ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა არის ის, რაც “იუვენტუსს” ნამდვილად აკლია ?

კვირას “იუვენტუსმა” “ვერონასთან” ითამაშა ფრე, 2-2.მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ამ ქულას არაფერი შეუცვლია, რამეთუ პარალელურ მატჩში “რომამ” თანაქალაქელ “ლაციოს” ვერ მოუგო, თუმცა დაკარგულმა ორმა ქულამ მაინც გააჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა.კონცენტრაციის ნაკლებობა ბებერ ქალბატონს არა მხოლოდ ჯალობლუსთან მატჩში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც დაეტყო, როცა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა და მესამე ადგილით ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.ფაქტია, დღევანდელ “იუვენტუსს” რაღაც აკლია, ალბათ გამოცდილება, ხასიათი, რომელიც ევროასპარეზზე აუცილებელია.

უპირველეს ყოვლისა, დავსვათ შეკითხვა, რა იგულისხმე ჩემპიონურ ხასიათში ? – პასუხი მარტივია, გუნდს მხოლოდ პლანეტის უძლიერეს კლუბებთან კი არ უნდა შეეძლოს კონცენტრაციის ხარჯზე მაღალ დონეზე თამაში, არამედ დამაჯერებლად უნდა იგებდეს აუთსაიდერების წინააღმდეგ შეხვედრებშიც.ნებისმიერი დაპირისპირება 90 წუთს გრძელდება და გოლების გატანა მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდეა შესაძლებელი.მატჩის მიმდინარეობისას შეიძლება დაფიქსირდეს ფაქტი, რომელმაც სრულიად შეცვალოს შეხვედრის მიმდინარეობა, ეს შეიძლება იყოს ულამაზესი გოლი, წითელი ბარათი, გაძევება ან კიდევ ბევრი რამ, აქ კაცური ხასიათის გამოვლინებაა საჭირო – რთულ მომენტში.

და მაინც, რა მოხდა “ვერონასთან” მატჩში ? – ვინც შეხვედრას ვერ უყურა, მოკლე რეზიუმე ასეთია : შევქმენით ორი საგოლე მომენტი მეტოქის კართან მატჩის დებიუტშივე, ორივე გამოვიყენეთ.ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი დამთავრებულია, მატჩი მოგებულია და პოზიციური თამაში დაიწყო.ასეთი შემთხვევა პირველი არაა, კონცენტრაციის დაკარგვა “იუვენტუსმა” ფლორენციაში ინანა, ორი ბურთით რომ ვიგებდით და მეტოქემ სასწაულებრივად შემოატრიალა შეხვედრა.

თუ კარგად დავუფიქრდებით, ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენაც სწორედ ამ ოპერიდან ერთ-ერთი ქვეთავია.დანიაში ვერ მოვუგეთ “კოპენჰაგენს”, ორი უაზრო გოლი გავუშვით “გალათასარაისთან” სახლში და სტუმრად ისე ვითამაშეთ, ფაქტი იყო, პლეიოფში თამაში თურქებს უფრო სურდათ, ვიდრე იტალიელებს.დროგბასა და სნეიდერის თამადობით “გალა” გაცილებით აგრესიულ და აქტიურ (თოვლ)ბურთს თამაშობდნენ.

გასულ სეზონში მიუნხენის “ბაიერნთან” უსუსური თამაში ფეხბურთელების გამოუცდელობას დავაბრალეთ, წელს კი ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს არასწორია.”შახტართან”, “ჩელსისთან” და “სელტიკთან” შეხვედრებში გუნდი მშვენივრად თამაშობდა, აი გერმანელებთან კი დავმარცხდით, თუმცა წესით კარგი გაკვეთილი უნდა მიგვეღო.მიმდინარე სეზონში, როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს უწინასწარმეტყველებდნენ ჩვენს გუნდს, მით უმეტეს, ზაფხულში ჯუზეპე მაროტამ რამდენიმე მაღალი დონის შემტევი დაიმატა.საუბარი კარლოს ტევესზე, ფერნანდო ლიორენტეზე მაქვს, კიდევ კვადვო ასამოას დასახელებაა შესაძლებელი, რომელიც პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ფაქტია, განელი მარცხნივაც მოწოდების სიმაღლეზეა და ამ მომენტისთვის შემცვლელს არ საჭიროებს.

