ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” უფრო მეტად ცივ სისხლიანები მეტოქის საჯარიმოში ”

” პროდუქტიულად ვიასპარეზეთ . თითოეულმა იცის თუ სად როგორ უნდა იასპარეზოს და როდესაც ფეხბურთელების ასეთი არჩევანი გაგაჩნია , საქმე უფრო იოლი ხდება . ყველაზე სასიამოვნო იცით რა არის ? ” – საუბრობს კონტე ” ბოლონიას ” დამარცხების შემდგომ მასმედიის წარმომადგენლებთან : ” ხუთი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი შევცვალე , თუმცა კლუბი განაგრძობს იმავე დონეზე ასპარეზობს . უკლებლივ ყველათი ვარ კმაყოფილი და დარწმუნებული ვიყავი მოედანზე ვინც არ უნდა გამომეშვა , ისინი წარმოაჩენდნენ საუკეთესო კუთხით საკუთარ შესაძლებლობებს . წვრთნების დროს ყოველი მათგანი თანაბრად ემზადება , რადგან მატჩის წინ ყველანი სრულ მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდნენ ” … 

” 0-1 ის დროს , როდესაც გაქვს მომენტი უნდა გათიშო მეტოქე , რადგან მატჩის მიწურულს შეიძლება სიტუაცია აირიოს . გაიხსენეთ ლორენტეს ეპიზოდი , რომელსაც ჰქონდა მანევრირებისთვის სივრცე და შემდგომ ეპიზოდი , როდესაც მეტოქე კონტრ იერიშზე წამოვიდა და შეეძლო გაეტანა … ეს იყო რისკი რომელიც მიგვიყვანდა იმედგაცრუებასთან ” .

” ფერნანდომ ბრწყინვალე პროდუქტიულობა აჩვენა დღეს , მიუხედავად იმისა რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა . ბურთის კონტროლის მხრივ ყველაფერი რიგზეა თუმცა მოუწევს ბოლო ასპექტზე მუშაობა , რადგან სწორედ ის უნდა იყოს გუნდის მთავარი ბომბარდირი და მასზე უნდა აეწყოს ტაქტიკა . კუალარელათითაც კმაყოფილი ვარ , რომელმაც კარგი 70 წუთი ჩაატარა . ვუჩინიჩიც კარგად იბრძოდა მანამ სანამ მოედანს დატოვებდა ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

1 thought on “კონტე : ” უფრო მეტად ცივ სისხლიანები მეტოქის საჯარიმოში ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.