ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერარდიმ “მილანის” წინააღმდეგ მატჩში პოკერი შეასრულა

“ეს დღე არასდროს დამავიწყდება” – დომენიკო ბერარდი ამჟამად 19 წლის, 5 თვისა და 11 დღისაა.გუშინ საღამოს მან “მილანის” წინააღმდეგ პოკერი შეასრულა და მის გუნდს სენსაციურად 3 ქულა მოაპოვებინა.სერია A – ს ისტორიაში საუკეთესო შედეგი სილვიო პიოლას ეკუთვნის, მან პოკერი 18 წლის, 1 თვისა და 24 დღის ასაკში გაიფორმა.ამ დღის შესახებ ახალგაზრდა ფორვარდი ნამდვილად მოიყვება საკუთარ შვილიშვილებს, მონათხრობი, სავარაუდოდ ასე დაიწყება, “როსონერის” იმ დროს გავუტანე ოთხი გოლი, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი ოცი წლის, მაისური კი არც მეტი არც ნაკლები, რიკარდო კაკას გავუცვალე.ჟურნალისტებთან კი მატჩის შემდეგ დომენიკო გამოტყდა, რომ კაკას მაისურს იგი მეგობარს გადასცემს, შეხვედრამდე ჰქონდა მიცემული პირობა.

საფეხბურთო სამყაროში დომენიკო ბერარდი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა.საფეხბურთო სკოლაში კი ძმასთან, ფრანჩესკოსთან ერთად მივიდა.იმ მომენტისთვის “სასოულოს” ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ლუჩანო კარლინომ ბერარდის დიდი ყურადღება მიაქცია და მას შემდეგ, იგი მწვანე მინდორს არ ჩამოშორებია.

რამდენიმე წლის შემდეგ დომენიკო ტურინის “იუვენტუსის” სკაუტებმა შენიშნეს.ზაფხულში ფაბიო პარატიჩიმ ბერარდის უფლებათა პაკეტის ნახევარი ლუკა მარონეს არენდაზე გაცვალა.ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბიანკონერების იმედები ნაწილობრივ უკვე გაამართლა : მან პირველი ქულები დააკარგვინა “რომას”, გაუტანა რა გოლი ბოლო წუთებზე და ანგარიში გაათანაბრა.ბერარდი როგორც იქნა დაბრუნდა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში, დისკვალიფიკაცია მან U19 ნაკრებში მიიღო მას შემდეგ, რაც აეროპორტში შეემთხვა უხერხული ინციდეტი, რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე.U21 ნაკრებში ახალგაზრდა ტალანტზე დიდ იმედებს ამყარებენ, ტრიბუნებიდან კი მას, რაც მთავარია, ჩეზარე პრანდელი დააკვირდება.

არავინ იცის, როგორ გაგრძელდება დომენიკო ბერარდის კარიერა, თუმცა, ერთი ფაქტია, ტალანტი და ნიჭი ამ ფეხბურთელს ნამდვილად აქვს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
10 years ago

ბერარდი პროგრესი სახეზეა ძან მაგარი ბიჭია მარტო გოლებია არა ძან კაი დარტყმას ფლობს და ასევე თამაშის კაი მანარა გაჩნია და იმედია პროგრეს გაგაძელებს!პარატიჩი-მაროტა ბრმა უნდა იყო ამთ რო არ დაინახო ბერარდი-გაბიადინი-ბოაჩი-ძაძა-იმობილე-ფ.როსი,იტალიაში მომავლის ფეხბურთელებათ ითვლებიან და იუვე ყველას თანამფლობელობაშია და ამხალხის დამასახურება

10 years ago

მილანი შეეცდება მის ყიდვას ყველა ვარიანტში… და იმედია არ გაყიდიან და დაიბრუნებენ… თუმცა ჯერ უნდა იყოს იქ სადაც არის, იუვეში არ მოუწევს თამაში სავარაუდოდ და გაფუჭდება

ალეკო კოკაია

მიდი შებერე,მომავალი ალე ხარ :forza: :forza: :forza: !

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x