ამბიციური გუნდი, გამარჯვების მენტალიტეტით და ახალგაზრდა მწვრთნელით.იტალიაში ბუნებრივია, საუკეთესო გუნდი, აპენინებზე ტურინელებს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავთ.არ დაგვავიწყდეს, ბებერი ქალბატონი იმ სკუადრა აძურას მთავარი მომმარაგებელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.არადა, ბიჭებმა სეზონიც კარგად დაიწყეს და რამდენიმე მატჩშიც დაამტკიცეს მებრძოლი სული : “ინტერთან” გასვლაზე, “რეალთან” ფრე, კაცნაკლული მოპოვებული ქულა რომში, “ლაციოსთან”, აი გადამწყვეტ მომენტში კი, ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც არ გვეყო, თითქოს, რაც უფრო სუსტია მეტოქე, მით უფრო ნაკლებია კონცენტრაცია.

როგორ გავაგრძელოთ იმ “რაღაცის” გარეშე ? – რას ვიზამთ.თუ “იუვენტუსს” სურს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს და მხოლოდ საკუთარ კედლებში არ შეეძლოს უმაღლეს დონეზე თამაში, მაშინ მენტალიტეტი უნდა აიმაღლოს.შესაძლოა, საუბარი იყოს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელების დამატებაზე.ფაქტია, ზაფხულში გაუმჯობესებულ კონტრაქტიან კონტეს სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოუწევს, მას ხომ ახლა სატრანსფერო ბაზარზეც შეუძლია საკუთარი სიტყვის თქმა.ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწევს, საქმე იქნება ეს ფეხბურთელებში, ტაქტიკურ მონახაზში თუ სხვა რამეში, დაველოდოთ.

ავტორი : სერგეი ხავროლევი

პირდაპირი წყარო : Juventus.ru

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
osvaldo ardiles
10 years ago

ვისაც უნდა იმას გადაახიოს აწი კონტემ ბურთი. ყველა ჩაგდებული თამაშის მერე იმას იძახის, ამ წაგებიდან ან ამ ფრიდან ჭკუა უნდა ვისწავლოთო. რა ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა? იმენა კონტეს ერთი რაც შეუძლია ისაა რო ყველაზე დაბალი დონის გუნდებთან დააკარგინოს გუნდს ქულები.

mishka berianidze
10 years ago

ბაიერნის გარდა დამისახელე გუნდი ევროპასი ვისაც იუვეზე კარგი შედეგი აქვს ჩემპიონატში
ბარსა, რეალი, ატლეტიკო, ჩელსი, სიტი, ლივერპული, არსენალი, პსჟ
რომელს აქვს
თქვენ რა გინდათ რომ ყველა თამაში მოიგოს ასეთი რამ ბოლოს 1970 – წლებში ბენფიკამ გააკეთა როცა ზედიზედ 29 მატჩი მოიგო.

VIDAL23VIDAL23
10 years ago

ახლა კიევოს რომ გადაუაროს მაშინ ყველა ვიტყვიტ სახოლ კონტე სახოლ ფუტბალისტები იქ დაიწყება დირექტორატების ქება დიდება :lool: :lool: :lool: :lool: :lool: აშკარა პოგბა და ვიდალი დასასვენებელი არიან ალბად კიევოსტან უეწველი დაასვენებს

VIDAL23VIDAL23
10 years ago

ერტი ორი ჩაგდებული ტამაშის გულიზა არ ხირს კანტეს და დირეკტორატის ლანძხვა გინება .არუნდატ პულის დახარჯვა,არ ხარჯავენ მარა 2 სკუდეტო აიხეს მე3 გზაშია,მეტი რაგა წარმატება უნდა ქონდეს გუნდს,ხომ ევროპაში მარტლა არ გვიმარტლებს ეგ კი გასაგებია,ტუმცა სერია A ჩაგდებულ მაჩის გულიზა არ ხირს კონტესა და ფუტბალისტების კრიტიკა,ახალი დუნდის შენებაც ასეტი შედეგი მოაქვს იმ დიდ კრიზისის მერე,,,,FOრზა იუვეეეე :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

