ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” ” იუვენტუსი ” ერთიანი მექანიზმია ”

გამომდინარე იქიდან , რომ ანტონიო კონტე არ საუბრობს პრესის წარმომადგენლებთან , რადგან მისი სახელი კვლავ დაუკავშირდა პრესის ფურცლებზე კალჩოკომისიის საქმეს , მატჩის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა შეხვდა : ” ერთ ერთი აუცილებელი რამ კლუბის მხრიდან არის , ის რომ მწვრთნელს მისცეს მშვიდად მუშაობის საშუალება . ანტონიო ძალზედ გულნატკენია იმ ფაქტით რაც პრესის ფურცლებზე იბეჭდება . ის უკვე საკმაოდ დაისაჯა , როდესაც ინფორმაციის არ გავრცელების გამო სასამართლომ დისკვალიფიკაცია შეუფარდა . კონტე დიდი სიყვარულით ასრულებს საკუთარ საქმეს და კლუბი იზიარებს მის პოზიციას . ვნებათაღელვა ანგარიშის გათანაბრების შემდგომ ? ეს ატალანტას დამსახურებაა . ჩვენ სულით მებრძოლ და გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდს ვქმნიდით ბოლო სამი წლის მანძილზე , რომელსაც ელემენტს ელემენტზე ვუმატებდით . ორმა ახალმა ფორვარდმა გაამართლა გაცემული ავანსები , მაგრამ არ ღირს იმ მოტივაციის დავიწყება რაც გუნდში სუფევს . ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი კი ანტონიოა . ვუჩინიჩი ფორმის აღდგენით არის დაკავებული და იუვენტუსის წევრია . იმ შემთხვევაში თუ იქნება ვინმეს მხრიდან წასვლის სურვილი ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს . ნაინგოლანი ? იგი იდეალურად ჯდება კონტეს სქემაში , მაგრამ ვიდალი არსად არ წავა ! ხოლო კალიარის მოთამაშე ჩვენს სატრანსფერო გეგმების არ შედის ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
FeNoMeNo-9
11 years ago

ესეიგი ვუჩინიჩი და მატრი გენატრებათ ხო? :D ანდა რა ლოგიკით თამაშობდა შარშანდელი და იმის წინანდელი იუვე უფრო სანახაობრივ ფებხურთს ვიდრე ამ ფრომაციის გუნდი? კონტეს მოსვლის პირველ წელს იმენა ჯახირითა და რასაც ქვია ნახევარდაცვის ხარჯზე მოვიგეთ სკუდეტო + მილანის გაუაზრებელი თამაშით სეზონის ფინიშზე. წინა სეზონში კი ვიდალის დიდი მეცადინეობით გავიმარჯვეთ ძირითადად სერია A-ში. არ გახსოვთ სეზონის გადამწვეტ ეტაპზე ზედიზედ 4 შეხვედრა მოგვაგებინა, სადაც 5 გოლიდან 4 მის ანგარიშზე იყო. თავდასხმის როლი იყო ფაქტიურად ნულის ტოლი, ხოლო ვუჩინიჩი თამაშობდა უსაზიზღრეს ფებხურთს და გულშემატკივარს თავი მხოლოდ ჩახდილი ტრუსით დაამახსოვრა!!! და წელს რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით?? რა და ის, რომ როგორც იქნა გვეღირსა… Read more »

11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

აქ ასეთი ლოგიკაა: ტევესის ჰეტრიკი მერე რაა, სასუოლოსთან ყველა გაიტანს,სკუდეტო ყელში ამოვიდა და + თურმე 2 წლის წინანდელი იუვე უფრო ძლიერი და სანახაობრივი იყო… ვინმეს შეიძლება დელ ნერის იუვეც ენატრება, მარა იუვეს ბალეშიკებს ნაკლებად, აი დანარჩენ გუნდებს და მათ გულშემტკივრებს ალბათ მართლა ენატრებათ დელ ნერის იუვე ლიგაზე კი რომ არა ამინდი და მოხნული მინდორი, იუვე იქნებოდა დღეს შემდეგ ეტაპზე (იუვეც და იტალიის ნაკრებიც ყოველთვის ბოლო ტურებში წყვეტდა ჯგუფიდან გასვლის საკითხს) და გალას რომ ვერ მოვუგეთ ის მატჩი ნახეთ სად გაათანაბრეს ტურინში, თუნდაც ტურინული მატჩის მომენტები გაიხსენეთ რეალთან და მადრიდული მსაჯობაც გაიხსენეთ… უბრალოდ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ ბოლო ტურში და ის არ… Read more »

giorgi nefaridz
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ჩემ გულში ზიხარ რა ძმა :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x