ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live : გუარინი, ვუჩინიჩი, კვალიარელა, ოსვალდო – მოლაპარაკებები

01:00 – ტურინის “იუვენტუსმა” ოფიციალურად შეათანხმა პაბლო ოსვალდოს ტრანსფერი.იტალიელ ფეხბურთელს კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა ტურინს იგი ხვალ დილით ეწვევა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჩაერიცხება ტურინულ გრანდში.აქვე გეტყვით, რომ ბოლო ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის განკარგულებაში დარჩა მირკო ვუჩინიჩი.

21:00 – მირკო ვუჩინიჩმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.ჩერნოგორიელმა ფორვარდმა ლონდონის “არსენალისა” და ესპანური “ვალენსიას” შემოთავაზებები უარით გაისტუმრა და კლუბს მისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა.მიუხედავად მირკოს აზრისა, პაბლო ოსვალდო ბებერ ქალბატონში მაინც ჩაირიცხება, გუნდს კი ფაბიო კვალიარელა დატოვებს.იტალიელი ფორვარდის უფლებათა პაკეტით ფრანგული “მონაკო”, “ვალენსია” და “ნორვიჩი” ინტერესდებიან.

17:00 – მედიასეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაბლო ოსვალდოს საკითხი ტურინის “იუვენტუსმა” საბოლოოდ გადაწყვიტა.იტალიელი ფორვარდი ბიანკონერების რიგებში არენდის წესით ორ მილიონ ევროდ ჩაირიცხება და გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში 10-12 მილიონის გადახდა მოუწევთ.ჯერ კიდევ “საუთჰემპტონის” ფეხბურთელს დღეს გვიან საღამოს მილანში ელიან კონტრაქტის გასაფორმებლად, ხვალ დილიდან კი მისი ტურინული თავგადასავალი ოფიციალურად გაფორმდება.სამედიცინო შემოწმება, წარდგენა, პირველი ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად, პრესს-კონფერენცია და ა.შ.რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩს, მის შეძენასთან ყველაზე ახლოს კვლავაც ლონდონის “არსენალია”, თუმცა ელდერ პოშტიგას გასხვისების შემდეგ გამოჩნდა “ვალენსიას” ვარიანტიც.ფაბიო კვალიარელას შეძენას აქტიურად ცდილობს ფრანგული “მონაკო”, რომელსაც წინახაზელი რადამელ ფალკაოს ჩასანაცვლებლად სჭირდება.

15:30 – მირკო ვუჩინიჩი კი ლონდონის “არსენალს” მიუახლოვდა. “ტუტოიუვეს” ცნობით, არსენ ვენგერმა მონტენეგროელი ფორვარდის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს.”რომას” ყოფილი შემტევი ნისლიან ალბიონზე არენდის წესით გადაბარგდება, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ვუჩინიჩისადმი გამოწვეული ინტერესი უმეტესწილად ტეო უოლკოტის ტრავმამ გამოიწვია, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ვენგერის სქემაში.

15:00 – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო სატრანსფერო ბაზარზე შექმნილ ვითარებას პაბლო ოსვალდოსთან დაკავშირებით მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აფასებს : “ოსვალდო “იუვენტუსში” ითამაშებს, გადაწყვეტილია.ბრიტანული მხარე ტრანსფერზე თანახმაა და ბიანკონერებს პაბლოს გაფორმებაში არაფერი შეუშლის ხელს.მაროტა/პარატიჩის დუეტი 28 წლის იტალიელს არენდის წესით აიყვანს გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.ოსვალდოს აპენინებზე დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილიდან უნდა ველოდოთ.”

14:05 – ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაბლო ოსვალდო ძალიან ახლოსაა ბიანკონერებში ჩარიცხვასთან.საქმე იმაშია, რომ იტალიელმა ფორვარდმა ჯუზეპე მაროტას მიერ შეთავაზებულ პირად კონტრაქტზე თანხმობა განაცხადა და დიდი ალბათობით, ტრანსფერი დღეს ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.თუმცა მანამ, ბიანკონერები მირკო ვუჩინიჩმა უნდა დატოვოს, რომლითაც ლონდონის “არსენალია” დაინტერესებული.საბოლოო პასუხის გაცემამდე, ბიანკონერები სავარაუდოდ მილანის “ინტერის” აზრს გაითვალისწინებენ და სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ვუჩინიჩი – გუარინი ბარტერი შედგეს.

14:00 – Sportmediaset ფრედი გუარინის უკმაყოფილების შესახებ კიდევ ერთხელ ავრცელებს ინფორმაციას : კოლუმბიელ ნახევარმცველს არანაირი საუბარი არ სურს დარჩენასთან დაკავშირებით, ნერიაძურის ხელმძღვანელობის უპატივცემულობის შემდეგ მით უმეტეს.ფრედი არც რობერტო მანჩინის “გალათასარაის” შემოთავაზებას განიხილავს და გარკვევით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, რომ ტურინში უნდა გადაბარგება.არაოფიციალური ინფორმაციით, პირადი კონტრაქტის დეტალები ბიანკონერებსა და გუარინს შორის შეთანხმებულია.

13:50 – სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 48 საათზე ნაკლები რჩება და კლუბები ცდილობენ, მაქსიმალურად გაძლიერდნენ.აპენინებზე მთავარი სასაუბრო თემა ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” ეხებათ, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ ბაზარზე.ნერიაძურის პრესის წარმომადგენლები ბრაზილიელ ერნანეშს და პორტუგალიელ ლუიშ ნანის უკავშირებენ, ბიანკონერებს კი პაბლო ოსვალდოსა და ფრედი გუარინს.დღესვე უნდა გადაწყდეს მირკო ვუჩინიჩის საკითხი, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას ლონდონის “არსენალში” განაგრძობს, მის ნაცვლად ბებერ ქალბატონში პაბლო დანიელ ოსვალდო ჩაირიცხება.ჯუზეპე მაროტა “საუთჰემპტონის” იტალიელ ფორვარდს არენდის წესით აიყვანს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, იჯარითვე შეუერთდება მეთოფეებს მირკო ვუჩინიჩი.საუბრობენ ფრედი გუარინზე, რომელიც არაფრით არ აპირებს მილანში დარჩენას და “იუვენტუსში” სურს გადაბარგება.ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალები მაროტა/პარატიჩის დუეტთან აქვს შეთანხმებული “ინტერის” თანხმობის შემთხვევაში, კოლუმბიელი სწორედ შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.რაც შეეხება ფაბიო კვალიარელას, მის სახელს ბევრ კლუბს უკავშირებენ, თუმცა დიდი ალბათობით, იგი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დარჩება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

68 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
10 years ago

და გადავიხდით მასში 20 მილიონს ხომ:D:D ეგ თუ 20 ღირს მაშინ ოგბა 75 ღირს

ალეკო კოკაია

გუარინი ჩაიფარცხა არა საბოლოოდ?

juveboy-leo
10 years ago

osvaldo turinshia da samedicino shemowmebas gadis. . . .
warmatebebi osvaldo imedia gaamartleb
da anelka bendtneri borielos ar daemsgavsebiი :chuvak:

svani
10 years ago

ეს ვუჩინიჩი მოვიშოროთ ერთი მიანც ტყუილად ძევს. ოსვალდო ჩემი აზრით ზაფხულამდე უნდათ ზამენაზე იჯდეს და მერე დიდი ალბათობით გაბიადინი იმობილედან ერთ ერთს მოიყვანენ, თუ ორივეს არა. აქ წავიკითხე კომენტარები, რომ ბერარდი უნდა მოვიდეს ზაფხულში. ზოგადად რასაც ვკითხულობ უფრო გაპიარებული ფეხბურთელების მოსურნე ვართ ჩვენს გუნდში ვიდრე, რეალურად ეფექტური ფეხბურთელების. ბერარდი რომელსაც მილანთან ოთხი გოლი გაუვარდა, არ არის ის ფეხბურთელი ვინც იუვეს გამოადგება. ეს რომ მალდინი კაფუ ნესტას მილანი ყოფილიყო და იქ 4 გოლი გაეტანა ერთ ფეხბურთელს ( რაც ვერავინ შეძლო ), გასაგებია მაგრამ ესეთ სუსტ მილანს რომელიც სულს ღაფავს და ბონერები ყავს გუნდში, რომ 4 გოლს გაუტანს ბერარდი ეს იმას არ… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  svani

