ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” რომ არა კონტე … ”

ფერნანდო ლორენტე … ფეხბურთელი , რომელიც დაცემის შემდეგ აღსდგა … მის ტრანსფერს დადებითად შეხვდნენ , თუმცა პირველი დღეების შემდეგ გაჩნდა რეალური ეჭვი ჩაჯდებოდა თუ არა იგი კალჩოს რიტმში , გაუძლებდა თუ არა აპენინურ დატვირთვებს და ყველაფერი იმ მიმართულებით მიდიოდა , რომ იგი ელჯერო ელიას , ნიკალას ბენდტნერის და სხვა ასეთი ფეხბურთელების რიცხვს შეუერთდებოდა , მაგრამ მოხდა შემდეგი რამ : ” მომეცა საშუალება გამოვსულიყავი მოედანზე . კუალიარელასა და ვუჩინიჩის ტრავმამ ხელი შემიწყო და შევეცადე ეს შანსი საუკეთესო კუთხით გამომეყენებინა . ერთი სიტყვით მომეცა საშუალება ჩავრთულიყავი თამაში . წუთები უკვე ჩემს სასარგებლოდ მუშაობდა და ყოველი მომდევნო დაპირისპირება მაახლოებდა ფორმას ” …

მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ . რა მოხდა ზაფხულში ?

” მოხდა ის რაც ვფიქრობ ბუნებრივია , სხვა ქვეყანა , სხვა მენტალიტეტი , ახალი თანაგუნდელები და პლიუს დატვირთვები , რომელიც აქამდე თვალითაც არ მინახავს . წინასასეზონო შეკრებაზე თითქოს დიდ ენერგიაზე შევხვდი , ვგრძნობდი ძალას საკუთარ თავში , მაგრამ ის რაც იტალიაში მელოდა ნამდვილად აღემატებოდა ჩემს მოლოდინს . შტატებში ყოფნისას რაღაც ეპიზოდში თავი მთლიანად ამოწურულად ვიგრძენი . ასეთ დროს კი როდესაც ფიზიკა უკან იხევს , თავიც იტვირთება . ეჭვები მღრნიდა შინაგანად , მივიღე თუ არა სწორი გადაწყვეტილება აქ გადმოსვლით და საერთოდ საკუთარ თავზეც … “

თუმცა არც ბიელსას აკლდა ინტენსიურობა ატლეტიკში მუშაობისას …

” გეთანხმებით , ეს ის ადამიანია რომელიც სუნთქვას ფეხბურთით და დღეში სამ სამი საათითაც კი გვიწევდა ბაზაზე ყოფნა , მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგიური ხასიათების წვრთნები იყო ვიდრე ფიზიკური . დიდხანს ვახდენდით კონცენტრირებას ერთ კონკრეტულ მოძრაობაზე და შემდგომ ხანგრძლივ პაუზას ვაკეთებდით . ბიელსა ფაქტიურად აცარიელებდა შენს თავს , როდესაც საათობრივ ვიყავით მოედანზე და არ გვეძლეოდა საშუალება გადავრთულიყავით სხვა რამეზე . აქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია , მოთხოვნები პირდაპირია და დატვირთვებიც უსაზღვროდ დიდი , რამაც თავდაპირველად სერიოზული პრობლემები შემიქმნა ” .

როგორ დასძლიე კრიზისი ?

” შრომის შედეგად და პლიუს ნდობის ფაქტორი გარშემომყოფების მიმართ . ამასთან ერთად ყოველდღიურმა რითმაც თავისი გაიტანა და ფაქტიურად გადატვირთვის ეფექტი მოიტანა . შეხვედრებმა კი უკვე ყველაფერი თავისთავად გააკეთეს ” .

ფიქრობდი ტურინის დატოვებას ?

” ეჭვი მეპარებოდა და თან საკმაოდ . ყველაფერთან ერთად კონკურენციაც დიდია , აქ ხომ ხუთი ფორვარდი ირიცხება თანაბრად მაღალი კლასის . მაგრამ ამ წერტილამდე არ მივსულვარ , პრესამ კი თავისი ზღაპრების შეთხზვა დაიწყო . მთავარი იყო თავი არ დამეღუნა და გამეგრძელებინა პროგრესირება , შრომა კი ყოველთვის ფასდება ” .

კონტე ? რას გეუბნებოდათ ?

” შემენარჩუნებინა სიმშვიდე . იმას რომ აქ პლატინისაც და ზიდანსაც გაუჭირდათ , რადგან კალჩო ურთულესი პირველობაა და ადაპტირებისთვის გარკვეული დროა საჭირო . ის ელოდა ამ ყოველივეს , თავდაპირველად ცუდს , ხოლო შემდგომ კარგს . ის მუდამ თან მედგა ” .

მასაც ეპარებოდა შენში ეჭვი ?

” ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ , რადგან მე ვერ გავცემ პასუხს კონტეს ნაცვლად . შესაძლოა , არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტს , რადგან იყო ეპიზოდი როცა მართლა ძალიან გამიჭირდა . მართლა ვერ ვცნობდი საკუთარ თავს , არადა შინაგანად მაინც არსებობდა რწმენა . რეალთან დაპირისპირების წინ , მან დეტალურად ამიხსნა ის ფსიქოლოგიური პრობლემები რომელსაც გასულ სეზონში წავაწყდი ესპანეთში ყოფნისას . ანტონიო კარგად იყო გარკვეული ჩემს ადრინდელ პრობლემებში , რადგან გასული თვეების მანძილზე არა ერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ” .

