ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “პირლოს გარეშეც ჩვენს თამაშს ვითამაშებთ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი ანდრეა პირლოს ტრავმის შემდეგ არ ფიქრობს, რომ ანტონიო კონტე გუნდის თამაშს რადიკალურად გადააწყობს : “პირლო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, საოცარი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, რომელიც მის პროფესიონალიზმს ყოველდღიურად ამტკიცებს.საბედნიეროდ, გუნდში არიან მაღალი დონის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მისი ადგილის დაკავება და არა მგონია, ჩვენი თამაში უახლოეს შეხვედრებში განსაკუთრებულად შეიცვალოს.”უდინეზესთან” მოპოვებული 3 ქულა ? – მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ბოლო წამებზე გატანილი გოლი საოცრად ემოციური იყო.უდინელებმა დაამტკიცეს, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას კვლავაც ინარჩუნებენ.ფრიულის ბინადრებმა შემოგვიტიეს კიდეც, მაგრამ ბუფონმა გადაგვარჩინა.”

“იუვენტუსი” ზედიზედ 6 მატჩია გოლს არ უშვებს : “სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი გოლი გავუშვით, ეს ალბათ კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია, გარდამტეხი ალბათ “ფიორენტინასთან” მატჩი გამოდგა, ამ შეხვედრამ გამოგვაფხიზლა.კარგი დაცვა – ტიტულების მოსაგებად მთავარი ფუნდამენტი უნდა აღმოჩნდეს.სკუდეტოზე სუაბარი ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია, ყველაფერი წინაა.სტარტი საოცარი ჰქონდა “რომას”, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ და მათ არ ჩამოვრჩით.ახლა ლიდერი “იუვენტუსია”, “ჯიალოროსი” კი მდევარი.”

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

ახლა ლიდერი “იუვენტუსია”, “ჯიალოროსი” კი მდევარი :love: :love: :love: :love:

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  d a v i d

:chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :up: :up: :up: :up: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x