ოფიციალურად : ბარტერი ვუჩინიჩი – გუარინი ტოჰირმა ჩაშალა
ბარტერი ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის არ შედგება.კლუბებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ოფიციალურად ნერიაძურის პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა ჩაშალა, რომელმაც თავისმხრივ, კურვა ნოდის ( “ინტერის” ფან-კლუბი ) მოთხოვნა დააკმაყოფილა.საფეხბურთო კლუბმა ტურინის “იუვენტუსმა” “ინტერნაციონალეს” მიერ ჩადენილი ქმედება უკომენტაროდ დატოვა და მთავარ ამოცანად, “რომას” წინააღმდეგ მატჩი დაასახელა, რომელიც ერთ საათში დაიწყება.უკანასკნელი ინფორმაციით, მირკო ვუჩინიჩი ბიანკონერების რიგებში რჩება, ფრედი გუარინი კი მილანური გრანდის.
რამდენიმე წუთის წინ მირკო ვუჩინიჩის პირადი აგენტები მილანის “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდნენ, ფრედი გუარინის აგენტები კი ჯუზეპე მაროტასთან, ფაბიო პრატიჩისთან და სხვა ბიანკონერების ხელმძღვანელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.სასაუბრო თემა, ბუნებრივია, ფეხბურთელების პირადი კონტრაქტებია.აღსანიშნავია, რომ დღეს შუადღეს ჯუზეპე მაროტა რომში აპირებს გაფრენას ანტონიო კონტესთან და მის გუნდთან, ანუ გუნდებს შორის მთავარი მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია.
პოპულარული იტალიური სპორტული გადაცემის, “ლუნედი დი რიგორეს” წამყვანმა, ფაბრიციო ბიასინიმ გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ყოფნა პირდაპირ ეთერში დაადასტურა : “ხვალ დილით მოლაპარაკებების დეტალები ოფიციალურად დადასტურდება და გახმაურდება.ნერიაძური თანხმობას ჯაკარტიდან, ანუ პრეზიდენტიდან ელის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბარტერი ვუჩინიჩი-გუარინი შესრულდება.”
ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაა გამორიცხული, მოლაპარაკებები კლუბებს შორის გვიან ღამეც გაგრძელდეს, რათა ხვალ უკვე მიღწეულ იყოს კონკრეტულ შეთანხმებებს.მიუხედავად ჯუზეპე მაროტას განცხადებისა, ეს ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციოებმა დაახლოებით 15-20 წუთის წინ გაავრცელეს.რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩს, მან სან-მეტეოს კლინიკაში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი წარმატებით გაიარა, მონტენეგროელი ხვალ ოფიციალურად გახდება ნერიაძურის წევრი.
მოლაპარაკებები ტურინის “იუვენტუსისა” და “ინტერის”.წარმომადგენლებს შორის დროებით დასრულდა.მხარებმა ბოლომდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა იტალიური საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ ხვალ დილით სატრანსფერო დეტალები ოფიციალურად დადასტურდება.ნერიაძური ფრედი გუარინის სანაცვლოდ მირკო ვუჩინიჩთან ერთად 2-3 მილიონს ითხოვს, რის შემდეგაც ფინანსურ ბალანსს მიაღწევს და ავტომატურად დაიწყებს ბრაზილიელი ერნანეშის ტრანსფერზე მუშაობას.ჟურნალისტებს მცირე კომენტარი ჯუზეპე მაროტამ მისცა : “მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა, დროებით შეჩერდა, ხვალ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.ვნახოთ, ვნახოთ”. გავრცელდა ერიკ ტოჰირის ინტერვიუც, თუმცა მისი სიტყვები არანაირად არ გამორიცხავს გუარინის ტრანსფერს ტურინში : “მე გუნდის პრეზიდენტი ვარ და ვალდებული ვარ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, თუმცა ასეთ სიტუაციებში, “ინტერი”, როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მოქმედებს.ჩვენი მიზანი ძლიერი ნერიაძურის შექმნაა.”
მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი მილანის “ინტერში” ფაქტობრივად გადაწყვეტილია.ბოლო ინფორმაციით, ბიანკონერები მონტენეგროელის ნერიაძურიში გაშვებას საბოლოოდ დათანხმდნენ, ფრედი გუარინის საკითხი კი ჯერაც გადაუწყვეტელია.აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩი უკვე მილანშია და მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, ხვალ კი იგი ოფიციალურად გახდება ვალტერ მაცარის გუნდის წევრი.რაც შეეხება კოლუმბიელი ნახევარმცველის საგას, აქ მთავარი სწორედ გუარინის სურვილია, გამომდინარე იქედან, რომ მან ტვიტერზე მკაცრი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ნერიაძურის შტაბში დაბრუნებას არ აპირებს და მისი მიზანი კარიერის ბიანკონერებში გაგრძელებაა.მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, გაცვლა საბოლოოდ, მაინც შედგება.
