ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიალი : “აზრადაც არ მომსვლია, რომ ინტერი მოიგებდა”

ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ მას თავში არც კი გაუვლია ფიქრი იმის შესახებ, რომ ინტერი იუვენტუსს დაამარცხებდა, ყოფილ ტურინელ შემტევს აზრები აუხდა და იუვენტუსმა ინტერი 3:1 გაანადგურა. “აზრადაც არ მომსვლია, რომ ინტერი მოიგებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ისინი შედარებით კარგად ითამაშებდნენ. ტურინულმა გუნდმა ისინი ფსიქიკურად დაჯაბნა, მკაფიოდ ჩანდა, რომ ტურინელები სხვა დონეზე იყვნენ, მილანელები კი სხვაზე. ინტერის ფეხბურთელები 75 წუთის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრულები იყვნენ, ისინი ვერაფერზე ახდენდნენ კონცენტრაციას. პირლო თავისუფალი იყო, მათი გაკრიტიკება მიწევს, მაგრამ მე მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ. მაცარის როგორც ჩანს, არანაირი ტაქტიკა არ ჰქონდა მზად. იუვეს დაცვის შეწუხება? მილანელებს ისინი არაფრით შეუწუხებიათ, გარდა საჯარიმოში არეულობისა, რომელსაც გოლი მოჰყვა.”-აცხადებს იტალიელი ფორვარდი.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x