mishka berianidze
10 years ago
Reply to  VIDAL23VIDAL23

არა ძმა აქ რომ კითხო მომდევნო სეზონში ლიგა უნდათ და იმას კი არ ფიქრობენ რომ ჩელსის ლიგის აღება დაახლოებით 300 მილიონი დაუჯდა და ისიც მერე შემთხვევით გაუვარდათ რეალი აგერ 400 მილიონი დახარჯა ამ 3-4 წლის განმავლობაში და ლიგის ფინალშიც ვერ გავიდა ასევე არანაკლებს ხარჯავს სიტი და პსჟ მაგრამ ლიგაზე ჯერ ჯერობით სიყვაც არაფერი ეთქმით ბავარია კი წლებია გუნდს აშენებს და 4-5 წლის მერე ეხლა დაუფასდათ ერთადერთ რამეში ვადანაშაულებ ხემძღვანელობას რომ შეუძლიათ ასე მაგალითად დაახლოებით 150 მილიონი გამოყონ და 5-6 მაღალი დონის მოთამაშე დავიმატოთ მაგრამ ხომ გახსოვთ იუვე დიდ ფულს მოთამაშეებში არ იხდის და თუ გადაიხადა ერთმა გაამართლა მეორე ცდამ კი… Read more »

gela kulikovi
10 years ago

ფული აკვტ ამ ჰემისებს და რატო არ ყიდულობენ ვინმე სერიოზულს აზრზე არ ვარ რა უეჰველი გვინდა ფლანგელი სჰემტევები ეგ ფაკტია იმენა ჰანს ჰვენი სჰეტევა მაგარი ადვილი წასაკიტხავია მრავალფფეროვნება არ აკვს გნდს ერტი ცენტრ ფორვარდი გვინდა იმენა ცხრიანი არა ისეტი ვინც პასიც იცის და დრიბლინგიც სჰესრულებაც უმაგლეს დონეზე აკვს და ასეტი ლუის სუარესია რაცარუნდა ფული ლივერამ მოიტხოვს გირს ეგ იგროკი რა მე იმიტო არ ვამბობ რო მევასება მაგრად უკვე დიდი ხანია პროსტა მასეტი იგროკი უნდა გუნდს რო გაუწიოს წინამგდეგობა ვინმეს

Giorgi kasrashvili
10 years ago

იუვენტუსზე ძლიერი ვინაა ევროპა ლიგაზე? არავინ!!! იუვენტუსზე უკეთესი შემადგენლობა ვის ყავს? არავის!!! იუვენტუსზე მეტი მოტივაცია ვის უნდა ჰქონდეს? არავის!!! ხოდა აგერ ჩემო კონტე ბურთი და მოედანი, აგერ ბატონო არ მონაწილეობს აქ ბავარია-მანჩე-ჩელსი-რეალი-ბარსა რომ მერე თავი იმართლო ჩვენზე მალა დგანანონ! აგერ ჩემო კონტე შენზე დაბალი რანგის და ფინანსების მქონე გუნდები, ხოდა მიდი აბა თუ მაგარი ხარ მოიგე ეგ თასი!!! თუ არა და შეგრცხვეს და წადი და თან წაიღე ეგ შენი 3 სკუდეტო 2 სუპერ თასი და ვუჩინიჩი-პადოინი!!! ელემენტარულად პატივი არ გვეცი ქომაგებს 3 წლიდან ერთხელ არ გვაღირსე მე-10 თასი რომ ვარსკვლავს დაემშვენებინა მაისური!!! აგდებულად მოეკიდე ტურნირს და ნაპოლს და რომაელებს დააცინიე… Read more »

marchisio8
10 years ago

Tu giyvars giyvardes da xmas momavalshi amoigeb ;)

mishka berianidze
10 years ago

ჩემი გამოთვლებით იუვე წელს სერია ში 93 ქულას დააგროვებს და სეზონში ყველა ტურნირზე 100 გოლს გადააჭარბებს ამ ეტაპზე გუნდს უკვე 72 გოლი აქვს გატანილი 32 თამაშიდან თასზე – 3 ლიგაზე – 9 სერია -ა ში – 56 დაახლოებით კიდევ დაგვრჩა მინიმუმ სერია ში – 15 ევროპა ლიგაზე – 2 ევროპა ლიგაზეც გავიტანთ და 100 გოლს გადავაბიჯებთ მანამდე 100 გოლი ამ სეზონებზე გვაქვს გატანილი 1933-34 – 100 გოლი 38 მატჩი 1949-50 – 100 – 38 1950-51 – 103 – 38 1959-60 – 105 – 38 1992-93 – 106 – 54 1994-95 – 100 – 56 1997-98 – 105 – 54 წელს… Read more »