წყარო : football-italia
23:30 – ПАРЫ – В подтверждение вероятного хорошего результата переговоров “пар”, которые сформировались в вышедшие из встречи на высшем уровне. Помощь оставила Площадь Замок с агентом Vucinic, Алессандро Луччи. Украшенные он ушел вместе с тем Guarin. Это все, что получает Mediaset.
ბოლო ინფორმაცია ეს არის ) ანუ სავარაუდოდ შედგა ტრანსფერი ))
ვერ ვხდები გამიხარდეს თუ არაა
არადა მირკოც მეცოდება 
მირკოს წასვლა რაც არუნდა მინდოდეს მაინც გამართლებულად მივიჩნევ ამ ბარტერს თუ განხორციელდა, ვინაიდან მირკო 30 წლის არის ხოლო გუარინი 27 წლის… თან ნახევარმცველი გვჭირდებოდა,,, მარა რამდენად გაამართლებს ფრედი ეგ მეორე საკითხია…
მირკოოოოოოოოოოოოოოოოოოო მაინც მეცოდება ინტერში 
AHA HAA )) ალბათ ელოდებიან ინტერის ფანები როდის დაიძინებენ :D:D:D ))) წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ეს გუარინიც მაგარი ხილია )) მაგის წესიერი თამაში ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს)) მაგრამ ვუჩინიჩს მაინც არ იყენებს კონტე ასე რომ ჩვენთვის უფრო მომგებიანი უნდა იყოს ) თან გუარინი გაცილებით ძვირი გირს )) ვიდრე მირკო ) ჩელსმა მატიჩი აირჩია ბოლოს ,თორე 20 მილიონ ფუნტს იხდიდა გუარინში )) სად ითამაშებს ეგეც საკითხავია ) ცენტრალურია და პირლო მარციზო ვიდალი პოგბა ) ნეტავ სად ათამაშებს ) კრაინი ნახევარმცველია არ დაწეროთ ეხლა გუარინზე :D:D )) ალბათ სკამზე დაჯდება და შეხედავენ თუ გაქაჩა .. ანიელი შანსს არ გაუშვებს ხელიდან და… Read more »
უდიდესი სისულელე ინტერის მხრიდან. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ამ ტრანსფერით იუვე + დაიწერს ვიდრე -!!! მაროტა–პარატიჩის დუეტს კიდე აგინებს ნეტა? ეხლა ხო დააფასებთ ამ ადამიანებს ბოლოსსდაბოლოს?!
მირო ვუჩინიჩ წარმატებები და დიდი მადლობა ყველაფრისთვის…
მირკო ვუჩინიჩის დიდი გულშემატკივარი

წარმატებები მირკო
juve17
მეც ეგ მინდა რო ხვალ დასრულდეს ტრანსფერი, არ ვიცი ტურინში რას ამბობენ, მაგრამ მე რასაც ვხედავ ფაქტია ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად იმისა რო შანსი 90 პროცენტია..
დამიჯერე დზმა დასრულებულია დილასვე ხო 3 გაზეთი მაგ ინფოთI გამოვა მთავარ გვერდზე და სადგაც 2-3 საათისთვის გაოპიციალურდება და სამედიცინო შემოწმების მერე 11 ნომერს აიგებს
ყველაზე უნიჭო და უსარგებლო ფეხბურთელი. http://www.youtube.com/watch?v=Da2ddszctps
მე ყველაფრისტვის მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ
juve17
რატო მასწავლი ჯიგარო ? პირადად ვწერ და პირადად ვთარგმნი თითოეულ დეტალს რასაც იტალიური პრესა იტყობინება ) არ ვიცი მაროტას და ბრანკას ან ფასონეს რა აქვთ გადაწყვეტილი, ბუნებრივია ეგ შენც არ იცი, მაგრამ პრესა წერს რო მოლაპარაკებები ხვალ განახლდება )) ნუ დიდი შანსია გუარინი წამოვიდეს, მაგრამ ჯერ ოფიციალური დასტური არაა
11 ნომერზე ხო საუბარიც ზედმეტია ჯერ )) რო გადაწყდება მერე კი
დავიწკოტ იმით რო არაფერი არ მისწავლებია დზმა ეგ ერთი მე ვიცი რო ხვალ 11 ნომერს აიგებს წკარო მოგწერ თუ გინდა და შენ თვითონ მიწერე ტურინში ცხოვრობს ჩვენიანია ანუ ტურინელი ბავშობიდან და მან მითხრა ეგ ინფო მიწერე გინდა უარს არ გეტკვის ამ საიტის ხშირი სტუმარიც არის ეგ კაცი არ ვიცი წერს თუ არა კომენტებს ტწიტერზე ან ფბ მიწერე მერაბ მეტრეველი
juve17 ძალაიეტას გაკეთებულის მეათედი გაეკეთებინა ნეტა ტრუსინიჩს იუვესთვის და უნამუსოს შვილი ვიყო თუ ოდესმე ხმა ამომეღო მასზე!
