ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” შავ თეთრი მაისური ჩემთვის ყველაფერია ”

არტურო ვიდალმა თავისი პირველი ჰეთ-რიკი გაიფორმა დანიელებთან , საკუთარი კარიერის მანძილზე . ტურინელებმა 3-1 სწორედ ჩილელის წყალობით სძლიეს : ” ეს გახლავთ ჩემს კარიერაში პირველი შემთხვევა და ბურთს აუცილებლად სახლში წავიღებ და შვილს ვაჩუქებ . იგი იხილავს თუ როგორ ვთამაშობდი ამ შეხვედრაში . იყო თუ არა ნერვიულობა მატჩის წინ ? მცირეოდენი თუმცა ვაცნობიერებდით მის მნიშვნელობას და იმას , რომ გამარჯვებისთვის ნებისმიერი ხერხით უნდა მიგვეღწია . ვფიქრობ საკმაოდ ხარისხიანად ვასპარეზობ და ამის გამო ბედნიერი ვარ . ჩემთვის მნიშვნელოვანია ბიანკონერის მაისურის ტარება და ვცდილობ ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო მისთვის . ჯერ ჯერობით მეკარის პოზიციაზე არ მითამაშია , მაგრამ მწვრთნელს შეუძლია იქაც გამომცადოს ! იმის საშიშროება , რომ კლუბთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ საშინლად მიზერულია . ხელშეკრულებას ხვალევე მოვაწერდი ხელს , უბრალოდ გუნდის მოქმედებას ველოდები ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

ჯერ ჯერობით მეკარის პოზიციაზე არ მითამაშია, მაგრამ მწვრთნელს შეუძლია იქაც გამომცადოს!

ამას სჭირდება ასეთი ფაქტი:
კონტეს სამივე ცვლილება უნდა ჰქონდეს გაკეთებული (რაც ფაქტიურად წარმოუდგენელია) და ბუფონი გააგდონ :lool:

მაგარი გვაჩუქა ეს რუდი ფიოლერმა… მიუნჰენის ბაიერნს ესეც რომ ყოლოდა ხო საერთოდ რა . . . :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x