ოქრო ჩხიკვაძე

ბოლო წლებია ამ საიტზე მგონი ყველასთან მაქვს ნაკამათები.
ვუჩინიჩის მოსვლის დღიდან ვიძახდი რომ მაგაზე დაბალი დონის თავდამსხმელი იუვენტუსს არ ყოლიათქვა და აგერ ახლა ყველა მეთანხმებით, ტიპს სანამ ატენიდა კონტე ძირითადს მანამდე იყო ახლა კი ელემენტარულ კონკურენციაში გამოჩნდა რომ ყოვლად უნიჭოა.
კონტეს წასვლას არ ვიძახი მაგრამ თუ რამე არ შეცვალა თავის თავში ყოველთვის ჩმორად და მშიშარად დარჩება.
მე მე-3 წელია ამას ვიძახი და სანამ ურემი არ გადატრიალდა მანამდე არავინ მეთანხმებოდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა და ახლა პირიქითაა.

ოქრო ჩხიკვაძე

იტალიის თასზე რომასთან თამაშში ნათალდა გამოცნდა კონტეს ხასიათი.
ასეთი შეშინებული ირემი არ იქნება ლომი რომ მისდევს მაშინ

neko_neko.
10 years ago

რა საინტერესოა რატო ვერ გნახე აქამდე ბრატ ზუსტად იმას ამბობ რასაც ამდენი ხანია ვიძახი და მეტაკებოდა სასტავი

ოქრო ჩხიკვაძე
Reply to  neko_neko.

აბა რა გითხრა, საკმაოდ ხშირად შემოვდივარ

mishka berianidze
10 years ago

ოქრო პირადი ანტიპატია სხვა არის თორემ რა იუვეს ვუჩინიჩზე დაბალი დონის თავდამსხმელების მეტი რა ყავდა
მაგალითად – ესნაიდერი, ბენდტნერი, ფონსეკა, მიკოლი, ბოჟინოვი, ლომბარდო.

neko_neko.
10 years ago

კონტეს კიდე ერთი პრობლემა აქვს მასტი შუაზე გაიხა ლამის ძირს დაუწვა ბაიერნს იმენა მასტმა მოდით და გაგვიდეთო უდავო ფავორიტი ბაიერნია არაფრის თავი არ გვქავს და ესაა ძლიერი ფსიქოლოგი? ან იმას რო იძახის კიდე წლები ვერაფერს ვიზავთო და გამოვა მერე ვიღაც და კონტე წარმატებას ევროზეც მიაღწევსო

Samtrediel90
10 years ago

რა აკლია და გავნითარება აკლია,ტოპ ტრანსფერები ჭირდება გუნდა,ბორიელო რო წავა,ანელკა მოვა,ანელკა წავა ბენტნერი მოვა,მერე ეს წავა ოსვალდო მოვა,დეჩელიეს გაუშვებ ოგბონას იყიდი ეგ არაა გუნდის ზრდა,ერთ ადგილს ტკეპნიან მეტი არაფერი,ძველ ნაგავს ახლით ანაცვლებენ…
ასე არაფერი გამოვა,ხალხი მილიარდებს ხარჯავს და ისინი ვერ აღწევენ ვერაფერს და შენ კაპიკის გადახდა არ გინდა და ეგრე ვინ რას გაბლატავებს

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to  Samtrediel90

ეხლა მაგაზე ხატოვნად მოგწერენ, რომ იტალიაში კრიზისიაა. :D რა ქნას საწყალმა კონტემ და ანიელიმ. 10 მილიონიც არ აქვთ, რომ ფეხბურთელი იყიდონ და ა.შ. :D ეს დედანაქაჩი თუ რომა, ნაპოლი და ფიორენტინა ხარჯავენ 50-60 მილიონს, ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება, რომ თუნდაც მაგათი ნახევარი გავიღოთ ტრანსფერებისთვის. რომელ მათგანს აქვს ჩვენზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობა, რომეელს??? შარშან სადღაც 70 მილიონამდე ხომ გამოვიმუშავეთ ლიგაზე სად დედამისის საჯდომში წაიღო ეს ფული ვაჭარმა ანიელიმ. სატრანსფერო საქმიანობის გენიოსმა მაროტამ გაუშვა 8 მილიონად ნაყიდი ჯაკერინი, ასევე 8 მილიონად სანდერლენდში. 12 მილიონად მატრი შეტენა მილანს. სანაცვლოდ 9 ლიმონად ტევესი იქნა მოყვანილი + ამას 11 მილიონიანი ვითომ კლასნი ოგბონა. ასევე მარონეც… Read more »