დელპიერომ და ტოტიმ რატო ვერ გაიტანეს 19 წლის ასაკში 4 გოლი? დღევანდელი მილანი ძველი მილანი თუ არაა იმ დროს არ იყო ლივორნოები და ვიღაცეები? იმათთვის გაეტანათ, მე ალექსაზე და იმაზე კი არ ვამბობ ცუდს რადგან ვერ გაიტანეს, უბრალოდ ვინც გაიტანა ის იმსახურებს დაფასებს, კაცი ისტორიაში შევიდა და კაცმა არ იცის აწი ვინმე იგივეს გააკეთებს თუ არა, გაბიადინი და იმობილე შეიძლება დღეს ბერარდიზე წინ დგანან მარა მაგენის “დელპიეროდ” გახდომა ჩემი აზრით ცოტა დაგვიანდა, ერთადერთი რეალური კანდიდატი გახდეს იუვეს ახალი დელპიერო არი მარტო ბერარდი

giorgi nefaridz
10 years ago

:up: :up: ძლივს არ დაგეთანხმე თორნიკე :chuvak: :chuvak:

FeNoMeNo-9
10 years ago

მე ამ გაბაიდინსა და იმობილეში რაღაც სასწაული ვერ დავინახეე! ჩვეულებრივი საშუალო კლასის მოთამაშეები არიან…აი ძაან საშუალო დონისანი არიან. ბერარდი უფრო ტექნიკურიცაა, სწრაფიც და კარგ დარტყმასაც ფლობს + ამას პირველ სეზონს ატარებს სერია A-ში და უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. მე იმ პიჭუ-პაჭუ ფებხურთელების მოყვანას დომენიკოს მოსვლა მირჩევნია ასწილად!

davit zivzivadze
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

xo ras ambob osvaldo agvavabes eg bichebi axalgazrdebi arian da gamozrda sheიძლება და რავი რა ნმაროტას ხელში რა იქნება ვერ გაიგებ

Di Francesco # 1
10 years ago

:chuvak:

davit zivzivadze
10 years ago
Reply to  svani

რო გაიზარდოს და განვოთარდეს მიტომაც უნდა გადმოვიდეს … 18 მილიონიან გამოსასყიდის გუნდში მოყვანს და ზამენი ხეხვას არ ჯობიამაგ ახალგაზრდებმა ხეხონ?

ALLENATORE
10 years ago

3 საათით უკან არის იტალისს დრო )

d a v i d
10 years ago

(01:00) თუ მირკოც ჩვენთან რჩება ე.ი რა გამოდის 6 ფორვარდი გვეყოლება? :lool: რაღაც არ მგონია ეგრე რომ იყოს…

პ.ს ჩვენი დროით იტალიაში რომელ საათზე იხურება სატრანსფერო ფანჯარა?

ALLENATORE
10 years ago

)) ბოლო ინფორმაცია რო წავიკითხე პირობებზე ეწერა რო უფასოდ მისცა საუთჰემტონმა არენდა მაგრამ იმ პირობით რო ზაფხულში გამოისყიდის ტრანსფერს იუვე და 20 მილიონს გადაუხდის ინგლისელებს )) :: ანუ ეგ აუცილებელი პირობაა რო იყიდის 20 მილიონად )) თუ მართლა ეგრეა მაშინ ……… რა დავწერო ისიც არ ვიცი ) შეტენეს და ეგაა ამ ქლიბებს ))

d a v i d
10 years ago
Reply to  ALLENATORE

არამგონია მაროტა მაგხელა გოიმი იყოს რო ეგრე ადვილად დაგოიმდეს :chuvak: მაგ ტრანსფერზე მტელი ამბებია ცახლართული ასე რომ კაცმა არ იცის რა მოხდება, ისე ცნობისტვის ძმა ოსვალდოთი ასევე ინტერიც დაინტერესდა, მემგონი ვუჩინიჩის ტაობაზე ვერ ტანხმდებიან და ეს ოსვლადო სულ ტყული შემოგდებულია ასე მგონია მე :lool:

d a v i d
10 years ago

რამე სიახლე არის? :juvee:

