სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
მილანის “ინტერის” მიერ მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე შეჩერებამ უკმაყოფილება ორივე მხარეში გამოიწვია.ჯერ ერთი, მირკო ვუჩინიჩი თხოვს “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მის ტრანსფერს, ფრედი გუარინი კი საერთოდ ნერიაძურის ვარჯიშებს უცხადებს ბოიკოტს.გამომდინარე აქედან, Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარტერი იტალიურ გუნდებს შორის შესაძლებელია მაინც მოხდეს და კლუბების ხელმძღვანელები კვლავ მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.პარასკევს აპენინებზე “ინტერის” ინდონეზიელ პრეზიდენტს, ერიკ ტოჰირს ელიან და მისი ჩამოსვლა სავარაუდოდ ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.ფაქტი ერთია, ფეხბურთელები ტრანსფერს მიესალმებიან და მოლაპარაკებების დასრულებას მოუთმენლად ელიან.ბოლო ინფორმაციით, კოლუმბიელი ფორვარდი ნერიაძურის სამწვრთნელ ბაზაზე დღეს დილით გამოჩნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ამის მიზეზი დიდი ალბათობით ფორმის შენარჩუნებაა.
უახლოეს დღეებში “ჯენოამ” მარკო მოტას ტრანსფერი უნდა დაადასტუროს ტურინის “იუვენტუსიდან”. იტალიელი მცველი პაოლო დე ჩელიეს გზას გაუყვა და კარიერას იგიც გენუურ კლუბში განაგრძობს.აღსანიშნავია, რომ რუსობლუმ ზამთრის მიმდინარე პერიოდში დაცვა საგრძნობლად გააძლიერა, გამომდინარე იქედან, რომ მოტასთან ერთად გენუაში ნიკოლას ბურდისოც აპირებს გადაბარგებას.
სიმონე პადოინი კი, შესაძლოა “ატალანტაში” დაბრუნდეს.ზაფხულში ჩაშლილი მოლაპარაკებები შესაძლოა იანვარში განახლდეს და იტალიელი მარჯვენა ფლანგელი ბერგამოში გადაბარგდეს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბიო პარატიჩი მარინოსთან დაკავშირებას აპირებს და სიმონეს სანაცვლოდ წინასწარი ხელშეკრულებების გაფორმებას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, დევიდე ძაპაკოსტისა და დანიელე ბასელისთან აპირებს.
წყარო : Tuttojuve; Football-Italia, Tuttosport
მაგრად გვაკლია მოჯის ხელი და მერე დელპო, ისევ მოჯის თუ შეუძლია მეორე დელპომოიყვანოს მოძებნოს თორემ მე მაროტას იმედი ნამდვილად არა მაქვს.
SAINTERESOA PELUZOS GOLI RATO AR CHAGVITVALES ROMASTAN ????????
თამაშგარე მეგონა სანამ ჩააწოდებდა მარა არ არი. http://www.youtube.com/watch?v=gxCAcGTC6-4 ხაზი გადაკვეთა ვითომ?
არანაირი თამაშგარე,უბრალოდ არ ჩათვალეს!
ჩემ გარდა მემგონი დაცვის შეცდომებს ვერავინ ხედავს ვითომ მეჩვენება და მაგრად გამოიყურება დაცა?:D:D:D: ცენტრზე მაქ საუბარი
Manchester United now are set to make an offer for Arturo Vidal! საკმაოდ სანდო წყაროა,რა თქმა უნდა არ გავყიდით,მაგრამ კონკრეტული წინადადება იქნება 48 საათში
რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი იყოს ეგ გუარინი არ მინდა იუვეში, არ მინდა ინტერში ნამაშევი მყავდეს …
დავიდსი? :D
თავის დროზე ბონუჩიც ინტერში თამაშობდა
გეთანხმები არც მე არ მინდა გვალაძუადან მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში მატეო კოვაჩიჩს.
ვერატი, ფლორენცი , გაბიადინი , ბერარდი , ინსინიე აი ეს ხალხი მინდააა იუვეშიიიი … და პლიუს ამას მოჯიიიიიი… მოჯი რომ იყოს აქედან უმრავლესობა ჩვენი იქნებოდაააა…:(
გეთანხმები მეც ძალიან გამიხარდება მათი მოსვლა მაგრამ ყველაზე მეტად ამ იუვეში ეხლა თუ ვინმეს ვიოცნებებდი მხოლოდ და მხოლოდ
ლუის სუარესს
დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი ლივერპულს
პადოინი, პეპე, ჯოვინკო, ისლა, მოტა, ვუჩინიჩი, კვალიარელა + 40 ლიმონსაც დავამატებდი
ერთი ეგ მანახა იუვეს ფორმაში ისე კი დიდი სიამოვნებით ვიხილავდი
ვერტონგენს, ვილიანი, კროოსი, ინსინე, ვერატი, კავანი.
ძმაო მოჯი იყოს ახლა ჩვენთან და ეს ოცნება ბევრი ხნის წინათ გვექნებოდა ახდენილი ძმა. :(
ახალი ნიუსი:იუვეე იტალიაში ყველაზე შემოსავლიანი გუნდია.ევროპაში კი 9-რე პოზიციაზე.ნელ ნელა ვბრუნდებით ძველ პოზიცებზე.