ზალაიეტამ ისე გამახარე ერტი გოლიტ რო იკ მირკო არ მივა ვერასდროს ხო ხვდები რა გოლზე ვამბობ
მთავარია ბოლომდე მიიყვანონ საქმე, აუცილებლად უნდა წამოიყვანონ გუარინი )) მარტო ვუჩინიჩის გაშვება პრინციპულად არ შეიძლება ამ ეტაპზე, ჯობია საერთოდ ჩაიშალოს მოლაპარაკებები ვიდრე ინტერმა მიიღოს ვუჩინიჩი და ჩვენ არაფერი ))
არა დზმა გადაწკვეტილია ბოლო დეტალები რჩება 11 ნომერს აიგებსო უკვე მაგიც თკვეს
გეთახმები ძმა მართლაც არგი იგროია და კარგი გაცლა ხდება მაგ ადმინს არაფერი გაუფუჭებია ტუ დაგვეხმარა სკუდეტოს მოგებაში
მირო წარმატებები მრთლა გულით გისურვებ 
არიის ასრულდა ჩემი დიდი ხნის ოცნებააა. ეს ყოვლად უნიჭო და სრულიად გაუეგაბრი ადამიანის მაგვარი ლეში მოგვშორდააა. ოქროო შენ ლიჩნად გილოცავ ძმა! მხოლოდ მე და შენ ვიყავით მაგ უხსენებლის კატეგორიული წინააღდეგნი! აუუ ხვალ სახლში, რომ მივალ ტრუსინიჩის წასვლის სადღეგრძელოს უზარმაზარი ლუდის ბაკალით დავლევ. აეეეეეე :D :D
1ველ სკუდეტოს რო ვიგებდით მაშინაც აგინებდი შენ ალბათ ხო და არ გახსოვს თუ არ გინახია რამხელა დახმარება გაწია გუნდისთვის და რა გოლები გაიტანა და რა პასები გააკეთა გადამწკვეტ ეტაპზე სეზონის
ყველაფერი კარგად მახსოვს ძმა და ყოველთვის ვაგინებდი, ვაგინებ ეხლაც და მომავალშიც აუცილელად შევაგინებ, რადგან ყველაზე გამოცენზურებული ფებურთელია დედამიწის ზურგზე. პირველ წელს სკუდეტო პირლო-მარკიზიო-ვიდალის ბრწყინვალე ასპარეზობის ხარჯზე მოვიგეთ ისე ცნობისთვის!
აგინე დზმა შენი საქმის შენ იცი საგოლ
შენ აბა ლიპის დროინდელი ჯუვე თუ გახსოვს ზალაიეტაზე რაგას იზამდი გინება იმის წარმომიდგენია მირკო რო ეგეტი გგონია
მირკო მაგარი კლასნი იგროკია და არ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი და დზაან დიდი წვლილი აკ 2 სკუდეტოში და დიდი მადლობა დზაან დამწკდებოდა გული პროსტა უმაგრესი გაცვლა ხდება და ადვილად ვუკურებ საგოლ მაროტა კიდე ერტხელ დაამტკიცა პარატიჩისთან ერთად რო საოცრად მუშაობენ

+1
გინებით რას იზავთ გაამრავლებთ ? )) :D:D: გეყოთ ტო ეს უაზრო კომენტარები )) საგინებელი არაფერი აქ მაგ კაცს ) რაც შეეძლო გააკეთა მესი არაა ეგ ეხლა )) მადლობელი უნდა იყოთ იმისთვის რაც გააკეთა . ნახევარდაცვა კი იასნია ნახევარდაცვით უფრო მოიგო 1 სკუდეტო . მარა შეტევა ვინ იყო ? მატრი ? მთელი თამაში რო საჯარიმოში დგას და დაღეჭილ პასს ელოდება )) ერთადერთი თავდამსხმელი მირკო იყო რომელსაც კაცის მოტყვილება შეეძლო , დიდი წვლილია მისი ამ 2 სკუდეტოში და გინებას ჯობია მადლობა გადაუხადოთ და ისე გაუშვათ )
მოდე გუარინ
ვუჩინიჩი სანამ ლორენტე და ტევესი მოვიდოდა ყოველთვის სასტავში თამაშობად და თან 1-2სკუდეტში ამ კაცმა თავისი წვრილი შეიტანა რისთვისაც დიდი მადლობა მე პირადათ უხდი,დარაც შეხება ამაზე ბევრი აგინებდა გაუგებრად ხან განაცხადში არ იყო მარა მაინც ვუჩინიჩის ბრალი იყო ეს აგინბდა ბევრი აქ.
