კონტე : ” დამსახურებული გამარჯვება ”
” საინტერესო და დამაინტრიგებელი მატჩი გამოდგა , რომელშიდაც ერთი თავს ესხმოდა , ხოლო მეორე ორგანიზებულ კონტრ იერიშს ახორციელებდა და ამასთანავე მიზანი ორივესთვის ერთი იყო – გამარჯვების მოპოვება . მოხარული ვარ , რადგან გვსურს გამარჯვების მოპოვება და მიზანს მივაღწიეთ . ჩემი შეგირდები გადასარევად გამოიყურებოდნენ და არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც , რომ უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე მესამე მატჩი გავმართეთ “ – საუბრობს ანტონიო კონტე ჟურნალისტებთან მატჩის დასრულების შემდეგ …
” თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია , რადგან ლივორნოსთან რომ არ მოგვეპოვებინა გამარჯვება , რომა და ნაპოლი ჩვენზე წინ იქნებოდნენ . ბრწყინვალე ჩემპიონატია , სადაც ფეხის დაცდენა ყოველ მომდევნო დაპირისპირებაში ძალზედ რეალურია . ველოდებოდი უკანასკნელ ათ წუთს , მანამ სანამ შეგირდებს მაქსიმალურ სიჩქარეზე გადავრთავდი . გავრისკე როდესაც ცენტრში პოგბა და ვიდალი გადავწიე ხოლო ფლანგზე მარკიზიო დავტოვე . თამაშის ბლოკირებას წააგავდა ეს მანევრი და მცდელობას გვეასპარეზა სამი ფორვარდით . ნულსა და ერთს შორის დიდი სხვაობა არაა , თუმცა ნოლსა და სამს შორის განსხვავება დიდია . ჭრილობა რომელიც ფლორენციაში გაგვიჩნდა , უნდა გაგვექროს . მატჩში სადაც ვდომინირებდით მეორე ტაიმში ოთხი ბურთი გავუშვით . სწორედ ამ ფაქტმა გამოგვაფხიზლა . მაგრამ არ მსურდა დამარცხება , ეს საოცრად მაღიზიანებს . თუმცა თუ ამ ფაქტმა დადებითი შედეგი გამოიღო ჩემი შეგირდებისთვის , დაე იყოს ასე . რაც არ უნდა იყოს იმ ნოკაუტიდან ასე ადვილი არაა გამოსვლა …
მესამე წელიწადია ერთად ვმუშაობთ და რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანს ვაშენებთ თამაშის მანერის და მენტალიტეტის კუთხით . გუნდი ყოველთვის გამარჯვებაზეა ორიენტირებული , ზოგჯერ ეს გამოდის ზოგჯერ არა . საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი , რომ ზედიზედ მესამედ რთული იქნება გამარჯვება , მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ ამისთვის . ჩვენმა ტიფოზერიამ ასევე გაიაზრა წლევანდელ სეზონში გამარჯვების ფასი ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი