ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი – გუარინის ბარტერზე მოლაპარაკებები შესაძლოა კვლავ განახლდეს

Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია, მოლაპარაკებები ვუჩინიჩი – გუარინის ბარტერის თაობაზე კვლავ განახლდეს.საქმე იმაშია, რომ ერიკ ტოჰირის მიერ ტრანსფერის დაბლოკვამ კოლუმბიელ ნახევარმცველს ნერიაძურიდან აბარგების სურვილი მაინც არ გაუქრო, მირკო ვუჩინიჩი კი ტურინიდან გეგმავს წასვლას.ვალტერ მაცარის გუნდს წინახაზის გაძლიერება სჭირდება და როგორც სჩანს, საუკეთესო ვარიანტი სწორედ ჩერნოგორიელი ფორვარდია, ამიტომ გამორიცხული არ არის, “ინტერმა” ვუჩინიჩის სანაცვლოდ გუარინი დათმოს.შაბათ-კვირას აპენინებზე ერიკ ტოჰირს ელიან და იმ შემთხვევაში, თუ კავშირები “იუვენტუსსა” და ნერიაძურის შორის განახლდება, მოლაპარაკებების მაგიდას გუნდების პრეზიდენტები, ანდრეა ანიელი და ინდონეზიელი ბიზნესმენი მიუსხდებიან.

წყარო : tuttojuve

7 thoughts on “ვუჩინიჩი – გუარინის ბარტერზე მოლაპარაკებები შესაძლოა კვლავ განახლდეს

  1. კარგია თუ მოვა ბოლო ბლ ვუჩინიცზე ძვირი ღირს. სხვაგანაც დავწერე და აქაც გავიეორებ.. პირლო ასაკშია ვიდალი ხისტია და მარკიზიო არასტაბილურიაა ასე რომ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს… მუშაა ძაან ბევრს დარბის და ფიზიკურად ძლიერიაა გამოგვადგება დამიჯერეთ,, მე ერთის მეშინია შარშან ვუჩინიჩი 15 ღირდა წელს კი 9 ასე რომ იგივე მარკიზიოზე არ დაგვემართოს

  2. ეს თუ მოვიდა რომელიმეს გაყიდიან და მაგ პონტსი არ მინდა ამის მოსვლა, თორე ისე რას ვერჩი, მშვენიერი ფეხბურთელია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.