ALLENATORE
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

რომამ დახარჯა? რა დახარჯა თუ ძმა ხარ )) ? ჟერვინიო მკვდარი იყო და გააცოცხლა გარსიამ ) კაპიკებში იყიდა ) ბენატიაც ეგრე კაპიკებში ) ერთი სტროტმანში დახარჯა და ლეალიჩში ორივეში 30 მილიონი ევრო შეილება ცოტა მეტი ) პლიუს მაიკონი , და გაყიდა მარკინიო ცენტ. მცველი პსჟ ში 35 თუ 40 მილიონად აღარ მახოვს ) პლიუს ლამელა ტოტელჰემში 30 მილიონად ) და რას ეძახი შენ დახარჯვას ? 70 დან 30, 40 მაქსიმუმ თუ დახარჯა ? :D ) ნაპოლი 64 მილიონი კავანიში აიღო, და დახარჯა რამდენი ? მაქსიმუმ 10,15 მილიონით მეტი ) ეგაა დახარჯვა და ტრასფერები ? )) კრიზისი როა რად უნდა მაგას… Read more »

ALLENATORE
10 years ago
Reply to  ALLENATORE

პლიუს კიდე ოსვალდო 18 მილიონად შეტენა საუთჰემტონს ) რომამ და ეხლა შენ დათვალე რამდენი აიღო და რამდენი დახარჯა )) :D როგორც ხედავ დახარჯვა არ გამოდის . დგეს არც ერთი იტალიური გუნდი არ ხარჯავს ) იმდენს რამდენიც საჭიროა ) პირიქით წამყვან მოთამაშეებს ყიდიან და ექსფერიმენტებს აკეთებენ გაამართლებს თუ არა მაქიმუმ 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი ) თუ გაამართლა იმასაც გაყიდიან მერე :D ) ასე რომ რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ გყავს ტოპ მოთამაშეები? გყავს გუნდი, როდის გყავს ტოპ მოთამაშEEბი? როცა ხარჯავ ) არ ხარჯავ? დღეს ბაირნი წაკკუზავს ხვალ გალატასარაი )

giovinco
10 years ago
Reply to  Samtrediel90

მართალი ხარ 100% ით

osvaldo ardiles
10 years ago

გუნდს მართლა აკლია ლიდერი. ეს ერთი და მერე მეორე რო იუვენტუს არ ყავს მისი დონის შესაბამისი მწვრთნელი. რო იძახით ვაცადოთ გაიზრდება კიდეო, გუნდია თუ საბავშვო ბაღი კაცო? ტიპი რას აკეთებს თვითონაც არ იცის. ვის ცვლის, რატო ცვლის, ვის ყიდულობს, რატო ყიდულობს. აზრზე არაა ტიპი არაფრის. კონტეს შემოტრიალებული თამაში არ მინახავს ჯერ. პირიქით რამდენად კარგადაც თამაშობს გუნდი პირველ ტაიმს, იმდენად საზიზღრად თამაშობს მეორეს და თუ პირველ ტაიმში არაფერი არ გამოსდით, მეორე ტაიმში უფრო საზიზღარი საყურებელი ხდება თამაში. ვერონა არ უნდა უბრუნებდეს იუვენტუს 2:0-ს. რა კურაჟი უნდა დაიჭიროს ჰელას ვერონამ იუვენტუსთან? რა ერთი დონი გუნდები არიან? ერთი დონის ფეხბურთელები ყავთ თუ რაშია… Read more »

mishka berianidze
10 years ago

შენ რომ იყო ვის დანიშნავდი კონტეს მაგივრად და რომელ მოთამაშეებს დაიმატებდი.

