ოფიციალურად : ბარტერი ვუჩინიჩი – გუარინი ტოჰირმა ჩაშალა
ბარტერი ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის არ შედგება.კლუბებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ოფიციალურად ნერიაძურის პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა ჩაშალა, რომელმაც თავისმხრივ, კურვა ნოდის ( “ინტერის” ფან-კლუბი ) მოთხოვნა დააკმაყოფილა.საფეხბურთო კლუბმა ტურინის “იუვენტუსმა” “ინტერნაციონალეს” მიერ ჩადენილი ქმედება უკომენტაროდ დატოვა და მთავარ ამოცანად, “რომას” წინააღმდეგ მატჩი დაასახელა, რომელიც ერთ საათში დაიწყება.უკანასკნელი ინფორმაციით, მირკო ვუჩინიჩი ბიანკონერების რიგებში რჩება, ფრედი გუარინი კი მილანური გრანდის.
რამდენიმე წუთის წინ მირკო ვუჩინიჩის პირადი აგენტები მილანის “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდნენ, ფრედი გუარინის აგენტები კი ჯუზეპე მაროტასთან, ფაბიო პრატიჩისთან და სხვა ბიანკონერების ხელმძღვანელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.სასაუბრო თემა, ბუნებრივია, ფეხბურთელების პირადი კონტრაქტებია.აღსანიშნავია, რომ დღეს შუადღეს ჯუზეპე მაროტა რომში აპირებს გაფრენას ანტონიო კონტესთან და მის გუნდთან, ანუ გუნდებს შორის მთავარი მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია.
პოპულარული იტალიური სპორტული გადაცემის, “ლუნედი დი რიგორეს” წამყვანმა, ფაბრიციო ბიასინიმ გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ყოფნა პირდაპირ ეთერში დაადასტურა : “ხვალ დილით მოლაპარაკებების დეტალები ოფიციალურად დადასტურდება და გახმაურდება.ნერიაძური თანხმობას ჯაკარტიდან, ანუ პრეზიდენტიდან ელის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბარტერი ვუჩინიჩი-გუარინი შესრულდება.”
ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაა გამორიცხული, მოლაპარაკებები კლუბებს შორის გვიან ღამეც გაგრძელდეს, რათა ხვალ უკვე მიღწეულ იყოს კონკრეტულ შეთანხმებებს.მიუხედავად ჯუზეპე მაროტას განცხადებისა, ეს ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციოებმა დაახლოებით 15-20 წუთის წინ გაავრცელეს.რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩს, მან სან-მეტეოს კლინიკაში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი წარმატებით გაიარა, მონტენეგროელი ხვალ ოფიციალურად გახდება ნერიაძურის წევრი.
მოლაპარაკებები ტურინის “იუვენტუსისა” და “ინტერის”.წარმომადგენლებს შორის დროებით დასრულდა.მხარებმა ბოლომდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა იტალიური საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ ხვალ დილით სატრანსფერო დეტალები ოფიციალურად დადასტურდება.ნერიაძური ფრედი გუარინის სანაცვლოდ მირკო ვუჩინიჩთან ერთად 2-3 მილიონს ითხოვს, რის შემდეგაც ფინანსურ ბალანსს მიაღწევს და ავტომატურად დაიწყებს ბრაზილიელი ერნანეშის ტრანსფერზე მუშაობას.ჟურნალისტებს მცირე კომენტარი ჯუზეპე მაროტამ მისცა : “მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა, დროებით შეჩერდა, ხვალ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.ვნახოთ, ვნახოთ”. გავრცელდა ერიკ ტოჰირის ინტერვიუც, თუმცა მისი სიტყვები არანაირად არ გამორიცხავს გუარინის ტრანსფერს ტურინში : “მე გუნდის პრეზიდენტი ვარ და ვალდებული ვარ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, თუმცა ასეთ სიტუაციებში, “ინტერი”, როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მოქმედებს.ჩვენი მიზანი ძლიერი ნერიაძურის შექმნაა.”
მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი მილანის “ინტერში” ფაქტობრივად გადაწყვეტილია.ბოლო ინფორმაციით, ბიანკონერები მონტენეგროელის ნერიაძურიში გაშვებას საბოლოოდ დათანხმდნენ, ფრედი გუარინის საკითხი კი ჯერაც გადაუწყვეტელია.აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩი უკვე მილანშია და მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, ხვალ კი იგი ოფიციალურად გახდება ვალტერ მაცარის გუნდის წევრი.რაც შეეხება კოლუმბიელი ნახევარმცველის საგას, აქ მთავარი სწორედ გუარინის სურვილია, გამომდინარე იქედან, რომ მან ტვიტერზე მკაცრი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ნერიაძურის შტაბში დაბრუნებას არ აპირებს და მისი მიზანი კარიერის ბიანკონერებში გაგრძელებაა.მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, გაცვლა საბოლოოდ, მაინც შედგება.
წყარო : football-italia
აქ მთავარი სწორედ გუარინის სურვილია, გამომდინარე იქედან, რომ მან ტვიტერზე მკაცრი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ნერიაძურის შტაბში დაბრუნებას არ აპირებს და მისი მიზანი კარიერის ბიანკონერებში გაგრძელებაა.მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, გაცვლა საბოლოოდ, მაინც შედგება.
მოდი ძმა… წარმატებებს მიაღწევ იუვეში!!!
საჭირო კაცი ხარ!!!
პ.ს მთავარია ჯართი ვუყლინიჩი მოვიშორეეეთ…
ჯერ არდრეა მაგაზე ლაპარაკი ) შეილება საერთოდ არ შედგეს ტრანსფერი ) ბოლო ინფორმაციით ინტერის ახალმა მფლობელმა ტოჰირმა ) დაბლოკა ტრანსფერი ) გამომდინარე იქედან რო ინტერის კურვა იმუქრება ) და აქციებს აწყობენ ოფისთან .. მეორე მხარეა ის რო ფეხბურთელები უტრაკებენ ) გუარინი და მირკო რო არ დავბრუნდებით გუნდებშიო, რახან დაიწყეთ და შეგვკრიბეთ ორივე მხარე მილანში, დაამთავრეთო )) ანუ ორივეს უნდა რო შედგეს ბარტერი ) კოლუმბიელი მორატის შეხვდა და უთხრა რო დაელაპარაკოს ინდონეზიელ მფლობელს და დაითანხმოს ტრანსფერზე ) სხვა შემთხვევაში ვარჯიშებზეც აღარ გავა ) ვნახოთ რა იქნება ) იტალიაში დიდ ყურადგებას აქცევენ ტიფოზების აზრს .. ( 2008 წელს სტანკოვიჩი თითქმის გადასული იყო… Read more »
ბოლო წლებში იტალიურ ფეხბურთში განვიტრებულ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ დიდი შანსია რომ სწორედ ეგ ვარიანტი გათამაშდეს .. ჩაიშალოს ტრანსფერი … და სეზონის ბოლომდე გუარინიც და მირკოც სკამზე აღმოჩნდნე განწირული ….
ტოჰირს აქამდე არაფერი გაუკეთებია ინტერისთVის და ეხლა რამ შეაწუხა
გუარინი 3-5-2 და 4-3-3 ტაქტიკურ სქემებს თავისუფლად მოერგება / კონტემ იცის რას აკეთებეს და იმედია მის ხელში კოლუმბიელი საუკეთესო კუთხით წარმოჩინდება …
Storari
Barzagli
Bonucci
Chiellini
Isla
Vidal
Pirlo
Marchisio
Peluso
Quagliarella
Giovinco
არანაირ ფლანგელად ეს არ გამოგვადგება (((( მოგვცენ ვუჩოში ფული და კარგი ვინგერი დავითრიოთ!!!1 მენეზი ან დი მარია ხო დაგლიჯავს საერთოდ…. წასვლა უნდა რეალიდან იმ კაცს და ესენი კიდე ამ მერდას ფეხბურთელებს დასდევენ

გუარინის გამოყენება გარემარბადაც შეიძლება უთამაშია ინტერში ამ პოზიციაზე, ძაან მაგარი ფეხბურთელია ინდივიდუალურად იმედია 1-2 მილიონისთვის არ დაკარგავს მაროტა
კაროჩე 1,5 მილიონსაც უმატებენ გუარინის სანაცვლოდ..კაი ტრანსფერია

გუარინი მაგარია ბაზარი არაა მარა პოგბა არ მისცენ პსჟ-ს მაგისი მეშინია!