აქ ვარ და თუ რამე დაიდო სიახლე ეგრევე დავპოსტავ ))
ra ხდება ხო არ გაგიათ რამე????
ახლა ალბათ აღარავის მოსწონს, მაგრამ თვეების წინ უმეტესობა იუვეს ლიდერად და მხსნელად თვლიდა.
გუარინი მაგრად უბრახუნებს შორიდან ძაან მაგარი უდარი აქ
ოქრო
საერთო ჯამში ვუჩინიჩი ტოპ-დონის ფორვარდი არასდროს არ ყოფილა და ვერც გახდება, სტაბილურობა სულ აკლდა, ძირითადში იყო იმიტომ რომ იმ ხუთეულში : ვუჩინიჩი, ჯიოვინკო, კვალიარელა, მატრი და ბენდტნერი ან თუნდაც ანელკა, საუკეთესო კვალიარელას მერე ნაღდად ეგ იყო, თუმცა ფაბიოს სამწუხაროდ აკლდა სტაბილურობა და თან ხშირად ტრავმიანობდა ) ეხლა როცა ტევესი და ლორენტეს დონის წინახაზელები გვყავს და თან მირკო ტრავმიანობს, მის წასვლაზე გულის დაწყვეტა ნაღდად არ ღირს, გუარინის გამოყენება ევროპაში შეიძლება რაღაც საოცრად, 4-4-1-1 სქემაში ფორვარდის უკან ოო გუარო გიჟია..
კარგი რა, რა ხუთეულში? მაგაზე ბანძი იგროკი არც იუვეს და არც არავის არ ყავს. ტოპ ფორვარდი კი არა ტოპ ნაგავია. ძირითადში კიდევ კონტეს ახირების გამო იჯდა, ათასჯერ ვთქვი და დავწერე ამ საიტზე, რომ ეგ კონტემ მოიყვანა და იხტიბარს არ იტეხავდა, თორემ მაგაზე მაგარ ფეხბურთელს ნებისმიერ უბანში ნახავ არა ერთს. აქ ვამბობდი რომ კონტე თუ მიცემდა შანსი სხვას ვუჩინიჩს შანსი არ ექნებოდა და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ როგორც ეგ ახდა. უბრალოდ ფაქტია რომ ამ საიტზე ვუჩინიჩს რომ ფანები ყავს მსოფლიოში არ ეყოლება მაგდენი. მთელ მის კარიერაში ინეტრს რომ გოლი გაუტანა ბოლო წუთზე (რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა მაინც) მაგაზე მაგარი არაფერი… Read more »
შენ ძმა თუ გგონია რო აქ ვუჩინიჩი უმეტეს მოსწონს მაგრად ცდები.
ეს ადრე იყო კაი ეხლა არის 00000 მაგარი ნელია.
რავი აქ ხმას რომ ამოვიგებდი ერთ გუნდად შეძხილი ისმოდა: ვუჩინიჩი, ვუჩინიჩი, ვუჩინიჩი. 100 წელია ვიძახი და სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ითამაშობს მსოფლიოში უმდაბლესი დონის თAვდამსხმელია და ეს ნათლად ჩანს, სანამ ერთ ადგილს ულოკავდა კონტეს ეგდო ძიითადში, მაგრამ კონტეაც მობეზრდა. რაც ვიწინასწარმეტყველა დიდი ხნის წინათ
გურაინი არ დურბინტი, ეგეც დაიტოვოს და კიდევ ფული დავუმატოთ, რამხელა ნაგავს გვაცილებენ
ვუჩინიჩის წასვლაზე, რომელიც წელს ნულია და გუარინის მოსვლაზე, რომელიც კალჩოში ერთ-ერთი გამორჩეულია, გული დასაწყვეტი ნამდვილად არაა ))
ნუ ჩემი აზრით..უბრალოდ არ მინდა გუარინი ინტერში დარჩეს და ვუჩინიჩი გავუშვათ, ელემენტარული პრინციპის საკითხია თორე მირკო გამოუყენებელი იგროკია
მადლობა კარგი ინფორმაციისათვის, თუმცა აქ ალბათ 90 %-ს გული დაგწყდება