davit zivzivadze
10 years ago

აქ ალბათ ბევრი გამაკრიტიკებს და გამლანძღავს ახლა რასაც ვიტყვი მაგრამ მე ვთვლი რომ ბონუჩიც მისაყოლებელია გასაშვებთა სიას და საერთოდ ამ დაცვა დავშლიდი ზოგადად გუნდს შეტევაში მოაზროვნე ფანტაზისტკა ფეხბურთელი არ ყავს.. ლორენტე მაგაეია მეორე სართულზე თამაშში ფეხით საკმაოდ სუსუტია დარტყმების დროსს… კრაიდან რამდენი ბურთი წოდდება საჰაერო ორთაბრძოლისთვის? ლიხშტაინერიც და ასამოაც იმენა პრასტელებს ყომარობენ და როცა ასეთი მაღალი დონის თავზე მოთამაშე გყავს უნდა აწოდებდე საკმაოდ ბევრს… და კიდევ პირლო ჩაკეტეს თუ არა გუნდი ვეღარ გაინძრა მთლიანად მის გრძელ პასზეა აწყობილი თამაში… ბონუჩი წასასვლელია ეს ფაქტია და თქვენი არ ვიცი…. აქ გაისმის ნანის მოყვანაოო მაგაზე აღარ უნდა იფიქროს კონტემ ტიპი აღარ ვარგა არაFრად… Read more »

ალეკო კოკაია

კონტე წავიდესო რო გაიძახით,საინტერესოა ვინ უნდა მოვიდეს?

davit zivzivadze
10 years ago

მე არ ვთვლი რომ უნდა წავოეს მაგრამ მწვრთნელმა სხვა და სხვა ტაქტიკით უნდა ითამაშოს ფეხბურთიი.,… აგერ მაროტას სიტყვები წაიკითხეთ ჯერ მოგვამართონ პოგბაზე 70 მილიონ/იანი წინადადებითო და მერე ვილაპარაოთ მაგაზეოო.. ვინ უნდა მოვიდეს? მე კაპელო მინდა

ალეკო კოკაია

ჯობია კონტე დარჩეს ჩემი აზრით,კიდე გაიზრდება და განვითარდება ალბათ!ისე თუ მაინცდამაინც შემცვლელზეა ლაპარაკი ლიპი დაბრუნდეს ჯობია!

neko_neko.
10 years ago

კარგად მახსოვს მე ვიყავი რომელიც ვამბობდი რო კონტე არის მაგარი მშიშარა იმდენად არ უნდა წაგება რო 67 წუთზე თამაშს ამთავრებს და ფრეზე თანახმაა თქო და კარგია ეხლა რო სხვამაც დაინახა ეს კიდე ბევრი გამოჩნდება რასაც ვამბობ პრეტენზიებით რო გამოდიოდა ხალხი რას ამბობ მაგას როგორ ამბობო

neko_neko.
10 years ago
Reply to  neko_neko.

ხოო თამაშის ხარისხზეც ვამბობ რამდენი ხანია და ეგეც რო დაინახა სხვამ რო ფალოს ბურთს თამაშობენ ეგეც კაია

Giorgi kasrashvili
10 years ago

ხალხნო არ დაიღალეთ იმით რომ სერია ბეში ვიყავით და და კონტემ მეტი რა ქნასო, გაიგეთ ძმებო ეგ არაა გასასამართლებელი საბუთი!!! 1.იმ დროს დელნერის არ ყავდა ასეთი გუნდი და კიდევ, იმ დროს ინტერი-მილანი ასეთი სუსტები არ იყვნენ!!! გაიგეთ რომ სკუდეტოს ვიგებთ იმის ხარჯზე რომ კონკურენტი არ გვყაააავს!!! ფიორემ 2-0 დან მოგვიგო ვერონამ 2-0 დან 2-2 და თქვენ კონტეზე მელაპარაკებით??? თურქეთში ამინდს რომ აბრალებთ ეგ რა უაზრობააა??? რა სნეიდერი დროგბა ლინჟებით იყო თუ სხვა მოედნიდან გაგვიტანეს გოლი? კოპერჰაგენს ვერ უგებ, გალათასარაიმ 4 ქულა აიღო შენთან და კიდევ კონტეს სიძლიერეზე მელაპარაკებით რა!!! ამოვიდა ყელში ერთი და იგივე!!! ვუჩინიჩი პადოინი და პეპეს გამოჯამრთელებას ელოდება… Read more »