პოგბას არ გაუშვებენ..სავარაუდოა უფრო მარკიზიო გაუშვან..მარა შორეული გათვლებით კარგი სდელკაა..კონტემ შეილება გუარინი ათამაშოს ტრეკუარტისტას ადგილას 4-3-1-2

წელავენ მარა მალე დადასტურდება თუ არ ვცდები გუარინის ხელშეკრულებაზე მიდის საუბარი 2016 -წალამდე იუვეში და გასამჯელი წელიწადში 3ლიმონი
სტატია განახლდა _))
ეს სტატია კი მივხდი რო განახლდა მარა არაფერი შეცვლილა…
რამე სიახლე არის ამ თემასთან დაკავშირებით? ყველგან ძველი სტატიები დევს და ვერაფერი მოვიძიე
FeNoMeNo-9
სამაგიეროდ პოგბა თუ წავა ერთი დიდი პლიუსი ექნება მის წასვლას

ეშველება მერე მარკიზიოს და მის ფანებს
კი ბატონო არიან ისეთებიც რომლებსაც დიდად არ ეხატებათ პოგბა გულზე, რადგან ალექსის ერთადერთ და განუმეორებელ მემკვიდრეს სათამაშო დროს ართმევს!
FeNoMeNo-9
ახალი წლისთვის იყო ასეთი ჭორი, რომ პსჟ პოგბაში იხდიდა 60 მილიონს და + გვაძლევდა ვერატის…
ძალიან მომხიბვლელი წინადადება არ აღმოჩნდეს მთავარია გუნდის ხელმძღვანელობისთვის…
ფინასური კუთხით, ვერატი დღეს რა ღირს?
მაგას პლიუს 60 მილიონი კაი თანხას დაარტყამს და ფაქტიურად უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში 1 წელიწადში 80 მილიონზე მეტის გაკეთება ნებისმიერ გუნდს ფინანსურ წარმატებას მოუტანს…
მაგრამ როდესაც გუნდს აშენებ და პრეტენზია გაქვს რაღაცაზე, აუცილებელია რომ შეინარჩუნო ძლიერი ბირთვის და პირადად ჩემი აზრით, არანაირად არ უნდა დახამდნენ ამ წინადადებას და თუნდაც უკეთესს… გუნდი თუ შენდება უნდა აშენდეს
გეთანხმები ძმაო 100%. შენების პროცესში მყოფი გუნდისთვის ისეთი საყრდენის გამოცვლა როგორიც პოგბაა არის სრული უაზრობა და დილეტანტიზმი. რაც შეეხება 60 მილიონიან ჭორსა და + ვერატის ჩემი აზრით აბსურდია. მთლად ეგეთი გოიმებიც არ არიან არაბი შეიხები, რომ მსგავსი უტოპიური ბარტერი შესთავაზონ იუვეს. 60 მილიონი პოგბა კი არაა დღეს ბაზარზე არსებულ ფებხურთელთაგან ყველაზე მოთხოვნადი სუარესი არ ღირს ტო. :D ძალიან დიდი იმედი მაქვს მაროტა გონიერებას გამოიჩენს და მხარს კონტეც აუბამს, რომელიც მუდამ სირაქლემას პოზიციას იკავებს მსგავს კრიტიკულ მომენტებში!