ALLENATORE
10 years ago

ოსვალდოში საუტჰემტონი 20 მილიონს ითხოვს :D:D:D ))) ჯერ არენდა და მერე 20 მილიონი :D:D )))) რომას 18 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ეხლა ამათ უნდათ შეტენონ :D:D:D )))) ძაან ცრდილობს მაროტა რო გაყიდოს რომელიმე თავდამსხმელი მაგრამ არც ერთს არ უნდა წასვლა :D )) კუალიმ კარდიფს უთხრა უარი ))

d a v i d
10 years ago

ოსვალდოზე ისეთი ამბებია გაჩაღებული რო მგონუ ტურინს კუალიც დატოვებს და მირკოც :chuvak:

1) out ვუჩინიჩი-კუალიარელა

2) in გუარინი-ოსვალდო

ესეთი ცვლილებები თუ მოხვდა იუვეში მგონი ჩვენ უფრო ვიხეირებთ ვინაიდნა მირკოც და ფაბიოც უკვე 30-30 წელს უბრახუნებენ და მათ ნაცვლად მოდის გუარინი(ნახევარმცველი)27 წლის და არენდით ოსვალდო 28 წლის, იქიდან გამომდინარე რო კუალი და სება კონკურენციას ვერ უწევენ ნანდოს და ტევეს ხოლო მირკო ტრამვიანობს გუნდში საჭირო იყო ახალი სისხლი ოსვალდოს სახით (გაამართლებს დატოვებენ არ გაამარტლებს დააბრუნებენ)… და კიდე ჩვენი ძირიტადი სქემა არის 3-5-2 და 4 ტავდამსხმელი საკმარისი იქნება ნანდო-ტევესი ძირიტადი და ოსვალდო სება ზამენა :up:

davit zivzivadze
10 years ago
Reply to  d a v i d

გუარანი იმენა მაგარი იქნება მაგრამ ოსვალდო იმენა აზრი არ აქ ტიპი ვერცერთ მწვრთნელთან ვერ თანხმდება სულ ზამენას ხეხავს და ჩვენ არაფერში გამოგვადგება.. მაგას ჯობია ბევრაად კვალიარელა და ყავდეს ზამენად ან კიდე ბერარდი დააბრუნოს ზამენის სახეხად მიცეს საშვალლება გაიზარდო გუნდდტნა ერთად

d a v i d
10 years ago

ოსვალდოს მოყვანა იმის დასტურია ალბად რო კონტე კუალის და სებას ვეღარ ენდობა(მეორე საკითხია ოსვალდო გაამართლებს თუ არა) ტან აქეტ მირკო ტრამვიანობს და ცუდ ფორმაშია და იუვეში დარცენაც აღარ უნდა, ინტერთან მომხდარი ამბების მერე.. კლუბს სჭირდება ტავდასხმაში ახალი სისხლი რომლიც ძირიტად ფორვარდებს კონკურენციას გაუწევს, ეგ მეორე საკიტხია ჩვენ მოგვწონს თუ არა ოსვალდო ფაქტია რო კონტე ე.წ ზამენის ფორვარდებს ნდობას აღარ უცხადებს :juvee:

ALLENATORE
10 years ago

goal.com ის ინფორმაციით უარი უთხრა მირკოს არსენალს და ვალენსიას , იტალიაში სურს დარჩენა ) ანუ ინტერის ვარიანტი შესაძლებელია ჯერ კიდევ ) გუარინის აგენტიც ტოჰირს ელაპარაკება და უნდა რო დაარწმუნოს და ბარტერი შედგეს ) თუ არადა იუვეში რჩება ვუჩინიჩი .) ოსვალდოს რაც შეეხება იგივე წყარო იუწყება რო შესაძლებელია ვუჩინიჩი თუ დარჩა იუვეში გუნდმა კუალი გაუშვას და მის მაგივრად ოსვალდო მოიყვანოს )) როგორც ჩანს ამ ოსვალოდოს ხელიდან გაშვება არ უნდათ და მზად არიან კუალი გაუშვან რო რამე და ეს მოათრიონ )) :D:D