FeNoMeNo-9
10 years ago

+10000000

ოქრო ჩხიკვაძე

რა შუაშია აქ ლიგის მოგება ან ჩამოთვლილი მწვრთნელების დაბრუნება. მე არც ლიგის მოგებას ვითხოვდი წელს და შარშან და არც მომავალ წელს მაქვს დიდი იმედი. ფაქტი ის არის რომ მაგარი მშიშარა და ჩმორია და უნდა შეიცვალოს, თორემ არც მის წასვლას ვითხოვ. აიღეთ ის თამაშები სადაც გოლი ვერ გაქვოდნა და რა ხდება ასეთ დროს??? უტევს და უამრავ მომენტს ქმნის გუნდ. მაგრამ 2 ბურთით და ზოგჯერ 1 ბურთითაც წინ თუ გავდივართ თამაშის დასაწყისში ეგრევე ჩვენი შეტევა 0 ხდება. რამდენჯერ უთქვამს კონტეს როტაციას მივმართაო და ტყუილია, რას გულისხმობს როტაციაში ლიხშტაინერი-ისლა-კასერესის ცვლას??? თუნდაც ვერონასთან თამაში აიღეთ მარკიზიო შემოყავდა ტიპს, რომელიც სავარაუდოდ ბურთის დაჭერაში უნდა დახმარებოდა… Read more »

10 years ago

ისე საინტერესოა ბევრს უნდა 22 კაცი ძირითადის იყოს : DD მართლა ასე რომ მოხდეს გუნდში აპოკალიფსი დაიწყება, ყველას ენდომება ძირითადში თამაში

FeNoMeNo-9
10 years ago

ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი ამ სტატიამ. ყველაფერი ზუსტადაა ასახული თუ რა გვაკლია და რისკენ უნდა მივილტვოდეთ. ;) ზაფხულში აუცილებლად დასამატებელია კაკ მინიმუმ მაღალი კლასის ცენტრალური მცველი და გარემარბი. ზედმეტი ბალასტისგან საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს კლუბი. ტრუსინიჩი, ჯოვინკო, პადოინი, ისლა და პეპე უნდა წავიდნენ!

10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

აჰა, ამჯერად კო

10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

აჰა, ამჯერად კონტეს აღარ უშვებ?

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to 

არა კონტეს გამოსაცდელი ვადა სეზონის ბოლომდე აქვს მიცემული :D :D

10 years ago

მე კი ვთვლი რომ გუნდს არაფერი აკლია.. შემადგენლობა ნორმალურია, დაბალანსებული. სკამზეც საკმაო რესურსია

უბრალოდ ეს ფეხბურთია ხან მოიგებ ხან წააგებ(ამ შემთხვევაში ფრეც წაგებაა).. და არ არის აუცილებელი განტევების ვაცი ვეძებოთ და მას ავკიდოთ ყველაფერი.

თქვენ რა გგონიათ ვერონა არ ვარჯიშობს?? არ ემზადება მატჩისთვის?? თავისი სტადიონი და გულშემატკივარი არ ეხმარება?? ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარ კედლებს, როცა ყველა დეტალი, ტრიბუნა თუ დეკორაცია რო საკუთარია, მეც მიტამაშია ფეხბურთი და ვიცი რას ნიშნავს საკუთარ სტადიონზე თამაში.
ვერონასაც მაგან უშველა, კურაჟი დაიჭირა, საკუთარი კედლები დაეხმარნენ და სეზონის მეორე ტაიმი ჩაატარეს

davit zivzivadze
10 years ago
Reply to 

გუნდი ნორმალურია და დაბალანსებულიო ამბობ და ეთანხმები… ოღონდ ეს გუნდი საშუალო დონისაა და არა მაღალი აი საშOლო დონისთვის დამახასიათებლად ვართ დაბალანსებული

Di Francesco # 1
10 years ago

Mec AR momewona Takashi da tamashis mere nervebmoshlils shemomelanzga konte da fexburtelebi Mara ages 1%tac AR dgas imis sawiroeba to gundis chavardnas 1 kviriani garchevebi da statiebi miezgvnas, imitiro chavardna ubralod AR arsebobs, iuve mashive moumatebs roca dawirdeba, sistemuri problema ages iuveshi araa da svrilman shecdomebs yvela ushvebs da araa memgoni sawiro iseti komentarebis wera delneris dros ro iwereboda

10 years ago

დააბრუნეთ დელ ნერი, რანიერი ან ფერარა და დაუბრუდება აზრი სერია ა-ს… მერე უფრო მუღამი აქვს ბალეშიკობას, როცა ლიგის მოგებას კიარ ითხოვ, ლიგაზე მოხვედრას რომ ითხოვ და რომ მოხვდები ამაზე დიდი სიხარული რა არის… :lool:

გაგახსენოთ მინდა კაპელო, მოჯი და ის გუნდი: ბუფონი, კანავარო, ტურამი, ძამბროტა, კამორანეზი, ნედვედი, ვიეირა, დელ პიერო, ზლატანი, ტრეზეგი… რამდენი ლიგა მოიგეთ და ან მაქსიმუმი რა იყო ჩვენი ლიგაზე?

