ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “კონტეს შეუძლია, “იუვენტუსის” ფერგიუსონი გახდეს”

ჯანჯრანკო ძოლას შეხედულებას იზიარებს და ჯუზეპე მაროტაც ფიქრობს, რომ ანტონიო კონტე ტურინის “იუვენტუსისთვის” ისეთივე პატივსაცემი გახდება, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონი იყო მანჩესტერ “იუნაიტედისთვის” : “თამამად ვიტყვი, რომ “იუვენტუსი” ტაქტიკურად წამყვანი ევროპული გრანდების გვერდით დგას.ანტონიო კონტე გუნდის წარმატებისთვის დაუღალავად შრომობს, შედეგი აქვს და ეს თავისთავად ხდის მას ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.ბებერი ქალბატონი – ისტორიული და უდიდესი კლუბია, მას საკუთარი ავტორიტეტი გააჩნია მსოფლიო არენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ჩამოვრჩებით.”

“საერთაშორისო არენაზე კონტეს არ გაუმართლა, იტალიაში კი მისი გუნდი საუკეთესოა, მასთან თანამშრომლობა მოგვწონს და მომავალს იმედიანად ვუყურებთ.მჯერა, რომ ანტონიო ბიანკონერებისთვის ისეთი ლეგენდარული მწვრთნელი გახდება, როგორიც თვით ფერგიუსონი იყო იუნაიტედში, ან არსენ ვენგერი, “არსენალში”, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.”

“უდიდესი გუნდის წარმომადგენელი ვარ და ამისთვის ანიელების ოჯახს ვუხდი დიდ მადლობას.ჩვენი მთავარი მიზანი – გუნდის სტაბილურობაა.”იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის, ნებისმიერი მეტოქისთვის რთულია და მათ უწევთ, მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯონ.კონტემ ეს ყველაფერი კარგად იცის, იგი ხომ წლების წინ თავად იყო ფეხბურთელი.მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს სწორი ტაქტიკისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით.თამაშისადმი მიდგომას იგი დეტალურად უნაწილებს თავის შეგირდებს და მათ კიდევ უფრო მოტივირებულებს ხდის.”

“მუდამ უნდა განვვითარდეთ, ერთ ადგილზე დგომა კარგ შედეგს ვერ მოიტანს.გუნდს აქვს გეგმა და სტრატეგია, მისი შესრულება აუცილებელია.ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთ საუკეთესო სკაუტად ვთვლი, დომენიკო ბერარდის და სხვა ახალგაზრდა ტალანტების გაფორმება – მისი დამსახურებაა.”

“ჩვენ ყოველთვის მაქსიმალური მიზნები გვაქვს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტის მდგომარეობაც.რასაც მივაღწიეთ, სამწვრთნელო შტაბის, ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდეთ – ეს გუნდის ოცნება და მიზანია.როგორც უკვე ვთქვი, ბიუჯეტის მდგომარეობაა გასათვალისწინებელი, შეცდომების დაშვება ადვილია, მათი გამოსწორება კი გაცილებით რთული.”

“მართალია, ეკონომიურად სხვა ევროპულ გრანდებს ჩამოვრჩებით, თუმცა ვცდილობთ, თამაშის ხარისხითა და მიღწევებით მათ ვებრძოლოთ.სკუდეტო ? – ეს ისტორიული მოვლენა იქნება, საუბარიც კი ზედმეტია.”რომა” მხოლოდ ერთ ტურნირზე იბრძვის და სრული ყურადღებით იტალიაშია, “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” კი თებერვალ-მარტში ევროსარბიელზე ელით მნიშვნელოვანი მატჩები.ევროპის ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და მისთვის აქტიურად ვემზადებით, რთული გრაფიკი გვაქვს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, მოთამაშეების დიდი ნაწილი ეროვნული ნაკრებების წევრები არიან.”

“მილანის პრობლემები ? – ეს იტალიური ფეხბურთის ტკივილია.როსონერი ლეგენდარული და ისტორიული კლუბია, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა გუნდს რთული პერიოდი უდგას.”

წყარო : Football Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bessius
10 years ago

თუ უახლოესი 1-2 წელში კონტეს გეგმებში ჩემპიონთა ლიგა შედის ( ნუ მთლად მოგებაც ძნელია ) მაშინ მარკიზიოს გაყიდვა იმინა ხარაკირი იქნება. წარმოიდგინეთ ვიდალმა აიკიდა 2 ყვითელი და პოგბას არ წაუვიდა საერთოდ თამაში (რაც მისი ასაკიდან გამომდინარე ხშირად მოსდის) ასამოას და პადოინის იმედად რჩება გუნდი :) არვიცი შეიძლება ძალიან მიკერძოებული ვარ მაგრამ თუ ფომრაში შევიდა ( და ძალიან მჯერა რომ ძალიან მალე იზამს ამას ) შეიძლება იქით პოგბას მოუწიოს წასვლა არასაკმარისი სათამაშო დროის გამო :) ისე ისიც საყურაღებოა რომ ამბოლოს პირლოს ადგილას აყენებს ხოლმე კონტე. მანამდე პოგბა იყო ხოლმე ხო მაგა დგილას როცა პირლო არიყო. მგონი ნელნნელა აჩვევს მაგ პოზიციას, ძალიან… Read more »

10 years ago
Reply to  bessius

100%ით გეთანხმები ძმაო.. ხალხს ის ავიწყდება რო მარკიზიოს როლი უდიდესია ამ 2 სკუდეტოში და იტალიის ყველა წარმატებაში… :forza: :forza: ისე 4-4-2 მაგარი იქნება პოგბა-მარკი–ვიდალი-პადოინი. იფფფფ

