ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა “ლაციოსთან” მატჩში

რომში, ტურის ცენტრალური მატჩის დაწყებამდე სამ საათზე ნაკლები დრო რჩება და იტალიური საინფორმაციოები გუნდების სავარაუდო შემადგენლობებზე ბევრს წერენ.ტუტოიუვეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდი დღეს ტრადიციულად 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს : კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, მის წინ სამი მცველი – ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ანჯელო ოგბონა, ეს უკანასკნელი სასტარტო თერთმეტეულში ჯორჯო კიელინის დისკვალიფიკაციის გამო მოხვდება.მარჯვენა ფლანგზე ადგილს შტეფან ლიხტშტაინერი დაიკავებს, მარცხენაზე კვადვო ასამოა, არტურო ვიდალისა და პოლ პოგბას მინდორზე ყოფნა ეჭვგარეშეა, საკითხავია მხოლოდ ერთი – კლაუდიო მარკიზიო თუ ანდრეა პირლო, გამოცანად ბიანკონერების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ეს საკითხი რჩება.რაც შეეხება წინახაზს, კარლოს ტევესისა და ფერნანდო ლიორენტეს დუეტი კვლავაც ხელშეუხებელია.

“იუვენტუსი” ( 3-5-2 )

ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა; ლიხტშტაინერი, მარკიზიო ( პირლო ), პოგბა, ვიდალი, ასამოა; ტევესი, ლიორენტე

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, რუბინიო, კასერესი, პელუზო, პადოინი, ისლა, პეპე, პირლო ( მარკიზიო ), ჯიოვინკო, კვალიარელა

წყარო : Tuttojuve

 

 

63 thoughts on “ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა “ლაციოსთან” მატჩში

  1. სება შემოუშვი კონტეეეეეეე რა უჭირს ლაციოს უკვე შეტევებია ეხლა საჭირო მე3 თავდამსხმელია საჭირო

  2. ოოოო სეზონის საუკეტესო გოლი შეაგდო ლლორენტემ კიდევ გაიტანს და მოვიგებთ ერთს კარლიტოც და ეგაა :forza: :forza: :forza:

  3. ალბათ კონტრ შეტევებზე ითამაშებენ სხვა გზა არაა აქვს იუვეს ამ მატჩში სებაა საჭირო სისწრაფისთვის და პირლომ უნდა ჯარიმები გაიტანოს :forza: :forza:

  4. იმენა დგანან სირებივით და უყურებენ ლაციო რას იზამს. ვიდალის გარდა ყველა უკლასოა პოგბას გარდა კიდე

  5. აბა კონტე შე სლეოო, ვნახავთ როგორ ათამაშებ გუნდს. კაროჩე წავაგებთ რაა…გული მიგრძნობდა რომ ასე იქნებოდა!

  6. ტევესის დუბლს ველოდები დღეს. დიდი ხანია არ გაუტანია და დროა თავი გამოიჩინოს. ნანდოს გოლიც გამისწორდება. ;) ნაპოლის ისევ მიენძრაა. :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.