d a v i d
10 years ago
Reply to  ALLENATORE

მემგონი ვუჩინიჩი-გუარინის ბარტერი განხორციელდება მაინც, იმიტო რო უკვე 99.9% ინერტმა ერნანეში დაითრია და ტან მირკოც უარზეა იტალიიდან აბარგებს ამას მარტო ერთი მიზეზი აქვს ბოლომდე სჯერა რო ინტერში გადავა, თან ორივე ფეხბურთელები გუნდთან ერტად არ ვარჯიშობს :boli:

d a v i d
10 years ago

ინტერმა მგონი ერნანეში გაიფორმა რაც იმას ნიშნავს რომ გუარინის საგას წერტილი დაესმევა :kenwvla:

ALLENATORE
10 years ago

ოსვალდო დარჩა მგონი საუთჰემტონში სკამის სახეხად ისევ :D:D ))
ყოველ შემთხვევაში ბოლო ინფორმაციით ვუჩინიჩი არსად მიდის ..
Вернемся в Италию. Непостоянный Мирко Вучинич решил остаться в «Ювентусе», несмотря на полное отсутствие игровой практики в туринском клубе. Как утверждает чрезвычайно авторитетный на Апеннинах журналист Sky Sport Italia Джанлука Ди Марцио, привередливому черногорцу вслед за предложением «Валенсии» не подошел и вариант с «Арсеналом».

10 years ago

გაუმარჯოს ყველა ამ საიტის მომხმარებლებს დიდი ხანია არ დამიწერია . გამიხარდება გუარინის მოსვლა იქნებ გაამართლოს ბევრს არც პოგბას ეჯერა რომ მოვიდა და არც ვიდალზე არ ამბობდა რომ ის გუნდის ხერხემალი იქნებოდა მაგრამ დღეს მატ გარეშე იუვე ბევრს არ წარმოუდგენია. ისე ცნობისტვის ზიდანი გაყიდეს მასზე უკეთესი ვინ იყო მსოფლიოში იმ დროს მაგრამ იუვე ისე გაძლიერდა რომ ზიდანის ფიგუს და რონალდის რიალს სადაც წაეწეოდა იქ ქინძავდა

davit zivzivadze
10 years ago
Reply to 

გეთანხმები მაგრამ მაშინდელი ფასებით ზიდანის გაყიდვით ავაშენეთ მთელი კლუბი, ახლა ისე ძვირია კარგი ფეხბურთელები და პოგბათი ჯერ 3 -4 კარგ მაღალი კლასისას ვერ ვიუყიდით ასე რომ ჯერ უნდა დარჩეს და განვითარდეს

giorgi jomidava
10 years ago

ოსვალდო რო ვიჩინიჩს ჯობია ბაზარი არააა

giorgi jomidava
10 years ago

ეს დედანატირები ვერ გავიგე წერია რო იუვე მეცხრე ადგილზეა სიმდიდრით და ესენი იძახიან რო ფული არ გვაქო

jjj jjj
10 years ago

რას არ წაიკითხავს კაცი… ოსვალდო, რომ მირკოს ჯობია რათ უნდა თქმა. მერე იცის სერია ა. მოდის არენდით და კონკირენციას უფრო გაზრდის ვიდრე მირკო კვალი ერთად. ნუ პანიკდებით რა.

ALLENATORE
10 years ago

ტრანსფერმარკეტზე წერია რო ვუჩინიჩმა უარი უთხრა არსენალსაც და ვალენსიასაც ))

dato_juventino
10 years ago

მაროტა აშკარად ჩაგდო ეს სატრანსფერო ბაზარი :blin: . მე არავის მოყვანის იმედი მაქ :loool:.ნანი რაც კონტე მოვვიდა იმის მერე უნდა ეს ფეხბურთელი მარა რად გინდა ინტერმა გაგვახია მგონი :chuvak:

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  dato_juventino

ახალი ფეხბურთელები კი არა ნეტა ესენიც არ გაყიდონ :forza:

| Newsphere by AF themes.
68
0
Would love your thoughts, please comment.x