ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” პოგბას უფრო უკეთ შეეძლო თამაში ”

” ვფიქრობ საჭირო კურსით მოვახერხეთ ამ მატჩისადმი მომზადება . ისეთი ძლიერი კოლექტივის დამარცხება , როგორიც სამპდორიაა ადვილი ნამდვილად არ არის . რაც შეეხება ნეგატიურ მომენტებს , აღსანიშნავია სტანდარტული სიტუაციების დროს ჩვენი სისუსტე . უკვე მეორე შეხვედრაა ზედიზედ მეტოქეს ეძლევა საშუალება მოისმინოს აპლოდისმენტები თავის სასარგებლო . დაუშვებელია ფლობდე უპირატესობას მთელპოგბა ი 90 წუთის მანძილზე და სტანდარტების დროს კარგავდე კონტროლს . კალიარისთანაც და სამპდორიასთანაც ეს ყოველივე აშკარა გახდა უკვე . ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ მოვახერხეთ ოთხი ბურთის გატანა და დავამტკიცეთ , რომ ნებისმიერ კლუბთან შეგვიძლია შემტევი და შედეგიანი ფეხბურთის თამაში . ვცდილობ საკუთარ ფეხბურთელებს მთელი 90 წუთის მანძილზე შევანარჩუნებინო კონცენტრაცია და გუშინდელი შედეგი არის ორ წელნახევრიანი მუშაობის დამსახურება . ფეხბურთელებმა შესძლეს გენუელების დაწოლასთან გამკლავება და საჭირო დროს ეფექტური დარტყმების განხორციელება , რამაც სასურველი ანგარიში მოგვიტანა ” …

” პოგბას უფრო უკეთესად შეეძლო ასპარეზებოა , არ ვხუმრობ . მისი შესრულებით , მე გაცილებით ხარისხიანი თამაში მაქვს ნანახი . უბრალოდ ზოგჯერ გატანილი გოლის შემდგომ აღარ ახსოვთ ის მინუსი რაც იქამდე იყო ” .

” ყოველთვის მივესალმები გუნდს , რომელიც ტურინში ფეხბურთის სათამაშოდ მოდის და არა საკუთარ საჯარიმოსთან მიჯაჭვას . იმედი მაქვს ეს ტენდეცია მომავალშიც გაგრძელდება , რადგან როდესაც მოედანზე ორივე კლუბი გამარჯვების მოსაპოვებლად არის გასული , საერთო ჯამში შეხვედრა ძალზედ საინტერესო გამოდის . ვეჭვობ გულშემატკივრები იზიარებენ ჩემს აზრს ” .

” არ ვმალავ აღფრთოვანებას სინიშა მიხაილოვიჩის მისამართით და აქვე დავამატებ – რომ არა ოპტიმალური მომზადება ამ მატჩისადმი , რეალურ პრობლემებს წავაწყდებოდით ” .

კონტე ასევე ბენიტესის კომენტარსაც გამოეხმაურა , რომელმაც ბიანკონერის თავკაცი დაადანაშაულა ჩემპიონატის ინტრიგის ხელოვნურად შენარჩუნებაში გაზეთების მეშვეობით , მაშინ როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია …

” ჩემს კლუბს შვიდი ტურით ადრე რვა ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრეს და ჩემპიონობა დაათმობინეს . ამიტომ სანამ საფინალო სასტვენის ხმა გაიჟღერებს , მანამ გუნდი მაქსიმალურად უნდა კონცენტრირებული წარმატებისკენ . უმჯობესია დაუფიქრდე საკუთარ სიტყვებს , თორე შემდეგ შეიძლება შეგრცხვეს საკუთარი თავის ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

49 thoughts on “კონტე : ” პოგბას უფრო უკეთ შეეძლო თამაში ”

  1. ჩაიშალაო მოლაპარაკებები წერია ) არადა კაი ვარიანტი იყო ეგ . გუარინი კონტესთან სულ სხვა დონის იგროკი გახდებოდა

  2. Игроки, действительно, нажимают и хотят всеми ценами, чтобы обмен воплотился. Guarin угрожал бы тем, что не явился просто в тренировки Inter, если операция не воплотится. Тот же Vucinic очень определен, чтобы следовать дальше на этой мысли идти в Inter.

    ტოჰირი ბლოკავსო, მაგრამ გუარინს იუვეში უნდაო და იმუქრებაო :lool:

    1. ერთ-ერთ საიტზე მე პირიქით წავიკითხე რო არც ერთს არ უნდა ეს ბარტერი რო შედგეს :chuvak: ერთი გაზეთი სხვას წერს მეორე სხვას დაველოდოთ აბა ოფიციალურს რას დაწერენ :chuvak:

      1. ხო მარა ტოჰირი ახურებს მაგრად… ყველა ინტერის საიტზე წერია გუარინს იუვეში უნდა და თუ არ გაუშვებენ იმუქრებაო და იავიი:D დაველოდოთ აბა, იმედია ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი…

        1. 2-3 სათში გაირკვევა ყველაფერი,ინტერის ფანაბი სასტიკი წინაღმდეგებბი არიან ამ ბარტერის,ამჟამად მოლაპარაკები მიმდინარეობს გაირკვევა ყველაფერი

  3. 18:30 – ВОЗОБНОВЛЯЮТСЯ ПЕРЕГОВОРЫ INTER-JUVE: FASSONE ВСТРЕЧАЕТ BIANCONERI – Inter и Juve возобновляют стол переговоров: руководитель nerazzurro Марко Фассоне, действительно, согласно сколько переданный у Sportmediaset – достиг руководителей bianconeri.

    იმედია ასე გაგრძელდება…. :chuvak:

  4. ფუუუ შენი მგონი ვსო , ტოჰირმა დაბლოკა ტრანსფერიო მაგის აზიატი ……………. :mad: ეს რა პონტია კაცი უკვე იუვეს ოფისშია და დაწერეს დაჟე კონტეს რომასთან განაცხადში შეყვანა უნდოდაო , აუ რო ჩაიშალოოს მაგრაად გატეხაავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.