ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ავსტრალია მუდამ იქნება ჩემთან ”

” ავსტრალია უბრალო ადგილი არ გეგონოთ , ეს სულის კეთილდღეობის მდგომარეობაა “ – საუბრობს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ალესანდრო დელ პიერო . მისი კარიერის და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდების დეტალები სულ მალე გახდება გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი . გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წიგნიდან : ” ავსტრალიამ გადამტვირთა და ყველაფერი ის მომცა რაც ასე ძალიან მესაჭიროებოდა . ტურინიდან წასვლის შემდგომ უამრავი წინადადება მივიღე , იმაზე მეტიც კი ვიდრე ველოდი . უმეტესობა მათგანი სხვათაშორის აპენინებიდან იყო რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა . ერთ დროს მე მათი დაუძინებელი მტრის კაპიტანი ვიყავი და შესაძლოა ჩემი გადაბირებით ცდილობდნენ შური ეძიათ და ზიზღი გამოეწვივნათ ჩემში იუვენტუსის მიმართ . მაგრამ ასეთი რამ მე ხომ საერთოდ არც კი გამიკრავს გულში . წარსულს ვერ წარშლი და მე ხომ საერთოდ არ ვიზამდი ამას ” …

” ყოველთვის ვიძახდი , რომ არ ვიასპარეზებდი სხვა იტალიურ კლუბში და სიტყვა პირნათლად შევასრულე . ეხლა კი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყოფა მანამდე და ავსტრალიის შემდგომ . პირველივე დღიდან , აეროპორტშივე გულშემატკივრები ისე დამხვდნენ როგორც არამარტო ფეხბურთის ლეგენდას , არამედ როგორც გენიალურ სპორტსმენს  , რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე . როცა მოგიაზრებენ ავსტრალიური პროგრესირებადი ფეხბურთის სიმბოლოდ , სახუმარო საქმე არ არის . კარიერის მიწურულს ბევრი ამაზე ვერც იოცნებებდა ” .

წყარო : Football-Italia

2 thoughts on “დელ პიერო : ” ავსტრალია მუდამ იქნება ჩემთან ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.