ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოსვალდო : “იტალიის ყველაზე ძლიერ კლუბში მოვედი”

პაბლო ოსვალდომ ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებ-გვერს პირველი ინტერვიუ მისცა : “ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ტრანსფერს დეტალები გუშინ საღამოს მოგვარდა.საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იყო თუ არა ეს რეალობა, 3-4 დღეში გუნდები შეთანხმდნენ.ბოლო თვეებია, მოედანზე ნაკლებ დროს ვატარებ.მოხარული ვარ, რომ ინგლისში თამაშით გამოცდილება მივიღე, მაგრამ კალჩოში დაბრუნებამ გამახარა.მნიშვნელოვანი თვეები მელის წინ, სეზონი ბებერ ქალბატონში და მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში.თამამად შემიძლია ვთქვა, საუკეთესო პერიოდია ჩემს კარიერაში, ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეცემა ადამიანს.ჩემი მიზანია გუნდისთვის ყველაფერი გავიღო და ღმერთის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო.”იუვენტუსის” წინააღმდეგ მოედანზე მითამაშია, თუმცა ახლა ამ კლუბის ნაწილი თავად ვარ და ამით სიამოვნება უნდა მივიღო.არ ვიცი რა იქნება მომავალში, თუმცა ფაქტია, როგორც ფეხბურთელს, ოცნება ამიხდა, იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ვთამაშობ, რა იქნება ზაფხულში, ეს ჩემი თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული.ლიორენტეს განცხადება ? – დიახ, ნანდოს ესპანეთიდან ვიცნობ, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.სკუადრა აძურადან ვიცნობ სხვა თანაგუნდელებსაც, ბუნებრივია, ეს ადაპტაციაში ხელს შემიწყობს.გულშემატკივრებს კარგ თამაშს და დადებით ემოციებს დავპირდები.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
10 years ago

ვერაფერი გავიგე, ამიხსენით იუვე ფერადი ლითონების ჩაბარება დაიწყო თუ რაშია საქმე? ამ ჯართის მოყვანას არ ჯობდა შანსი მიეცა ახალგაზრდებისათვის როგორებიცაა: ბელტრამე, გაბიადინი და ბერარდი? მომავალი სეზონისთვის გამოცდილებას და ადაპტაციასაც გაივლიდნენ და მსოფლიოზე მოხვედრის შანსიც გაეზრდებოდათ. თან გაიზრდებოდნენ როგორც ფეხბურთელები იუვეში. რად გვინდა ეს საუთჰემპტონის ზამენა. ჯობია ახალგაზრდები გაიზარდონ როგორც ამას ბარსა შვრება.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ფეხბურთს უყურებთ? 1 მარტივ მიზეზს ვიტყვი რატო ვერ ამოაგდებს ოსვალდო ტევესს. ოსვალდო ლორენტეს 2ივეს ერთად მნიშვნელოვან მატჩში არ დააყენებს კონტე 2 ივე ტიპიური ცენტრია და ძნელია 2 ასეთი ერთად ტევეს შეუწყვილდება რომელიმე აი ოსვალდოს ლორენტეს ამოგდება შეუძლია თუ მოინდომა

d a v i d
10 years ago

აბა გავედი რაგბი დაიწყო წარმატებები ჩვენ ბიჭებს :boli:

juveboy-leo
10 years ago
Reply to  d a v i d

ნაკრებია? ვისთან?

d a v i d
10 years ago
Reply to  juveboy-leo

კი ნაკრების თამაშია ბელგიასთან საზოგადოერივი არხი აჩვენებს(პირველი არხი)

juveboy-leo
10 years ago
Reply to  d a v i d

ვაა გავაპობთ :forza: :forza:

arseni
10 years ago

ეჰ ჯაკერინი გამოადგებოდა ეხლა იუვეს .. გარემარბად

d a v i d
10 years ago
Reply to  arseni

:up:

Di Francesco # 1
10 years ago

1 ტევესი 2-3 ლორენტე – ოსვალდო ან ოსვალდო – ლორენტე 4 სება 5 კვალი 6 მირკო ასე იქნება ჩემი აზრით

d a v i d
10 years ago

ჩემი აზრით ოსვალდო უფრო მესამე ფორვარდი იქნება წარმატების შემთხვევაშI მეორე ფორვარდიც კი გახდეს აი დანარჩენ 3 ფორვარდს კი მგონი სატამაშო დრო საერთოდ არ ექნებათ :chuvak:

juveboy-leo
10 years ago

რა ნომერი მიცეს ნეტა 11? თუ 17? :forza:

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  juveboy-leo

17

d a v i d
10 years ago

იმედია გაამართლებს მაგ ნომერს…

juveboy-leo
10 years ago

ჯოვინკო ალბათ წავა ზაფხულში ალბათ კვალი მირკოც გაყვებიან.

d a v i d
10 years ago
Reply to  juveboy-leo

სება მეეჭვება დანარჩენს კი გეთანხმები როო 99% წამსვლელები არიან

juveboy-leo
10 years ago
Reply to  d a v i d

ცოდოა სება სკამზე ჯობია სადმე საშუალო გუნდში წავიდეს

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  Gio Darja

ხო არის გუნდები სადაც 3-4 თავდამსხმელია და რთული სათქმელია ვინ სასტავისა და ვინ ზამენის, კაი იქნება კონტეც თუ ასე გააკეთებს

d a v i d
10 years ago

მოტა დეჩელიეს მეტი ვერ გავასუხარეთ?! :chuvak: 6 ფორვარდი რაამბვია? ე.წ ზამენის ფორვარდებს ისედაც არ უწევდათ თამაში და ეხლა ვის მოუწევს? :lool: :lool: :lool:

მოკლედ სებამ და კუალიმ მაგარი გაიჩალიჩეს :lool: :lool: :lool: რაც რომასთან ქნეს მის მერე:lool: :lool: აბა სხვას ვერაფერს მივაწერ ოსვალდოს მოსვლას :boli:

თქვენ რა ვერსია გაქვთ რატომ შეიძინა იუვემ ოსვალდო? სკამის გასათბობად-ესეთი პასუხი არ მიიღება! :chuvak:

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  d a v i d

ოსვალდო როსის ტრამვის მერე ნაკრებში უკონკურენტოა და არ მგონია რო კონტემ სკამზე დასვას, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ მარა ოსვალდო ლორენტეს ამოაგდებს სასტავიდან ჩემი აზრით

d a v i d
10 years ago

ცოტა გაუძნელდება მარა გასაკვირი არ იქნება თუ ამოაგდო, მთავარია დებიუტი წარმატებით გამოიყენოს…

აი სებას და კუალის კი რიავიცი თუ ქონდათ 15 წუთი სატამაშო სიტყვაზე 2 წუთიც აღარ ექნებათ :chuvak:

davit zivzivadze
10 years ago

ლორენტესი რავ გითხრა და ტევესი კი შეიძლება ამოაგდოს თუ მოინდომა. მარა მეეჩვება.. რამე შეძლოს ვნახოთ მე გმიხარდება თუ იმენა მაგრად ითამაშებს

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x