კონტე : ” ვამაყობ საკუთარი შეგირდებით ”
“ გამორჩეული ციფრები დავაფიქსირეთ და ეს მიღწევა ყოველ ჩვენთაგანს სიამაყით ავსებს “ – საუბრობს კონტე მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე , სადაც ის ხაზს 11 ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებას უსვამს : ” კარგად დავიწყეთ , მაგრამ გოლი მაინც პირველებმა გავუშვით , ეს კი იშვიათად ხდება . შემდგომ ბიჭებს ვთხოვე რომ ჯერ ეფიქრათ და უკვე ამის მერე ემოქმედათ . მეტოქემ ერთი საათის განმავლობაში საკმაოდ დიდი ენერგია დახარჯა და აჩვენა ის რაც შეეძლო . არ უნდა დავივიწყოთ , რომ ეს არის კლუბი რომელმაც ფრედ იასპარეზა ნაპოლისთან და რომასთან . მარკიზიო ? მას მადლობა უნდა გადავუხადო იმ პროფესიონალიზმისთვის რაც გააჩნია . იგი გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს , რომ მატჩის წინ ცვლილებები შევიტანე შემადგენლობაში , რის შედეგადაც სათადარიგოთა სკამზე მოუწია დაჯდომა . მას სისხლში აქვს იუვენტუსი . იმყოფება ფანტასტიურ ფორმაში და როდესაც მომინდა ცენტრში ტემპის შეცვლა , მომენტალურად მასსზე გავიფიქრე . პირლო ? კმაყოფილი ვარ მისი მოქმედებებით . მან სრულად მოიშუშა ტრავმა და კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის . ანდრეა ისეთივე ჩემპიონია , როგორც ბუფონი , რომელმაც დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ამ სიმღერაზე ცეკვის ხასიათზე ვარ ისე შეუსრულა ბერარდიმ და გაათახსირა მილანი
ბერარდი მაგარი კაცი გვეზრდება
ეხლავე რო მოიყვანონ მაგრა გაასწორებს.4-3-3-ზე გადავალტ,ცენტრში დადგება ბერარდი ფლანგებზე ლორენტე ტევესი,მერე მართლა ვერაფერი შეგვაჩერებს!
თან რო უკვირდები ალეს სტილში თამაშობს ზუსტად,იუვეს მომავალი ათიანი ბერარდი იქნება

გადახნა მილანი
ეგ ბიჭი იუვეს 10 ნომერი უნდა გახდეს
ახლაც არ აღიაროთ ბერარდი პოკერი ხო შეუსრულა მილანს
სერია ა უკვე იუვენტუსისაა ევროპა ლიგაზე თუ ასე მოინდომეს წინააღმდეგობაც ვერავინ უნდა გაუწიოს წესით და კოპა იტალიას თუ არ მოიგებენ ეგ არაფერი
გენაცვალე ანტონიო.
მე ვამაყობ შენით კონტე