ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე თავის შეგირდებს “რომასთან” ტრიუმფალური გამარჯვების დავიწყებას და “კალიარისთან” ურთულეს მატჩზე ფიქრს სთხოვს.ბიანკონერები სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის აზრით, მოდუნების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა : “სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ.”რომას” დამარცხება უკვე წარსულია, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, მოტივაცია და ყურადღება აუცილებელია.”

ეპითეტი “სახიფათო” – ყველაზე მეტად შეესაბამება “კალიარის”, მიუხედავათ სეზონის სტარტზე საკადრო პრობლემებისა, არგენტინელი სპეციალისტის, დიეგო ლოპესის შეგირდებმა ფეხზე წამოდგომა მოახერხეს და ახლა პირველი ათეულისთვის იბრძვიან : “სარდინიელებს რთული, შეუპოვარი გუნდი ჰყავთ.გასულ სეზონსი საუსა და იბარბოს აქტიურობის შედეგად საკუთარ კარში პენალტი და გოლი მივიღეთ.ბევრი იტალიური გუნდი ვერ დაიკვეხნის ძლიერი ნახევარდაცვით, რომლის ლიდერი კონტია და დაცვით, რომელსაც სკუადრა აძურას ფეხბურთელები ამაგრებენ.ხვალ რთულ დაპირისპირებას ველი, მოედანზე ორი ძალიან მებრძოლი გუნდი იქნება.”

დაახლოებით ოთხმოცი წლის შემდეგ გუნდს აქვს შანსი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების მხრივ რეკორდი დაამყაროს, თუმცა კონტეს გაცილებით მაღალი მიზნები აქვს : “რეკორდები იმიტომ არსებობენ, რომ ვიღაცამ ისინი დაამყაროს და მოხსნას.მშვენიერ ფორმაში ვართ, წლევანდელმა წარმატებებმა გასული სეზონები უნდა დაჩრდილონ.ზედიზედ ათი გამარჯვება მოვიპოვეთ, ხვალ კი “იუვენტუსის” ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა უნდა დაიწყოს.”

გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ანდრეა ბარძალი დააკლდება, მის სავარაუდო შემცვლელად კი ურუგვაელი მარტინ კასერესი სახელდება : “კასერესი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა ძალუძს, თამაშობს იქ, სადაც საჭიროა.პეპე ? – ყოველ ვარჯიშზე უმატებს, ძალიან მიხარია მისი დაბრუნება.ფეხბურთი ძალიან უყვარს და მისგან სიამოვნებას იღებს, ჩვენ კი სიმონეს დაბრუნებით კიდევ უფრო სახიფათონი გავხდებით.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sulxani xajomia
10 years ago

კონტე მოტხოვე ბრუციან მაროტას და ანიელის 3 ფეხბურტელი და დააბრუნე გუნდში გაბბიადინი ბოაკიე 1 მოვიდეს ლამელა ანდა ლუკასი 2 კვენტრაო 3 კუვადრადო ან მანჯუკიჩი წავიდნენ პადოინი მირკო ქვალი გოვინკო პეპე პელუზო დე ჩელიე ეგენი მე ვინ მეკითხება ტორე ბარზალისაც გაუშვებდი გუნს უნდა ახალი სტიმული მაგალითად გვარდიოლამ რო გაუშვა ლიდერები ბარსადან და ბავშვები დააყენა რონალდინიო დეკო მარქეში ჩვენც გვყავს მარონე იმობილე გაბბიადინი ბოაკიე მიეცეს ამატ შანსი ლეალი თასებზე დააყენოს კარში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x