ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წინასამატჩო კომენტარები

მთელია იტალია სულმოუთქმენლად ელის ” იუვენტუსისა ” და ” ნაპოლის ” მოახლოებულ დაპირისპირებას . მატჩისადმი კომენტარები არ დაიშურეს ადამიანებმა , რომლებმაც საკუთარი კვალი დატოვეს ბებერი ქალბატონის ისტორიაში …

ალესიო ტაკინარდი :  ” კვირას ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ორი საუკეთესო კლუბი წარსდგება , რომლებიც ფინიშამდე იბრძოლებენ საუკეთესოს გამოსავლენად . მიუხედავად იმისა , რომ ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლის შემდგომ ემთხვევა , იმედი მაქვს გუნდები მაქსიმუმს გაიღებენ წარმატებისთვის . ვფიქრობ , ის რომელიც წარმატებას მიაღწევს კვირას , ფსიქოლოგიური კუთხით მცირე უპირატესობას იგდებს ხელთ  ” .

ჯონ ელკანი : ” იმედი მაქვს მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას , მაგრამ ამ კითხვით კონტეს უნდა მიმართოთ . რეალი ? გენიალური პირველი ნახევარი ვიხილე საკუთარი გუნდის შესრულებით და კარგი იქნებოდა , რომ მოგვეგო . თუმცა , მთავარია რომ მძიმე კონკურენციის პირობებში ვინარჩუნებთ რეალისტურ შანსებს ჩემპიონთა ლიგაზეც და სერია ა – შიც . იუვე აკეთებს ყველაფერს , რაც მასსზეა დამოკიდებული ” .

მოჯი : ” სიმართლე გითხრათ არ მჯერა გადაღლილობის , რადგან მწვრთნელებს ოთხი დღე აქვთ იმისთვის რომ ფეხბურთელები ფორმაში ჩააყენონ . ფავორიტი არ არსებობს , რადგან დღეისათვის იტალიის უმთავრესი ფავორიტები ასპარეზობენ , რომელთაც ძალუძთ ერთმანეთში გაითამაშონ სკუდეტო . რა თქმა უნდა არ დავიწყებ იმის უარყოფას , რომ დიდი შანსი ნაპოლის აქვს მოსაგებად , მაგრამ არც იუვეს გამარჯვებაზე ვიტყვი გადაჭრით არას . რეალი ? იუვემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა , მაგრამ სიმართლე ითქვას , მადრიდელები შორს არიან იმ სიტყვასთან რასაც ” გუნდი ” ჰქვია . უკანასკნელ სამ დაპირისპირებაში შვიდი ბურთი გაუშვეს , მაგრამ რონალდოს და ბეილს ერთად ძალუძთ მატჩის ბედის გადაწყვეტა წამის მეასედში ” .

 

წყარო : TMW

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
10 years ago

76 მატჩი(სერია ა, ბ, იტალიის თასი , უეფას თასი). 48 მოიგო იუვენტუსმა, 21 ფრე, 7-ში იმარჯვა ნაპოლიმ.
ბურთების შეფარდება 143-55
წელს 50 მინიმუმ უნდა დავაგროვოთ მოგება თუ ლიგაზეც არ გადავეყარეთ ბურთები კი თანახმა ვარ 145-55 იყოს 1:0 მოგებაც კაია თითო თამაშში

lasha naxucrishvili
10 years ago

ეს ვინაა სურათზე ვითომ იუვენტინო :down:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x