ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ბენიტესის სიტყვებმა სერიოზულად დამაფიქრა ”

ანტონიო კონტეს მიაჩნია , რომ ” იუვენტუსსზე ” მეტად , ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნეაპოლიტანური კლუბი განიცდის : ” ” ნაპოლისთან ” მოახლოებული დაპირისპირება ისეთივე მნიშვნელობისაა , როგორც მილანთან , ინტერთან , ფიორენტინასთან და რომასთან , რომელიც უახლოეს პერიოდში გვექნება . მოახლოებულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ჩვენთვის , გამომდინარე იქიდან , რომ პარმასთან მძიმე ბრძოლაში სამი ქულის მოპოვება შევძელით . იმ შემთხვევაში თუ დავამარცხებთ ნეაპოლიტანელებს და შემდგომ ვერ შევძლებთ ” ლივორნოს ” დამარცხებას , პირადად ჩემთვის ამ სეზონს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება . რატომ ? იმიტომ რომ ყოველი მომდევნო მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს . ფრის იმედი არავის აქვს და როგორც ყოველთვის ვამბობ , გაიმარჯვებს ის ვინც უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს ” …

” ბენიტესის სიტყვებს თუ დავუჯერებთ მისი გუნდი 75 % – ით არის მზად , იმყოფება ჩვენთან ერთად ერთ საფეხურზე და სამი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს . გამოდის , რომ როდესაც ისინი 100 % – ით იქნებიან მზად სხვებს უბრალოდ არანაირი შანსი არ ექნებათ .  იმედი მაქვს რაფას ესმის , რომ თუ ისინი ვერ მოახერხებენ წელს სკუდეტოს მოპოვებას , სეზონს ყველანაირი მიზნის მიღწევის გარეშე დაასრულებენ . საქმე იმაშია , რომ ჩვენი გუნდი მთელი 100 % – ით არის მზად და საკმაოდ სწრაფად მოძრაობს და ამიტომ ბენიტესის სიტყვები სერიოზულად მაფიქრებს ” .

” კიელინი ? ჯერ კიდევ არის დრო რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მის თაობაზე ამ თამაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით . თუმცა ოპტიმისტური განწყობის საფუძველი არცთუ ისე დიდია . კასერესის არ ყოფნით კი ფაქტიურად ისევ სამ მცველიან ტაქტიკას ვუბრუნდებით . ეს მოდული აუცილებელ ხასიათს ატარებს ეხლა ჩვენთვის . ტევესი ? სიმართლე ითქვას არ ვარ ნაწყენი რომ არ გამოიძახეს ნაკრებში , რადგან ეხლა მას მეტი დრო ექნება რომ დაისვენოს და გუნდთან ერთად ივარჯიშოს . ზაფხულში ჩვენ გვქონდა შანსი იგუაინიც გაგვეფორმებინა და კარლიტოსიც . დღის წესრიგში არ იდგა გეგმა , რომ არჩევანი მაინც და მაინც ერთ ერთ მათგანზე შეჩერებულიყო . გონსალო უმაღლესი კლასის შემსრულებელია , მაგრამ ის უფრო მეტად მაინც დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედებს , მაშინ როდესაც ტევესი უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა ” .

 

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
10 years ago

მერე ორივე გეყიდა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x