პოგბას გაშვება გუარინის კი არა ვერატის ხარჯზეც კი არ შეიძლება. ეს იქნება ყველაზე დიდი სისულელეე მაროტა-კონტეს დუეტისგან! ფრანგი უკვე შემდგარი ფებხურთელია, რომელიც ყოველდღიურად განიცდის პროგრესს. ვერატიზე დიდი მოთამაშე უკვე დღესაა, აბსოლუტურად ყველანაირი მონაცემებით. პირიქით სერიოზული კონტრაქტი უნდა დაუდოს იმ ფალოსმეისტერმა მაროტამ. ასეთ ფებხურთელში ინვესტიციის ჩადება კლუბის მხრიდან იქნება სამომავლოდ გადადგმული სწორი და ადექვატური ნაბიჯი! ვიცი ძალიან ბევრს გულის სიღმეში გაუხარდება კიდეც მისი წასვლა..აი ისეთებს ვგულისხმობ ვუჩინიჩს, მატრის, დე ჩელიესა და მსგავს ცენზურა ადამიანებს რომ ქომაგებდნენ. აბსოლუტურად გაუგებარია პირადად ჩემთვის რატომ უნდა გაუშვა პოგბა და მოიყვანო ვერატი, მაშინ როდესაც გაშვებული მოსულს ჯობია! თუ ისე გადმოვიბირებთ კი ბატონო..ორივე აწეული ხელით მივესალმები მარკოს… Read more »
გეთანხმები ძმა ვერატიზე მაგარია ეხლა პოგბა თუ ისე მოიყვანეს გამიხარდება პირლოს ხო უნდა შეცვლა ერტ-ორ ველში
ვერატიზე კი არა საერთოდ ყველა ახალგაზრდა ტალანტზე ძლიერი ბიჭია ჩვენი პოლი დღესდღეობით მთელ ევროპაში მისი ასაკის ფებხურთელებს თუ ავიღებთ. არ მესმის რატომ აჯანჯლებს ამდენ ხანს კონტრაქტის დადებას იუვეს ხელმძვანელობა. რეალი, პსჟ და სიტი სვავებივით დასტრიალებენ. თან ეს ახალგაზრდაა და შეიძლება ფულს გაეკიდოს, ასე რომ გაისროლა წლიურად 5 მილიონი და არსად წასვლა არ მოუნდება მერე. ასამოა და ისლაში გადაყარეს ფაქტიურად 40 მილიონ ევრომდე ფული და პოგბას მეათედიც არ აქვთ ორივეს ერთად აღებულს გაკეთებული გუნდისთვის! არადა ფრანგი სრულიად უფასოდ ჩავიგდეთ ხელში. :) რაც შეეხება ვერატის კი ნიჭიერი ფებხურთელია ბაზარი არაა, მაგრამ ცოტა არ იყოს ზედმეტად გაპიარებულიც. რას პარიზელთა თამაშს ვუყურე, რაღაც განსაკუთრებულს… Read more »
პოგბას ხარჯზე არ უნდა მოხდეს გუარინის მოყვანა,მაშინ არ გვინდა
ხედავთ რომა როგორ ძლიერდება მემგონი იუვეს მერე პირველია ისეთი ნახევარდაცვა ყავს ეხლა ბასტოსიც დაიმატეს ერთი კარგი თავდამსხმელი რო იყიდონ ძალიან მაგარი გუნდი ეყოლებათ
მირკო ვუჩინიჩზე კარგის მეტი არაფერი უნდა გვქონდეს სათქმელი… რაც შეეძლო იმას აკეთებდა… იმ შემადგენლობაში, ანუ იმ თავდასხმაში სადაც იყო მატრი, კვალიარელა, ბენდტნერი, ჯოვინკო, და თუნდაც ანელკა, საუკეთესო იყო და როგორც კი მოვიდა ტევესი, ლლორენტე კონტემ დასვა სკამზე (ტრავმამაც ხელი შეუწყო). ასე რომ მაგას ვამტკიცებდი ყოველთვის, რომ კონტე არასოდეს არ იღებს გადაწყვეტილებას პირადულად… მასე რომ ყოფილიყო არ გაუშვებდა ეხლაც… იმ ხუთეულში, რაც მაშინ ყავდა თავდასხმაში იუვეს, მირკო საუკეთესო იყო და იმიტომაც იყო… თორე კრისტიანო ან კიჭა ვერასოდეს იქნება… პლიუს ამას, მიყავს გუნდს,(როგორც არ უნდა გვძულდეს ინტერი ჩვენ) რომელიც აზიელმა მილიარდელმა შეიძინა და მისი მიზანი უძლიერესი გუნდის შექმნაა… და მათ გეგმაში თუ… Read more »