” გაეთრიე აქედან ! “ – შედეგად ისმის სიცილი ჰოლში სადაც ლორენტე ჟურნალისტს ესაუბრებოდა . დარბაზში პეპე რეინა გამოჩნდა , რომელიც ნანდოსთან ერთად ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა : ” სან პაულოზე შევხვდებით ” – პასუხობს ლორენტე იტალიურად – ” კარგი გოლი იყო ფერ , კარგი თუმცა დასანანია რომ თამაშგარედან “ … ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე როგორც ჩანს იუვე – ნაპოლის დაპირისპირება აქტუალურ ხასიათს ატარებდა …

აქ არიან ადამიანები , რომლებიც სერია ა-ს მოსაწყენ პირველობას ეძახიან …

” მე კი ვამბობ რომ ტაქტიკური ჭიდილი მოსაწყენი სრულებითაც არ არის . აქ გოლის გატანა გაცილებით რთულია ვიდრე ესპანეთში . აპენინებზე ხუთი ფეხბურთელით იცავენ ხოლმე თავს და საჰაერო ორთაბრძოლებში ყველა პირველობისთვის იწევს , რაც პრიმერასთვის არა დამახასიათებელია ” .

რომამ საწყის 10 შეხვედრაში იმარჯვა , მაგრამ ორ უკანასკნელ მატჩში დათმო პოზიციები და უკვე ერთ ქულიან რადიუსში იმყოფება …

” ეს იმიტომ რომ იუვე არასოდეს ნებდება და სიმართლე ითქვას , არც არასოდეს გაქცეულან ისე შორს მეტოქეები . დღეისათვის ხომ საერთოდ , უკვე მომდევნო ტურში არის იმის საშუალება რომ ჩემპიონატს ლიდერი შეეცვალოს ” .

უძლიერესი კლუბები …

” ჯგუფია ასეთი გუნდების . საშუალოზე მაღალი კლასი აქ დიდია : ნაპოლი , რომა , ფიორენტინა , ინტერი … ფლორენციელები განსაკუთრებით . მიხარია რომ მათთან ქულათა სხვაობა 7 -ია , რადგან ძალზედ მესიმპატიურება მონტელას სათამაშო სტილი . ვფიქრობ , სწორედ აქ ჩანს სერია ა-ს სიმბოლურობა , კალჩოში ადვილია ქულების დაკარგვა რადგან იოლად არავინ არაფერს დაგითმობს , მიუხედავად იმისა თამაშობ თუ არა კარგად ” . 

ვინ გაგაკვირვა იუვეში ყველაზე მეტად ?

” არა ერთია ასეთი და მათ მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე . იტალიელების დიდი რაოდენობა იძლევა საშუალებას ჯგუფის შიგნით კარგი სიტუაცია შექმნას , რაც ეხმარება ახალწვეულებს სწრაფ ადაპტირებაში . თუ მაინც ერთია გამოსარჩევი , მაშინ პირლო . ხარისხი შორიდანაც ნათლად ჩანს , მაგრამ წვრთნების დროს მასთან ერთად ყოფნა ერთი სიამოვნებაა . ყოველდღიურად მას რომ უყურებ , უკვე აღარ გიკვირს გოლები საჯარიმოდან . ის იმეორებს ამ დარტყმებს მუდმივად … უზუსტესი მიზანი გააჩნია და სულ ასე ასრულებს სტანდარტებს ” .

პოგბა ?

” მასსზე გაცილებით მწირი ინფორმაცია მქონდა . ერთხელ თვალყური ვადევნე მის ასპარეზობას არსენალის წინააღმდეგ , როდესაც იუნაიტედის ღირსებას იცავდა . შემდგომ იყო იუვენტუსის შეხვედრები გასულ სეზონში … მაგრამ აქ ყოფნისას უკვე რეალობად იქცა ის ფრაზები რასაც მისი მისამართით ისროდნენ . მას ყველაფერი აქვს იმისათვის , რომ ნამდვილი სენსაცია მოახდინოს საფეხბურთო სამყაროში ” .

 

წყარო : La Gazzetta dello Sport

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shota cinadze
10 years ago

ნანდო შენი იმედი მაქ .. მაგრად მევასები მაგარი იგროკი ხარ.. უნდა შეყაროო გოლებიი … :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
10 years ago

აუ როგორ მეჯავრება ნაპოლი

kaxa dvali
10 years ago

აი ესე რა რა კარგი ინტერვიუა, ბევრი თარგმნეთ ბიჭებო… გაიხარეთ :)

Gio Darja
10 years ago

რეინა, ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰა ?

irakli28
10 years ago
Reply to  Gio Darja

:lool: :lool: :lool: :lool: :lool: სგ კაი იყოო :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  Gio Darja

:lool: :lool: :lool: :lool:

david alkhanishvili
10 years ago

პოგბა არის მსოფლიოს ერტ ერთი მარგალიტი,ალბათ 5 თუა ასეთი მშოფლიოში და ერთი ჩვენ გვყავს და ძალიან მიხარია,იმიტომ არ ვამბობ რომ ჩვენია მარა მართლა მაგარია ეს შობელძაღლი :modee:

neko_neko.
10 years ago

ისემც რეინას რა ვუთხარი რაც ეგ გოლი თამაშგარე იყო

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x