სერია ბ-დან 3 წლის მოსული კაცი მე-3 სკუდეტოს იგებს და ყელში ამოვიდა სკუდეტოო, ასეთი რამეც წავიკითხე აქ. კიდე გაიზრდება და დაიხვეწება კონტე და მისი გადადგომის მოთხოვნა ამ ეტაპზე უბრალოდ უმადურობაა და მეტი არაფერი…

10 years ago

რამხელა გზავნილი დავწერე და დაიკარგა, არ გამოჩნდაა… :blin:

jeep17
10 years ago

ის აკლია რომ გუნდი 60 წუთიდან დგას თუ არ აგებს,ჩერდებიან ფეხბურთელები და ტემპს აგდებენ,ამით ისარგებლებს ნებისმიერი გუნდი და ეს თუ მწვრთნელის დავალება არ არის მაშინ მწვრთნელმა უნდა რეაგირება უნდა მოახდინოს სასწრაფოდ.როგორც იწყებენ თუნდაც 80 წუთი რო ითამაშონ ეგრე ნებისმიერ გუნდს მოუგებენ დიდი ანგარიშით.ბოლო 10 წუთი შეიძლება ბურთი აგორაონ და ტემპიც დააგდონ და კიდე კლასნი ფეხბურთელები აკლია გუნდს აშკარად,პოგბას დასვენება უნდა და მარკიზიოთი ჩანაცვლება,ოსვალდო როგორც ჩანს მაგარი ზამენა იქნება და არც ის არის გასაკვირი ხანდახან სასტარტოდანაც დაიწყოს

lasha tsasidze
10 years ago

აუ კარგით რა რა ტვინი წაიღეთ , ყველა თამაში გინდათ რომ მოიგოთ?
ხან ფრე იქნება ხან წაგება და ხანაც მოგება. რომელი გუნდი იგებს სეზონში ყველა თამაშს? გამომივიდნენ რა კრიტიკოსები :)) გუნდი შენებას ადგას და აშენდება და დაიცადეთ. მომინდომეს ეგრევე ჩემპიონთა ლიგა რაა ეგრე სად არის . ამაზე უკეთესი გუნდი გვყავდა მაგრამ ლიგა ვერ მოვიგეთ და ეხლა რა პონტში ითხოვთ ლიგას? და კრიზისზე ლაპარაკი ზედმეტია ამ ერთი ფრით.. შეხედეთ სხხვა გუნდებს თვენი სანატრელი ფეხბურთელები რომ თამაშOბენ რას შვრებიან ყველა თამაშს იგებენ ტუ ყველა თამაშს ერთ დონეზე ატარებენ. რავიცი რომელი ერტი ჩამოვთვალოო.. ნადაელა უჯე ამდენი უაზრო კომენტარები ,

ოქრო ჩხიკვაძე

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, გუნს რამოდენიმე პრობლემა ქონდა და მე 2-ს ყოველთვის ხაზს ვუსვამდი.
1, გუნდსი გვყავს ვუჩინიჩი
2, კონტე მშიშარაა
1-ს ეშველა და სანამ კონტე არ მიხვდება რომ 60 წუთის მერეც უნდა ათამასოს გუნდი მანამ არ გვეშველება, სერია ა-ს ყოველთვის მოვიგებთ იმიტომ რომ კონკურენტები არ გვყავს და ევროპაში კი ხედავთ რასაც გვიშვებიან
ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთშიც და გერმანიაშიც რომ ვიყოთ ალბათ მხოლოდ ევოპა ლიგის ზონისთვის შევძლებდით ბრძოლას
არ მევასება არა და ჩმორი მრწვთნელები

neko_neko.
10 years ago

ლიდერი აკლია გუნდს დელპიეროს მსგავსი რომელიც მოტივაციას შემატებს გუნდს განაწყობს და ზუსტად მაგ კონცენტრაციის დაკარგვის უფლებას არ მისცემს, ტევესი 10 იანი როა არაფერს ნიშნავს ლიდერის ფუნქცია არ აქვს იმის რომელიც გუნდს ხელში აიყვანს ასე ვთქვათ და მომართავს მისი შემყურე სხვასაც თავის პოზიციაზე მაქსიმალურად თამაში მოუნდება, ტევესი უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებს

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x