ეხლა ერთი სუარესი, ვერტონგენი, ინსინე, ვერატი, ვილიანი მანახა იუვეს ფორმით და თუ გინდა ზეგ ლაციოსთან ბოლო 13 წლის მანძილზე იუვეს რომ არ წაუგია 4-0 წავაგოთ
წარმომიდგენია რა სასტავი გვეყოლება.
ნეტა ეს ჯართი მოგვაშორებინა რასაც ქვია
რუბინიო, მოტა, პადოინი, ჯოვინკო, პეპე, ვუჩინიჩი და მათ მაგივრად ის ხალხი მოიყვანონ
ლეალი, მასი, გაბიადინი, იმობილე, ბერარდი, მარონე
მერე ზაფხულში კიდევ 3-4 კარგი მოთამაშეებიც დავიმატოთ და ლიგისთვისაც ვიბრძოლებთ.
ლორენტე ნელ-ნელა ამუღამებს იტალიას
დი მარიას ტრანსფერზე მეტად არაფერი არ გამისწორდებოდა ეხა
კუადრადო მაინც იყიდონ…………
მე ლორენტეს ათამაშებას კოტეს მივაწერდი,ლორენტე ბილბაოში იყო ტიპიური ცენტრ ფორვარდი და უკან არაფერი ესაქმებოდა,მარა იუვეში თავიდან გაუჭირდა ვერ ერგებოდა ტაქტიკას მარა კონტე ამაში პროფესორია დახვეწა და აგრ უყურბთ გოლებს პანტაპუნტით ყრლის,და უკანდანაც კარგათ უბერავს ასევე მეორე სართლუზე ერთ ერთი საუკეთესოა
ლორენტეზე მეც გეთანხმებIტ,მართლა კარგია,აი ძალიან მომწონს,მე ტევესს ბევრად მირჩევნია,დრიბლინგიც უკეთესი აქვს თუ უკვირდებით,ცენტრიდან რამდენჯერ ამოუტანია ბურთი რომ არ დაუკარგავს,ორთაბრძოლების 90 პროცენტს იგებს,ცოტა მეტი დრო რომ ქონოდა თავიდანვე,ბომბარდირებში ეგ იქნებოდა ახლა და არა ტევესი,ტევესში ჟილკა მომწონს მარტო,მეტი არაფერი :D :D :D
არა კაია ლორენტე განა ცუდია,მაგას არც ვამბობ მარა ძაან ეგეთიც ვერაა N1 რო გახადეთ
რაც ცენტრალურ ფორვარდს სჭირდება, ეგ ყველაფერი აქვს ლორენტეს, ტარანი ტიპისაა და საჯარიმოში მსოფლიოში ერთ-ერთი სახიფათოა )) კონტეს სქემაში კიდე ტიპი სად დასდევს მეტოქეს კარგად დააკვირდით, როგორც მინიმუმ ჩვენს ნახევარზეა მოწინააღმდეგე როცა გვიტევს და არც შეტევაში ასვლა უჭირს სწრაფად )) თუ მარტო გოლებით აფასებთ, არც გოლები აკლია ნანდოს, ბოლო ოთხ მატჩში ოთხი შეაგდო, მაგრამ მთავარი ისაა მოედანზე რას დებს და რას აჩვენებს ფეხბურთელი..
აუ ლორენტეზე დამესია სასტავი

ხო კაი მაგარია
Estadio da Luz 2014
ბევრს არ გკითხავ, სერია A – ში იუვენტუსის ბოლო 4 თამაშს უყურე ?
Аукцион по Погба, “ПСЖ” предлагает 70 млн. евро, сумма может вырасти
აუ გუარინი თუ მოვა, პოგბა არ გაუშვან, მაგრად გამიტყდება…
რაც არ უნდა ტანხა დაიდოს, პოგბა უნდა დარჩეს… თუ გუნდს აშენებ ესეა და თუ ფულს აკეთებენ, მაშინ ვიდალიც არანაკლებ ფასად წავა და ბუფონიც
ბაზარი არაა 100% ხარ
ისე რამხელა თანხებს თხრიან…და ნახევარი მსოფლიო მშიერი კვდება… გამოხტება ვინმე კიელინის ნაირი ობობა და შეიძლება მოატეხოს ფეხი და დაუსრულოს კარიერა და 70 მილიონი გადაიყაროს წყალში
ხო ფასები ძაან გაბერილია,სასტიკად,მეტი რო არ შეიძლება ისე… ზიდანის ფასად უნდა იყიდებოდეს პოგბა და დაჟე მეტად? :D
ყველაფერი თვითონ ამ შეიხების ბრალია,და რეალის
მაგ 70 მილიონს ვერატიც წაამატონ და მაშინ დიდი სიამოვნებით გავუშვებდი
ერთი მაგარი ფორვარდი გვინდა რა,ხიშნიკი,აი დროგბასნაირი…
ლორენტე სუფთა ქეთინოა
ლორენტეს რას ერჩი?თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს,და დაცვასაც ეხმარება,მეტი რა ქნას?მე თუ მკითხავ ტევესიც გასაშვებია!
მოკლედ გუარინიც თუ გადმოვა ნახევარდაცვა დაკომპლექტდება 95%
პოგბა—მარკიზიო—პირლო—ვიდალი—გუარინი—იტურბე
იტურბე დაითრიე მაროტ
ძძაან მაგარი ბიჭი იზრდება და ხელიდან გასაშვები არ არის 