მაროტა : “ოსვალდო ნამდვილად მოგვწონს”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ბოლო დროს გავრცელებული სატრანსფერო ჭორების შესახებ იტალიურ პრესასთან ისაუბრა : “ოსვალდო მართლაც ძალიან მოგვწონს, თუმცა მანამ, სანამ ვინმეს დამატებაზე ვისაუბრებთ, ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ.ვუჩინიჩი იმ შემთხვევაში დატოვებს გუნდს, თუ იგი ამას თავად მოითხოვს.კონტე მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს, მოლაპარაკებებში ანდრეა ანიელი იყო ჩართული და საბედნიეროდ, პრობლემები არ შექმნილა.ანტონიოს აქვს ყველა ის თვისება და უნარი, რომელიც ჩვენ გუნდს სჭირდება.მას შეუძლია გახდეს იტალიელი სერ ალექს ფერგიუსონი.ბუფონის ოჯახზე გავრცელებული ჭორები ? – შესაძლოა, ჯიჯის რთული მომენტი უდგას, თუმცა იგი შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია.ჩვენი კაპიტანი ყველა სირთულეს დაძლევს.”
ჯიჯის რა პრობლემები აქვს რა ხდებაა ჰომ არ იცით?
ამდენი ჯართი რა ჯანდაბად გვინდა?ამას ისევ ვუჩინიჩი ჯობია,თან ბევრად!
ცენზურა !
:D:D:D:D ალბათ ვიზუალურად დაევასა (( საკაიფო ტატუები ქონია )) :D