიჩინიჩი, მარა არ გამოუვიდა…
    საბოლოო ჯამში კი სასირცხვილო არაა რეალთან ფრე…
    მარტო თანხებს გადახედეთ, ორი ფეხბურთელი ვინც გოლი გაგვიტანა ერთად 200 მილიონი ღირს, ჩვენფან გოლი ვინც გაიტანა ერთი 10 მილიონად იყიდე და მეორე უფასოდ. ბარძალის საწინააღმდეგო არაფერი მაქ და პირიქიტ, ყველაზე ძლიერია ალბათ დრეს იუვეში და სტაბილური, მაგრამ შედარებისთვის ვიტყვი რომ 200 და 300 მილიონიან შეტევის ხაზსს რომ 300 ატასად ნაყიდი ბარძალი ებრძვის რატო გიკვირთ? პლიუს ამას ბუფონიც ალბათ ვეღარაა ის ბუფონი რომ გადაგვარჩინოს… ანუ ბეილის გოლი არ იყო აუღებელი და ზუსტად იგივეს გუშინ კასილასი აიღებდა და უარესებიც აიღო… (ნუ მოაბამტ კუდს რომ ბიფონი არ მიყვარს მე და თქვენ გიყვართ ან მას ვაბრალებ რამეს).
    არც იმათი მესმის ვინც კონტეს წასვლას ითხოვს… კი სირცხვილია, როცა 4 ტურის მერე 3 ქულა გაქ და ჯგუფში ბოლოში ხარ, მაგრამ 6 ტურის მერეც თუ ასე იქნება ამას ჩავთვლი წარუმატებლად და არა დღევანდელს… რეალს მასე ადვილად ვერ უკარნახებს თამაშს ვერავინ…

    1. pintu-ricchio
      რაღაცეებში გეთანხმები :chuvak: ბუფონი კიდე უბრალოდ გუშინ არ იყო ჩვეულ ფორმაში მომაავლში უფრო ამგრად ითამაშებს,, თან ბეილისაც ზუსტი და ძლიერი დარტყმა გამოუვიდა მეორეჯერ აღარ გაუშვებს მასეთს

  5. პირველად მომინდა ვუჩინიჩს რო ეთამაშა, გუშინ გამოჩნდა რო მაგ სტილის მოთამაშე მართლა საჭიროა, ანუ ბურთის მიმღები შემნარჩუნებელი და კაი პასის გამკეთებელი(კაი პასი თვეში ერთხელ მარა მაინც :lool: ) რაღაცა აკლდა იუვეს სეტევას გუშინ და კვალი იყო ეს რაღაცა ტუ ვუჩინიჩი კონტემ გაარკვიოს

  6. თვალში საცემია ლორენტეს პროგრესი.. ცოტა რომ გამართლებოდა ერთს კიდევ გაიტანდა – (კასილასს რო მოხვდა ფეხში)
    მაგრამ ტევესი იყო ძალიან სუსტი, აშკარად გადამწვარია, კონტეს წინა ტურში უნდა დაესვენა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.