ALLENATORE
10 years ago

მარკიზიოს არ გაყიდიან ) ნეანგოლანი რო ეყიდათ კიდე შეილებოდა აბა ისე ვინ მოვა წესიერი იმისთვის რო სკამზე იჯდეს ) პადოინზე უკეთესს ვერ იპოვიან ეგეთს )) სკამზე ჯდომა არავის უნდა მითუმეტეს კაი იგროიკს ) მარკიზოო არამგონია და აი პოგბას შენარჩუნება ძნელი იქნება მითუმეტეს თუ წარმატებული მსოფლიო ექნება ) პსჟ 60 მილიონსაც გადაიხის ) ოგონდ ეგ დაითრიოს სწორედ 60 მილოონი იქნება ახალ კონტრაკტში ჩაწერილი ოტსტუპნოი ) ასე რომ მე ნაკლებად მჯერა ზაფხულში გუნდმა 2 ივე გაუშვას ) ერთადერთი პლიუსი პოგბას ტრასფერით პსჟში ის იქნება რო ვერატის დათრევა შეიძლება და პლიუს თანხა ) და საერთოდ პოგბა ისეთი მასტი ჩანს ეგ ხელფასს გაეკიდება )… Read more »

osvaldo ardiles
10 years ago

irakli28 ნუ ახლა თუ მარკიზიო წავიდა და არავინ მოიყვანეს შემცვლელი მაშინ რა თქმაუნდა გაგვიჭირდება. ისედაც არ ყავს იუვეს წესიერი ნახევარმცველი ზამენაზე. მე იმ პონტში მინდა მარკიზიოს გაყიდვა, რო დიდი ფული შეიძლება მოუტანოს გუნდს ამ ტრანსფერმა და ამ ფულად შესაძლებელი იქნება ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება. გუნდი ფაქტიურად ზამენის გარეშე თამაშობს.

lasha naxucrishvili
10 years ago

მე ვფიქრობ რო მარკიზიოს არ გაუშვენენ არც თვითონ ექნება სურვილი რო წავიდეს. დაუშვათ გაუშვეს მერე ვინმე ხო უნდა მოიყვანონ მარკიზიოსნარი ან უკეთესი და ის ვინც მოვა ან დაჯდება ზამენაზე და ან არა.

Di Francesco # 1
10 years ago

მარკიზიო დარჩება ან სკამზე დასაჯდომათ ან არა? არ იქნება სამპდორიასთან სასტავში და მემგონი წავა

lasha naxucrishvili
10 years ago

მე იმიტო ვთქვი რო უკმაყოფილებას არ გამოთქვამს და თუ მოუნდება წასვლა არც არავინ დაიჭერს როგორც ამას იუვეს ხელმძღვანელები ამბობენ.

irakli28
10 years ago

osvaldo ardiles მე მაინც მინდა რო არჩეს… პირლო უკვე მოხუცია…… პოგბა ახალგაზრდაა, ეხლა კრიფავს და კაცმა არ იცის ცოტა ხანში რას იზამს…… ვიდალი კიდე ძაან უხეშია, სულ ბარატის ზღვარზე თამაშOბს და როდის დააკლდება გუნდს არავინ იცის….. ამიტომ თუ პრინცი წავა, აგერ ნახავთ, 1-2 წელშ აქეთ დავიწყებთ ძლიერი ნახევარმცველის ძებნას :blin: :blin: :blin:

osvaldo ardiles
10 years ago

ფერგიუსონზე გამახსენდა, გუშინ მოიესი ტყუილად არ იქნებოდა იმ დანგრეულს სტადიონზე. მემგონი მიყავს უკვე მარკიზიო.

irakli28
10 years ago

მარკიზიო, ვიდალი ან ასტორი იყო მოიესის მიზანი….

osvaldo ardiles
10 years ago
Reply to  irakli28

მეც წავიკითხე ეგ. ასტორი თავიდანვე გამოვრიცხე, მაგაზე უკეთესებსაც დაითრევს მანჩესტერი კალიარიდან რო არ წაიყვანოს. ვიდალი სულ მცირე 3-4 წელი არსად არ წავა. რჩება მარკიზიო, რომელსაც კატარტროფულად შეუმცირდა სათამაშო დრო და მანჩესტერს დაჟე ფერგის დროსაც უნდოდა მაგის დათრევა. ასე რომ თუ კაი მაყუთს გამოვლენ წაიყვანონ ჩვენი პრინცი.

irakli28
10 years ago

კონთეს ხალხი უნდა მოუყვანოთ თორე გაუჭირდება მარტო ამ სასტავით ფინალში გასვლა….. სკამი უნდა გყავდეს ძლიერი რო რამეს მიაღწიო ევროპაში და 4-3-3 სქემაც უნდა გქონდეს დამუშავებული, თორე 3-5-2 ყველამ დაამურამა ….

dato_juventino
10 years ago

“მაროტა კონტეს შეუძლია,იუვენტუსის ფერგიუსონი გახდეს” ეს თუ მოხდება და კონტე ძან დიდი ხნით როგორც ეს ფერგი გაკეთა პირადათ მე იუვეს ერთ ერთი გულშემატკივარი უზომოდ ბედნიერი ვიქნები იუვე კონტეზე მაგრად არავინ იცის და დარწმუნებული ვარ დიდ მწვერვალზე აიყვანს გუნდს ახლო მიმავალში.წარმატებები კონტე :love: მე მჯერა შენი !!!

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x