ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ამ რეკორდის დამხობა ნებისმიერს გაუჭირდება”

ჯანლუიჯი ბუფონი გუნდის მიერ დამყარებული რეკორდით კმაყოფილია და იტალიელ ჟურნალისტებთან იმ მომენტზეც საუბრობს, რომელმაც ფაქტობრივად სრულიად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა.ბიანკონერების კაპიტანმა დანიელე დესენას თავურ დარტყმაზე საოცარი რეაქცია გამოავლინა და თანაგუნდელებს მორიგი სამი ქულისკენ გაუძღვა : “გამარჯვებით და დამყარებული რეკორდით კმაყოფილნი ვართ, წინა კვირაში საშუალება მქონდა, პირადი რეკორდი დამემყარებინა, თუმცა კლუბი ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.მეეჭვება, მსგავსი შედეგი კიდევ დიდხანს ვინმემ დააფიქსიროს.სეივი ? – ცოტა გამიმართლა, როდესაც მეტოქე ფეხბურთელები ჩემს კარს უტევენ, მთელი სხეულით ვცდილობ ბურთი მოვიგერიო, საბედნიეროდ, დესენას გოლი არ გავატანინე.მთავარი მიზანი ? – ზედიზედ მესამე სკუდეტოს მოპოვება, ეს ხომ ბოლოს თითქმის 80 წლის წინ მოხდა.კარგად ვიცით, რომ თითოეული იტალიური გუნდის წინააღმდეგ მატჩისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, ევროპაში კი, ოდნავ სიტუაცია სხვაგვარადაა.”იუვენტუსს” სათავეში ძალიან ძლიერი სპეციალისტი უდგას, რომელსაც შეუძლია გუნდისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს.”

წყარო : Juventus.com

3 thoughts on “ბუფონი : “ამ რეკორდის დამხობა ნებისმიერს გაუჭირდება”

  1. მართლა კაი სეივი გაჩითა :love: :love: მარა ლეალი დააბრუნონ დროზე რო ბუფონთან ერთად ივარჯიშოს, ბევრს ისწავლის ეგ ამასთან :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.