ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე ოსვალდოს ტრანსფერს მიესალმება

ტურინის “იუვენტუსის” რიგებში დანი ოსვალდოს ტრანსფერსა და კლუბში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ამჯერად “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი ფერნანდო ლორენტე საუბრობს. ბასკი პირველ სეზონს ატარებს შავ-თეთრ მაისურში და მხოლოდ ახლახანს დაიბევა ძირითადში ადგილი, მაგრამ, როგორც ჩანს, 28 წლის იტალიელის მოსვლის გამო კონკურენციის გაზრდის სულაც არ ეშინია…

“”იუვენტუსის” კარი ჩემპიონებისთვის ღიაა, კონკურენციის გაზრდა ყველას კარგ სამსახურს გაუწევს. ოსვალდო ძალიან მომწონს, ვფიქრობ პაბლო შესანიშნავი ფორვარდია. ადრეც შევხვედრივარ როცა “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა, მაშინ ცოტა დავილაპარაკეთ კიდეც. ვუჩინიჩი? ჩერნოგორიელისთვის ნამდვილად მძიმე დღეები იყო.. იმედი მაქვს ყველაფერი თავად ფეხბურთელისა და კლუბისათვის საუკეთესო გზით მოგვარდება. ”

“გასახდელში სიმშვიდეა, კლუბში მიმდინარე ცვლილებებს ერთმანეთში არ განვიხილავთ. ჩვენ მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობთ, დანარჩენი ხელმძღვანელობის საქმეა. რაც შეეხება “ინტერთან” მოახლოებულ დაპირისპირებას, მასზე უკვე მომიყვნენ მეგობრები, ვიცი, რომ ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული ემოციურად დატვირთული მოვლენაა. ყოველდღე ვმუშაობთ, რომ შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვაჩვენოთ, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ”

“”რომა”? ვიცით რომ დედაქალაქელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მთელი სეზონია საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ, ამიტომაც, ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ფეხბურთელი ყოველთვის პროგრესზე ფიქრობს, ეხლა მნიშვნელოვანია ტემპი არ დავაგდო და გატანა გავაგრძელო. გუნდი კარგად მუშაობს, პირადად ჩემი ახლანდელი ფიზიკური კონდიციებიც კარგია. ” -აცხადებს ლორენტე.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
10 years ago

:forza: :forza: :forza:

d a v i d
10 years ago

:up:

Gio Darja
10 years ago

ბასკო ჰანდანოვიჩს შეუსრულე თავური და ათმაგად შეგიყვარებენ ტურინში :love:

koba giorgadze
10 years ago
Reply to  Gio Darja

getanxmebiiiiiiiiiiiiiiiii

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x