ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდო : ” ტურინელები იასპარეზებენ მომდევნო ეტაპზე ”

კრიშტიანო რონალდო დარწმუნებულია , მათთან ერთად ქვე ჯგუფიდან სწორედ ტურინული გრანდი გავა . მიუხედევად იმისა , რომ ბებერ ქალბატონს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ არ მოუპოვებია გამარჯვება , პორტუგალიელის აზრით იტალიის მოქმედი ჩემპიონი იტყვის საკუთარ სიტყვას მოახლოებულ დაპირისპირებებში : ” ” იუვენტუსი ” უდაოდ მრისხანე გუნდია და ვფიქრობ მეორე ადგილს უპრობლემოდ დაიკავებენ . ჩვენის მხრივ უკვე გავიარეთ კვალიფიკაცია და მომდევნო ეტაპზე ვიმყოფებით , რაც ბუნებრივია სიხარულის საბაბს გვაძლევს . პირველ ნახევარში არცთუ ისე წარმატებულად გამოვიყურებოდით და ხშირ შემთხვევაში დაცვაში გვიწევდა მოქმედება . შესვენებისას მწვრთნელმა შეტევისკენ მოგვიწოდა , რაც ვფიქრობ ნაყოფიერად გავაკეთეთ . აქცენტი ფლანგებზე შეჩერდა , რამანც სასურველი შედეგი მოგვიტანა ” .

წყარო : Football-Italia

14 thoughts on “რონალდო : ” ტურინელები იასპარეზებენ მომდევნო ეტაპზე ”

  1. სირცხვილია ასამოაზე საუბარი მაშინ როცა პელუზოზე და დე ჩელიეზე იქაჩები . უკეთესი თუ იქნება ვინმე კი ბატონო და ამ ეტაპზე უალტერნატივოა ტიპი . იჭერს მთელს ფლანგს რაც შეუძლია კი არა თან საკმაოდ საიმედოდ დაცვაში . რასაც თხოვენ იმას აკეთებს ერთი სიტყვით . რეალს მაგისი ფლანგიდან რამე გაეკეთებინოს ამ უაზრო გიფტის გარდა გამახსენეთ ერთი .

    1. ბეილისთვის ხელი მე უნდა შემეშალა? პენალტივით რო დაურტყა ბუფონს? ეს გოლი ვისი ბრალია?
      მარჯვენა ფლანგიდან ერტი ორჯერ შეუტია რეალმა, სულ მარცხენა ფლანგიდან გვიტევდნენ და რონალდომაც კი თქვა ეგერ მეორე ტაიმში სუსტი წერტილი აღმოვუჩინეთო და იქედან ვცდილობდით მიზნის მიღეწევასო, ვის გულისხმობდა შენი აზრით? ბარძალის? ბონუჩის?თუ კასერესს?
      გოლი გაუშვა რონალდომ აფორთხა, მე მაგ თამაშში ასამოაზე ცუდი ფეხბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში ვერ დავინახე და თქვენ თუ იუვეს შემადგენლობაში ასამოაზე ცუდი ფეხბურთელი დაინახეთ კარგად ყოფილა მაშინ იუვეს საქმე

  2. ასამოას პოზიცია არც კრაინი ვინგერია და არც მცველი )) უდინეზეში ცენტრში თამაშობდა და კარგადაც გამოსდიოდა დაუგალავად ასრულებდა შავ სამუშაოს თან დარტყმაც კაი აქვს შორიდან ეხლა აქ რა ქნას ? კარიდან კარში დაარტყას თუ რა ქნას )) არაა ეს მისი პოზიცია განის ნაკრებშიც საკაიფოდ თამაშობს ცენტრში. მარკიზიო რო ათამაშო მარცხენა მცველად იგივეა ეს )) იკარგება ასამოას კაი კაჩესტვები რაც აქვს ამ პოზიციაზე . უდინეში რამდენი გოლი გიტანდა შორეული დარტყმებით ცენტრიდან ერთადერთი რაც მაგ პოზიციაზე შეუძლია აჩვენოს წინ უკან სირბილი )) კრაიზე )) რასაც აკეთებს მეტს ვერც მოთხოვ .

  3. ასამოას არაფერი ისეთი არ უქნია… იმის ფონზე რომ მის წინააღდეგ თამაშობდა მონაცვლეობით რონალდო და ბეილი. ნუ აქ ზოგი იტყვით რომ არაფერ ფეხბურთელი არაა რონალდოო და არც ბეილიო (ფასების გადაჭარბებაში შეიძლება დაგეთანხმოთ) მარა აშკარაა რომ ძლიერია ორივე და დე ჩელიეს მართლაც რომ ძონძი კუკლასავეთ ათრევდა ერთიც და მეორეც… ასე რომ კონტე მაქსიმუმს იყენებს იმათგან რაც ყავს…

  4. აქცენტი მარცხენა ფლანგზე შეჩერდა, სადაც ტურინელების ყველაზე სუსტი წერტილი აღმოვაჩინეთ, უფრო კონკრეტულად ამის თქმა უნდოდა :chuvak:

    1. შენ რას გადაეკიდე ამ ასამოას დაასვენე კაცი ცოტა ხნით მაინც იმდენს იზავ შენ კაცს აფრიკის ტყეში გაქცევისკენ უბიძგებ და სამუდამოდ დაუნგრევ ცხოვრებას (ლოლ)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.