ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ვამაყობ საკუთარი შეგირდებით ”

გამორჩეული ციფრები დავაფიქსირეთ და ეს მიღწევა ყოველ ჩვენთაგანს სიამაყით ავსებს “ – საუბრობს კონტე მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე , სადაც ის ხაზს 11 ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებას უსვამს : ” კარგად დავიწყეთ , მაგრამ გოლი მაინც პირველებმა გავუშვით , ეს კი იშვიათად ხდება . შემდგომ ბიჭებს ვთხოვე რომ ჯერ ეფიქრათ და უკვე ამის მერე ემოქმედათ . მეტოქემ ერთი საათის განმავლობაში საკმაოდ დიდი ენერგია დახარჯა და აჩვენა ის რაც შეეძლო . არ უნდა დავივიწყოთ , რომ ეს არის კლუბი რომელმაც ფრედ იასპარეზა ნაპოლისთან და რომასთან . მარკიზიო ? მას მადლობა უნდა გადავუხადო იმ პროფესიონალიზმისთვის რაც გააჩნია . იგი გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს , რომ მატჩის წინ ცვლილებები შევიტანე შემადგენლობაში , რის შედეგადაც სათადარიგოთა სკამზე მოუწია დაჯდომა . მას სისხლში აქვს იუვენტუსი . იმყოფება ფანტასტიურ ფორმაში და როდესაც მომინდა ცენტრში ტემპის შეცვლა , მომენტალურად მასსზე გავიფიქრე . პირლო ? კმაყოფილი ვარ მისი მოქმედებებით . მან სრულად მოიშუშა ტრავმა და კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის . ანდრეა ისეთივე ჩემპიონია , როგორც ბუფონი , რომელმაც დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “კონტე : ” ვამაყობ საკუთარი შეგირდებით ”

  1. ბერარდი მაგარი კაცი გვეზრდება :forza: :forza: :forza: ეხლავე რო მოიყვანონ მაგრა გაასწორებს.4-3-3-ზე გადავალტ,ცენტრში დადგება ბერარდი ფლანგებზე ლორენტე ტევესი,მერე მართლა ვერაფერი შეგვაჩერებს!

  2. სერია ა უკვე იუვენტუსისაა ევროპა ლიგაზე თუ ასე მოინდომეს წინააღმდეგობაც ვერავინ უნდა გაუწიოს წესით და კოპა იტალიას თუ არ მოიგებენ ეგ არაფერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.