ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ბარტერი ვუჩინიჩი – გუარინი ტოჰირმა ჩაშალა

ბარტერი ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის არ შედგება.კლუბებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ოფიციალურად ნერიაძურის პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა ჩაშალა, რომელმაც თავისმხრივ, კურვა ნოდის ( “ინტერის” ფან-კლუბი ) მოთხოვნა დააკმაყოფილა.საფეხბურთო კლუბმა ტურინის “იუვენტუსმა” “ინტერნაციონალეს” მიერ ჩადენილი ქმედება უკომენტაროდ დატოვა და მთავარ ამოცანად, “რომას” წინააღმდეგ მატჩი დაასახელა, რომელიც ერთ საათში დაიწყება.უკანასკნელი ინფორმაციით, მირკო ვუჩინიჩი ბიანკონერების რიგებში რჩება, ფრედი გუარინი კი მილანური გრანდის.

რამდენიმე წუთის წინ მირკო ვუჩინიჩის პირადი აგენტები მილანის “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდნენ, ფრედი გუარინის აგენტები კი ჯუზეპე მაროტასთან, ფაბიო პრატიჩისთან და სხვა ბიანკონერების ხელმძღვანელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.სასაუბრო თემა, ბუნებრივია, ფეხბურთელების პირადი კონტრაქტებია.აღსანიშნავია, რომ დღეს შუადღეს ჯუზეპე მაროტა რომში აპირებს გაფრენას ანტონიო კონტესთან და მის გუნდთან, ანუ გუნდებს შორის მთავარი მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია.

პოპულარული იტალიური სპორტული გადაცემის, “ლუნედი დი რიგორეს” წამყვანმა, ფაბრიციო ბიასინიმ გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ყოფნა პირდაპირ ეთერში დაადასტურა : “ხვალ დილით მოლაპარაკებების დეტალები ოფიციალურად დადასტურდება და გახმაურდება.ნერიაძური თანხმობას ჯაკარტიდან, ანუ პრეზიდენტიდან ელის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბარტერი ვუჩინიჩი-გუარინი შესრულდება.”

ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაა გამორიცხული, მოლაპარაკებები კლუბებს შორის გვიან ღამეც გაგრძელდეს, რათა ხვალ უკვე მიღწეულ იყოს კონკრეტულ შეთანხმებებს.მიუხედავად ჯუზეპე მაროტას განცხადებისა, ეს ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციოებმა დაახლოებით 15-20 წუთის წინ გაავრცელეს.რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩს, მან სან-მეტეოს კლინიკაში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი წარმატებით გაიარა, მონტენეგროელი ხვალ ოფიციალურად გახდება ნერიაძურის წევრი.

მოლაპარაკებები ტურინის “იუვენტუსისა” და “ინტერის”.წარმომადგენლებს შორის დროებით დასრულდა.მხარებმა ბოლომდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა იტალიური საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ ხვალ დილით სატრანსფერო დეტალები ოფიციალურად დადასტურდება.ნერიაძური ფრედი გუარინის სანაცვლოდ მირკო ვუჩინიჩთან ერთად 2-3 მილიონს ითხოვს, რის შემდეგაც ფინანსურ ბალანსს მიაღწევს და ავტომატურად დაიწყებს ბრაზილიელი ერნანეშის ტრანსფერზე მუშაობას.ჟურნალისტებს მცირე კომენტარი ჯუზეპე მაროტამ მისცა : “მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა, დროებით შეჩერდა, ხვალ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.ვნახოთ, ვნახოთ”. გავრცელდა ერიკ ტოჰირის ინტერვიუც, თუმცა მისი სიტყვები არანაირად არ გამორიცხავს გუარინის ტრანსფერს ტურინში : “მე გუნდის პრეზიდენტი ვარ და ვალდებული ვარ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, თუმცა ასეთ სიტუაციებში, “ინტერი”, როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მოქმედებს.ჩვენი მიზანი ძლიერი ნერიაძურის შექმნაა.”

მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი მილანის “ინტერში” ფაქტობრივად გადაწყვეტილია.ბოლო ინფორმაციით, ბიანკონერები მონტენეგროელის ნერიაძურიში გაშვებას საბოლოოდ დათანხმდნენ, ფრედი გუარინის საკითხი კი ჯერაც გადაუწყვეტელია.აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩი უკვე მილანშია და მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, ხვალ კი იგი ოფიციალურად გახდება ვალტერ მაცარის გუნდის წევრი.რაც შეეხება კოლუმბიელი ნახევარმცველის საგას, აქ მთავარი სწორედ გუარინის სურვილია, გამომდინარე იქედან, რომ მან ტვიტერზე მკაცრი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ნერიაძურის შტაბში დაბრუნებას არ აპირებს და მისი მიზანი კარიერის ბიანკონერებში გაგრძელებაა.მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, გაცვლა საბოლოოდ, მაინც შედგება.

წყარო : football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

77 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

ინტერის ულტრასებმა საწადელს მაინც მიახწიეს და ჩააშლევინეს ტრანსფერი ტოჰირს!!!

d a v i d
10 years ago

ჩაიშალა ეს ბარტერი, ტოჰირმა დაბლოკა!!!

| Newsphere by AF themes.
77
0
Would love your thoughts, please comment.x