60 მილიონი და ვერატი მაგარი წინადადებაა, მაგრამ მაგ 60 მილიონს გადაიხდიან ან ვალებში ან რამე უაზრობაში გამოვა პოგბა ვერატის გაცვლა… შესაბამისად ვერ დავეთანხმები… პოგბა არ უნდა წავიდეს არცერთ ვარიანტში, თუმცა თუ მოვა ვერატი, ეგ იქნება უმაგრესი იუვესთვის…თან ტიპი იმენნო იუვეს გულშემატკივარია და იხვეწებოდა… 12 მილიონი როგორ ვერ გაიმეტეს… მაგრამ ერთის მხრივ შეიძლება ჩვენთან გაფუჭებულიყო, იმიტო რომ პირლო, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ძაან რთული კონკურენცია…
ადრე თუ გვიან ვერატი იუვეში მოვა, მგონია
იმის მეშინია რო პოგბა გაუშვან გვარინის მოსვლის შემტხვევაში
ისეთ შემტევს რა უთხარი სეზონზე რო ვიდალმა ადაასწრო გოლების გატანაში…
გუარინი რომც არ მოვიდეს მაინც კარგია რო ვუჩინიჩი წავიდა.. მოიყვანონ იმობილე ან ბერარდი მაგაზე კარგად მაინც ითამაშებენ

თქვენი არ ვიცი მარა გუარინი მაგრად მევასება ერთერთი ფეხბურთელია რომელიც ინტერში ფეხბურთს თამაშობს, კრაიზეც შეიძლება გამოყენება და 3-5-2 კარგი დარტყმა და დრიბლინგი აქ იტოკშDი ტრუსიკას ბევრად ჯობია
რაზე დაობთ? მე ამის სლიშკამ ნელი………!!!! გუარინში რატო გვიცვლიან?! კიბო ხო არ ჭირს ნეტა და გვიმალავენ :D გუარინი მაგრად წაგვადგება მისცენ ეს ნელი და ზანტი და დაუმატონ კიდე ფული გუარინი მართლა მაგგგარი ფუდბალისტია პროსტა იმას ვფიქრობ გუარინი რომ მოიყვანონ მარკიზიო არ გაუშვან :(((
მარკიზიო არ ვიცი ძმა მაგრამ პოგბას გაუსშვებენ ასე მგონია
არა რა თუ ვინმე ვუჩინიჩის ფანია მსოფლიოში მგონი ყველამ აქ მოიყარა თავი. რა სკუდეტო მოგვაგებინა??? რაებს წერთ საერთოდ აცნობიერებთ? სკუდეტო კი არ მოგვაგებია, ხელს გვიშლიდა რომ ბევრად ადრე გაგვეფორმებინა. მოძრავ მანქანაში ამოწეული ხელის ტორმუზი იყო. დაფიქრდით სანამ დაწერთ მის წვლილზე. ფორვარდმა 2.5 წელში 20 გოლი ძლივს გაიტანა, თან ისეთმა ფორვარდმა რომელიც ძირითადს არ მოცილებია (კონტესთან თავის დამსახურებები ქონდა სააბაზანოში) კარგით რა ტოპ ნაგავი, აი ვინ არის ვუჩინიჩი. ტიპი დაჯე ისეთი დაბალი დონისაა თუ პირადიპ არ შეპირდნენ ძირითადში თანაშს კონკურეციის გაწევაც კი არ შეუძლია არავისთვის. 2 წელი ძირითადში ეგდო (კონტესთან თავის დამსახურებები ქონდა სააბაზანოში)და საშუალო დონის ფორვარდი მოვიდა იუვეში და იმის… Read more »
ეს იუვეს ფანია გუარინი )) იმიტო ატრაკებს გამიშვითო თორე არ გამოვალ საერთოდ ვარჯიშზეო )) ძველი კომენატარები ვნახე გუარინის )) Гуарин: «Если я и покину Порту, то только ради Ювентуса»
Тогда зимой Юве сделал выбор в пользу другого игрока не из ЕС Касереса))) А Гуарин потом плакал перед вылетом в Милан)
ასეა ძმაო ) ეს მაროტა ვინმეს თუ დააბოლებს ) თორე ისე ტრანსფერებს არ უნდა ველოდეთ ამათგან ) ვინმე თუ შეტენეს ეგაა ))
პადოინი იქნება ბურთის მიმტანი )) კრაინი იგროკები გვინდა უფრო ვიდრე გუარინები)
პეპემ და ბონუჩიმ უკვე დაემშვიდობა მირკოს მოკლედ მირკო წავიდა უკვე 99.9% და ეხლა ბეპე მაროტაზეა დამოკიდებული გაჩარხავს თუ არა გუარინის საქმეს!!!
პადოინს რა ეშველება მერე?
