ბერარდი : “გოლს ფრანჩესკო აჩერბის ვუძღვნი”
ემილია-რომანიაში გუშინ 70-მდე იაპონელი ჟურნალისტი იმის სანახავად ჩავიდა, რომ საკუთარი თვალით ეხილათ თანამემამულე კეისუკე ჰონდას დებიუტი “მილანის” შემადგენლობაში.თუმცა, მატჩის შემდეგ ყვითელი პრესის ყურადღება სრულიად სხვა ფეხბურთელისკენ იყო მიპყრობილი.აზიელი შემტევი მეორე ტაიმში მინდორზე კი გამოჩნდა, თუმცა სპექტაკლი დომენიკო ბერარდის უკვე ჩატარებული ჰქონდა.ახალგაზრდა მოთამაშემ როსონერის წინააღმდეგ გატანილი გოლები თანაგუნდელ ფრანჩესკო აჩერბის მიუძღვნა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის : “ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ბედნიერი ვარ, რომ ოთხი გოლის გატანა შევძელი, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი გუნდის მიერ მოპოვებული სამი ქულაა.ეს გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა.გატანილ გოლებს ფრანჩესკო აჩერბის, ჩემს ოჯახს, მეგობარ გოგონას და მთავარ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს ვუძღვნი.გასული კვირა “სასოულოსთვის” დაძაბული იყო, მუდამ მიდიოდა საუბრები მწრთნელის დათხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, ამ გამარჯვებამ ბევრ შეკითხვას უპასუხა.გვინდა, რომ დი ფრანჩესკო დარჩეს, სერია A – ში სწორედ მან დაგვაბრუნა.კაკა ? – დიახ, მას მაისური გავუცვალე, რომელსაც ჩემს მეგობარს ვუსახსოვრებ.რიკარდო უდიდესი ფეხბურთელია, ბედნიერი ვარ, რომ მისგან სუვენირის სახით მაისური მივიღე, მერე რა, რომ იგი ჩემთან ცოტა ხნით დარჩება.დღეს გვიან საღამოს ფრენა მაქვს, ხვალ დილით იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ბანაკში უნდა ვიყო.”
ჩვენია ეს ბიჩი
თხარა მილანს

ძაან კაი ბიჭია ამაზე არავინ უნდ ავიმსჯელოთ მაგრამ მისგან დელპიეროს ნუ შევქმნით … 11 ბურთიადან 4 პენალტით გაიტანა და 4 მილანს შეუგდო ასე რომ ჯერ ის ისევ იქ უდა იყოს სადაცააა ყველას ქონია იღბლიანი დღე. უდავოაა სხვა გუნდს არ უნდა დავუთმოთ და ვნახოთ 1 წელში რას იზამს
ისე რა გადავია მინი იუვე სასუალო ბერარდი-მარონე-ციგლერი-ძაძა და არიაუდო მგონი იუვეს ეკუთნისეს ბიჭი ისევ
ამას თუ მოიყვანენ სკამზე არ უნდა დასვან
სასკამედ ცოდოა,ნანდო და ტევესი ფლანგებზე,ეს კიდე ცენტრში,იმენა შეუჩერებელი ტრიო იქნება

მილანი უეჭველი შეეცდება ამის დათრევას,არანაირად არ უნდა დავთმოთ,ეს ბიჭი იუვეს მომავალია!

ტიპმა იმდენი გოლი შეაგდო მთელი სანათესაო და საახლობლო მოიმადლიერა, ყველას მიუძღვნა
მილანს რო რომელიმე ქართველმა ახალგაზრდამ 4 გოლი გაუტანოს, ახალგაზრდულ კი არა ძირითად ნაკრებშიც არ წამოვა მერე
