ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” კონტე ბრწყინვალე ფსიქოლოგია ”

Tuttosport – თან საუბარში ჯორჯო კიელინიმ ანტონიო კონტეზე ისაუბრა : ” ვფიქრობ გუნდისთვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ყველაზე რთული ასპექტია მწვრთნელისთვის , მაგრამ ამ მხრივ ანტონიო გაუმეორებელია . მას შედეგი კონკრეტული პირობებით გამოაქვს : სიტუაცია , საჭიროება და ადამინურობა . ვიღაცისთვის რომ აზრის მიტანა დაჭირდეს , ლაპარაკი არ არის აუცილებელი . ზოგჯერ ერთი გამოხედვითაც მიხვდები ყველაფერს . არ მეგონა რომ ასე სწრაფად შესძლებდა გუნდის ჭაობიდან ამოყვანას . მძიმე პერიოდი მაქვს განვლილი ტურინში , თავისი მეშვიდე პოზიციებით და კალჩიოპოლებით , თუმცა პირველი მათგანი უფრო საშინელი იყო . მაგრამ დაბრუნდე , მოიპოვო სკუდეტო და თან ისე რომ ერთი მატჩი არ დათმო , უნიკალურია ! დღეისათვის დავალება კიდევ უფრო რთულია , გვაქვს შანსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად მოვიპოვოთ სკუდეტო ზედიზედ მესამედ ” .

” კონტეს აქ ყოფნის პერიოდს რომ გადავავლოთ თვალი , ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თუ გვსურს უფრო მეტის მიღწევა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ ” .

” დაცვა ? როდესაც გუნდი წესრიგშია , უკანა ხაზი ბეტონის კედელს მაგონებს და ამიტომ არ ღირს კრიტიკის ქარცეცხლში ჩვენი გატარება . ვფიქრობ სეზონის პირველ ეტაპზე , გუნდი მოდუნებული იყო და შედეგად რამდენიმე შეცდომამ ასევე რამდენიმე დაუმსახურებელი ბურთი გამოიწვია ჩვენს კარში . რაც არ უნდა იყოს , გამაოგნებელი კოშმარის შემდეგ რომელიც ფლორენციაში დაფიქსირდა , კარგი სერია მოვაწყეთ ” .

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
10 years ago

აუ რა კაცი გაუშვა კონტემ.რა მაგრად მევასება ჯაკრინი და მაგრდაც თამაშობს

ALLENATORE
10 years ago

რანოკიას და ოგბონას მცველობა მმმ მეე )) ვერ ექანება ეს ოგბონა რაში გადაუხადეს 14 მილიონი ტორინოს )) მცველები აგარ ყავს იტალიას ისეთი როგორიც ადრე ყავდა )

arseni
10 years ago

ჯუზეპე როსის მეიმედება მომავალ მუნდიალზე – პატარა გენიოსია

vaxo turqadze
10 years ago

ვა,მონტოლივოა ამ ნაკრებში კაპიტანი :D

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x